პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
IWPR - ყვარლის რაიონში მდებარე სოფლებში ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის
IWPR - ყვარლის რაიონში მდებარე სოფლებში ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის

კა­ხეთ­ში, ეთ­ნი­კუ­რი ავა­რე­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში გო­გო­ნე­ბის წინ­დაც­ვე­თის პრაქ­ტი­კა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის.

ამის შე­სა­ხებ "ომი­სა და მშვი­დო­ბის გა­შუ­ქე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" (IWPR) იტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის ვებგ­ვერ­დზეც ჟურ­ნა­ლისტ აიდა მირ­მაკ­სუ­მო­ვას შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ყვარ­ლის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე თი­ვის, სა­რუ­სოს და ჩანტლის­ყუ­რეს სოფ­ლებ­ში, ასო­ბით გო­გო­ნა წინ­დაც­ვე­თის პრო­ცე­დუ­რას გა­დის.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­რო­ბას დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ა­ტა­რებს", - აღ­ნიშ­ნავს ჟურ­ნა­ლის­ტი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აც­ნო­ბა IWPR-ს, რომ მას ამ პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და და არც ერთ ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ ორ­გა­ნოს არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია, რომ ქვეყ­ნის რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ში წინ­დაც­ვე­თის პრაქ­ტი­კა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მას­თან სა­უ­ბარ­ში მუფ­თი ია­სინ ალი­ე­ვი ამ­ბობს, რომ ის­ლა­მი გო­გო­ნებს წინ­დაც­ვე­თას არ ავალ­დე­ბუ­ლებს. თა­ვის მხრივ, მეც­ნი­ე­რი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან აღ­ნიშ­ნავს, რომ წინ­დაც­ვე­თის პრო­ცე­დუ­რა ზრდის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის რისკს.

მა­სა­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აც­ნო­ბა IWPR-ს, რომ უწყე­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­ი­გეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წინ­დაც­ვე­თის პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

"კა­ხეთ­ში მო­მუ­შა­ვე არც ერთ ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბას ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მო­უ­წო­დე­ბია. თუ ვინ­მე დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მოგ­ვმარ­თავს, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა, აქამ­დე, არც ერთი სა­ჩი­ვა­რი არ შე­მო­სუ­ლა", - აცხა­დე­ბენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი IWPR-სთან სა­უ­ბარ­ში ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა.

"გა­და­ვა­მოწ­მეთ თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ში და ინ­სტი­ტუ­ტებ­ში, ასე­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში, თუმ­ცა იქ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ნახ­სე­ნე­ბი არ არის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვმა, ჩა­ა­ტა­როს მო­ნი­ტო­რინ­გი ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში და მოგ­ვა­წო­დოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია", - აცხა­დე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­ში.

IWPR-ის მა­სა­ლა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­ე­რო-ში წინ­დაც­ვე­თის პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვად და ქა­ლის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის უკი­დუ­რეს ფორ­მად მი­იჩ­ნე­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

IWPR - ყვარლის რაიონში მდებარე სოფლებში ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის

IWPR - ყვარლის რაიონში მდებარე სოფლებში ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის

კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

ამის შესახებ "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" (IWPR) იტყობინება, რომლის ვებგვერდზეც ჟურნალისტ აიდა მირმაკსუმოვას შესაბამისი მასალა გამოქვეყნდა.

სტატიის თანახმად, ყვარლის რაიონში მდებარე თივის, სარუსოს და ჩანტლისყურეს სოფლებში, ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის.

"საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ გამოძიებას ჩაატარებს", - აღნიშნავს ჟურნალისტი.

"საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა IWPR-ს, რომ მას ამ პრაქტიკის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც ერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ან ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოს არ შეუტყობინებია, რომ ქვეყნის რომელიმე ნაწილში წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება", - აღნიშნავს ჟურნალისტი.

მასთან საუბარში მუფთი იასინ ალიევი ამბობს, რომ ისლამი გოგონებს წინდაცვეთას არ ავალდებულებს. თავის მხრივ, მეცნიერი პაატა იმნაძე დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აღნიშნავს, რომ წინდაცვეთის პროცედურა ზრდის ინფექციური დაავადების რისკს.

მასალის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა IWPR-ს, რომ უწყებაში პირველად გაიგეს საქართველოს ტერიტორიაზე წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენების შესახებ.

"კახეთში მომუშავე არც ერთ ჩვენს განყოფილებას ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. თუ ვინმე დახმარების თხოვნით მოგვმართავს, შესაძლებელი იქნება შემოწმების ჩატარება, თუმცა, აქამდე, არც ერთი საჩივარი არ შემოსულა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი IWPR-სთან საუბარში ირწმუნება, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება დაიწყება.

"გადავამოწმეთ თქვენი ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ინსტიტუტებში, ასევე სახალხო დამცველის ოფისში, თუმცა იქ მსგავსი ფაქტები ნახსენები არ არის. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მზადყოფნა გამოთქვმა, ჩაატაროს მონიტორინგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში და მოგვაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია", - აცხადებენ საპარლამენტო კომიტეტში.

IWPR-ის მასალაში აღნიშნულია, რომ გაერო-ში წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენებას ადამიანის უფლებების დარღვევად და ქალის დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმად მიიჩნევენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი