საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სარგებლობა მოაქვს ჯარს?!
რა სარგებლობა მოაქვს ჯარს?!

თა­ვის დრო­ზე, თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, წვე­ვამ­დე­ლე­ბის სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა, _ სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტთა ერთი ნა­წი­ლის თქმით, ეს არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­საც სხვე­ბი არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ... იმ ახალ­გაზ­რდე­ბის თქმით, ვი­საც სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა არ აქვს და­გეგ­მი­ლი, "სა­ხელ­მწი­ფო მათ დროს ფუ­ჭად აკარ­გვი­ნებს და მო­მა­ვალს უნ­გრევს"... მათი მო­საზ­რე­ბით, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შვი­ლე­ბი ამ სა­კითხს უპ­რობ­ლე­მოდ აგ­ვა­რე­ბენ... მე­ო­რე ნა­წი­ლის თქმით, _ არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ადა­მი­ანს პატ­რი­ო­ტიზ­მი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნას არ ავალ­დე­ბუ­ლებს, არა­და, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში სა­მუ­შა­ოდ არც უნდა იღებ­დნენ იმათ, ვი­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო გავ­ლი­ლი არ აქვს.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ლე­ვან იზო­რი­ას თქმით, ხუთ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვა აღ­დგე­ნა შეც­ვლი­ლი პი­რო­ბე­ბით მოხ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 თვით იყო შე­ჩე­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, თინა ხი­და­შე­ლის, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ.

მი­ნის­ტრ ლე­ვან იზო­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ფე­ის­ბუქ­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი. ის წერს, რომ "გაწ­ვე­ვის იმ ფორ­მას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს, რამ­დე­ნი­მე ფუნ­და­მენ­ტუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან არა­თავ­სე­ბა­დი პრობ­ლე­მა აქვს: ის სუ­ბი­ექ­ტუ­რია და სო­ცი­ა­ლუ­რად უსა­მარ­თლოა; ის ადა­მი­ა­ნის შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე; ის ახალ­გაზ­რდის იძუ­ლე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფოს მო­ძა­ლა­დედ აქ­ცევს; ის არ აძ­ლევს ახალ­გაზ­რდას შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­გეგ­მოს თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი; ის სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრებს მი­მარ­თავს ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის შე­დე­გი არ მო­აქვს; უბ­რა­ლოდ, ფლან­გავს სა­ბი­უ­ჯე­ტო რე­სურსს;

ქმნის თავ­დაც­ვის შემ­ძლე­თა რა­ო­დე­ნობ­რივ ილუ­ზი­ას და შე­სა­ბა­მი­სად, ასუს­ტებს საფრ­თხის გამ­კლა­ვე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს უნა­რებს".

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ლე­ვან იზო­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კურ ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს და­აკ­ლდნენ.

"სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ჯა­რის­კა­ცე­ბი და­აკ­ლდნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ სა­ყა­რა­უ­ლო სამ­სა­ხუ­რი სა­კონ­ტრაქ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ებს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ქვე­ყა­ნას და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰყავს და იხ­დის დიდ თან­ხას, 800-900-1000 ლარს, რო­მე­ლიც საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნას უნდა სრულ­ყოფ­დეს და ემ­ზა­დე­ბო­დეს ველ­ზე, იმის გამო, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბი აღარ ყავ­დათ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ ისი­ნი და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ყა­რა­ულ­ში, და­რა­ჯად. ამის აკ­რძალ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­რა­ჯი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ლა­პა­რა­კია აღ­დგე­ნა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, თო­რემ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბას გაწ­ვე­ვა არც შე­უ­წყვე­ტი­ათ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რად ჩან­და. ამ ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით, რო­გორც ჩანს, სა­უ­ბა­რია, რომ ის წვე­ვამ­დე­ლი არა მარ­ტო და­რა­ჯი იყოს, არა­მედ როცა კოშ­კუ­რი­დან მო­იხ­სნე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა გა­ი­ა­როს საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბა, ეს არის მთა­ვა­რი. ეს ნიშ­ნავს, რომ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ხით ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ფუძ­ვე­ლი რე­ზერ­ვის სამ­სა­ხუ­რის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ალა­დაშ­ვილ­მა...

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ას თქმით, ახალ­წვე­უ­ლებს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში გა­ზა­ფხუ­ლი­დან მი­ი­ღე­ბენ. "დღეს, სამ­ხედ­რო­ე­ბის ხედ­ვა არის ის, რომ გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი შეგ­ვექ­მნა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში, ამი­ტომ, ახალ­წვე­უ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმი­ტომ, რომ პირ­ველ რიგ­ში, ეს არის იაფი, ეკო­ნო­მი­უ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი. ჩვენ ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ სის­ტე­მას. ახალ­წვე­უ­ლე­ბი გა­ივ­ლი­ან სა­წყის საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბას, მსგავს, რო­გორ­საც გა­დი­ან ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი. მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა 7 ლა­რი­დან გა­იზ­რდე­ბა 50 ლა­რით... ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად პრობ­ლე­მა არ არის, სის­ტე­მუ­რად პრობ­ლე­მა არ არის. უბ­რა­ლოდ, ჩვენ დავ­ხვე­წთ საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებს. შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში. და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას წელს, რათა გა­ზა­ფხუ­ლის გაწ­ვე­ვის­თვის მზად ვი­ყოთ და მი­ვი­ღოთ ახალ­წვე­უ­ლე­ბი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ჩა­ჩი­ბა­ი­ამ.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი სა­კი­თხი, _ თინა ხი­და­შე­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ვის გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია, მათ შო­რის არც გენშტა­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას. რო­დე­საც თავ­დაც­ვის უწყე­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლე­ვან იზო­რი­ამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის აღ­დგე­ნა გა­და­წყვი­ტა, იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბა მა­საც უსი­ტყვო თან­ხმო­ბით შეხ­ვდა...

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

რა სარგებლობა მოაქვს ჯარს?!

რა სარგებლობა მოაქვს ჯარს?!

თავის დროზე, თავდაცვის ექსმინისტრის გადაწყვეტილებას, წვევამდელების სამხედრო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, _ სამხედრო სპეციალისტთა ერთი ნაწილის თქმით, ეს არასწორი გადაწყვეტილება, რასაც სხვები არ ეთანხმებოდნენ... იმ ახალგაზრდების თქმით, ვისაც სამხედრო კარიერის გაკეთება არ აქვს დაგეგმილი, "სახელმწიფო მათ დროს ფუჭად აკარგვინებს და მომავალს უნგრევს"... მათი მოსაზრებით, სხვებისგან განსხვავებით, მაღალჩინოსნების შვილები ამ საკითხს უპრობლემოდ აგვარებენ... მეორე ნაწილის თქმით, _ არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანს პატრიოტიზმი ქვეყნის სამსახურში ყოფნას არ ავალდებულებს, არადა, ძალოვან სტრუქტურებში სამუშაოდ არც უნდა იღებდნენ იმათ, ვისაც სავალდებულო სამხედრო გავლილი არ აქვს.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, სავალდებულო გაწვევა აღდგენა შეცვლილი პირობებით მოხდება. ეს პროცესი, დაახლოებით, 5 თვით იყო შეჩერებული ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, გადაწყვეტილების შემდეგ.

მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. ის წერს, რომ "გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს: ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა; ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე; ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და, შესაბამისად, სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს; ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას დაგეგმოს თავისი მომავალი; ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ, ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს;

ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას და შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს".

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებას, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები შეიარაღებულ ძალებს დააკლდნენ.

"სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები დააკლდნენ შეიარაღებულ ძალებს, გამომდინარე იქიდან, რომ იძულებული გახდნენ საყარაულო სამსახური საკონტრაქტო მომსახურეებს შეესრულებინათ, ის ადამიანები, ვინც ქვეყანას დაქირავებული ჰყავს და იხდის დიდ თანხას, 800-900-1000 ლარს, რომელიც საბრძოლო მზადყოფნას უნდა სრულყოფდეს და ემზადებოდეს ველზე, იმის გამო, რომ ჯარისკაცები აღარ ყავდათ, იძულებული გახდნენ ისინი დაეყენებინათ ყარაულში, დარაჯად. ამის აკრძალვა შეუძლებელია, დარაჯი აუცილებელია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ლაპარაკია აღდგენაზე შეიარაღებულ ძალებში, თორემ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულებას გაწვევა არც შეუწყვეტიათ. ეს აბსოლუტურად ლოგიკურად ჩანდა. ამ ახალი კონცეფციით, როგორც ჩანს, საუბარია, რომ ის წვევამდელი არა მარტო დარაჯი იყოს, არამედ როცა კოშკურიდან მოიხსნება, საშუალება ექნება გაიაროს საბრძოლო მომზადება, ეს არის მთავარი. ეს ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდების სახით ჩვენ გვეყოლება საუკეთესო საფუძველი რეზერვის სამსახურისთვის", - აღნიშნა ალადაშვილმა...

გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ახალწვეულებს სამხედრო ნაწილებში გაზაფხულიდან მიიღებენ. "დღეს, სამხედროების ხედვა არის ის, რომ გარკვეული ხარვეზები შეგვექმნა სამხედრო ნაწილებში, ამიტომ, ახალწვეულების დაბრუნება შეიარაღებულ ძალებში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის იაფი, ეკონომიური და ეფექტიანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ სისტემას. ახალწვეულები გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადებას, მსგავს, როგორსაც გადიან ჩვენი პროფესიონალი სამხედროები. მათი ანაზღაურება 7 ლარიდან გაიზრდება 50 ლარით... ინფრასტრუქტურულად პრობლემა არ არის, სისტემურად პრობლემა არ არის. უბრალოდ, ჩვენ დავხვეწთ საბრძოლო მომზადების პროგრამებს. შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. დავიწყებთ მუშაობას წელს, რათა გაზაფხულის გაწვევისთვის მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები სამხედრო ნაწილებში", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

არსებობს კიდევ ერთი საკითხი, _ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს მის გადაწყვეტილება არავის გაუპროტესტებია, მათ შორის არც გენშტაბის წარმომადგენლობას. როდესაც თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელმა, ლევან იზორიამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა გადაწყვიტა, იგივე შემადგენლობა მასაც უსიტყვო თანხმობით შეხვდა...

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე