სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფინანსურ პირამიდებში" სულ უფრო მეტი ადამიანი გაებმება
"ფინანსურ პირამიდებში" სულ უფრო მეტი ადამიანი გაებმება

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ და­ზა­რა­ლე­ბულ მე­ა­ნაბ­რე­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა. ისი­ნი რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს სთა­ვა­ზო­ბენ მე­ა­ნაბ­რე­ებს და ფი­ნან­სურ პი­რა­მი­დას ქმნი­ან. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არ რე­გუ­ლირ­დე­ბა, რაც "პი­რა­მი­დის მა­შე­ნებ­ლებს" სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს. მო­სახ­ლე­ო­ბა კი მთავ­რო­ბის მხრი­დან მკაც­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას და მეტ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. სი­ტუ­ა­ცია უკონ­ტრო­ლოა და ვი­თა­რე­ბა სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა.

სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლო" ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც მა­ს­მე­დი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით აწარ­მო­ებ­და აქ­ტი­ურ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა­გან სახ­სრე­ბის მი­ზიდ­ვის მიზ­ნით, კლი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობ­და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს. "სა­ქარ­თვე­ლო", ბან­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ წარ­მო­ად­გენ­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სუ­ბი­ექტს და მის მი­მართ არ ვრცელ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო მო­თხოვ­ნე­ბი. მალე გა­ირ­კვა, რომ დიდი რის­კის ქვეშ დგე­ბო­და მი­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბი.

ამი­ტომ სებ-მა წე­რი­ლო­ბი­თი თუ ზე­პი­რი ფორ­მით, არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. მათ მოს­თხო­ვეს და­ფი­ნან­სე­ბის ბიზ­ნეს­მო­დე­ლის შეც­ვლა და სახ­სრე­ბის მი­ზიდ­ვის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის შე­წყვე­ტა. თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გაფრ­თხი­ლე­ბა, რის გა­მოც, ვი­თა­რე­ბა უფრო გარ­თულ­და.

წინა კვი­რას "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თან" შეკ­რე­ბი­ლი 20-მდე მე­ა­ნაბ­რე კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას უშე­დე­გოდ ითხოვ­და. რო­გორც მათ გა­ნა­ცხა­დეს, ორი თვეა კომ­პა­ნი­ის­გან კუთ­ვნი­ლი პრო­ცენ­ტი არ მი­უ­ღი­ათ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა "პი­რა­მი­დულ­მა ბიზ­ნეს­მა" ისევ გა­შა­ლოს ფრთე­ბი და ქვე­ყა­ნა 90-იან წლებს მი­უბ­რუნ­დეს. იოლი ფუ­ლის შოვ­ნის გზას უკვე ბევ­რი და­ად­გა. ამის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან გა­მო­რი­ცხავს სირ­თუ­ლე­ებს და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­რავ­ლე­ბას ხელს შე­უშ­ლის.

"და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "პი­რა­მი­დუ­ლი ბიზ­ნე­სი" არ არის კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ამ კუ­თხით ვი­თა­რე­ბა მძიმ­დე­ბა. ამი­ტომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა გა­ა­ტა­როს ახალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც მსგავ­სი სქე­მით (ე. წ. პონ­ცის სქე­მა) მუ­შა­ობს. ეს გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ყვე­ლა შემ­დე­გი მომ­ხმა­რებ­ლის ფუ­ლით ხდე­ბა წინა მომ­ხმა­რებ­ლის გას­ტუმ­რე­ბა. რო­დე­საც ახა­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აღარ შე­ი­ტანს ფულს ასეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, სის­ტე­მა ჩა­მო­იშ­ლე­ბა, რაც ყვე­ლას აზა­რა­ლებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ფინანსურ პირამიდებში" სულ უფრო მეტი ადამიანი გაებმება

"ფინანსურ პირამიდებში" სულ უფრო მეტი ადამიანი გაებმება

საქართველოში საფინანსო კომპანიების მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა რიცხვი იზრდება. ისინი რეკორდულად მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ მეანაბრეებს და ფინანსურ პირამიდას ქმნიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ასეთი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება, რაც "პირამიდის მაშენებლებს" სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოსახლეობა კი მთავრობის მხრიდან მკაცრი ზომების გატარებას და მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიტუაცია უკონტროლოა და ვითარება სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება.

საფინანსო ორგანიზაციებიდან კომპანია "საქართველო" ერთ-ერთია, რომელიც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით აწარმოებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მიზიდვის მიზნით, კლიენტებს სთავაზობდა ბაზარზე არსებულთან შედარებით, გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს. "საქართველო", ბანკებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს და მის მიმართ არ ვრცელდებოდა შესაბამისი საზედამხედველო მოთხოვნები. მალე გაირკვა, რომ დიდი რისკის ქვეშ დგებოდა მიზიდული სახსრები.

ამიტომ სებ-მა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, არაერთხელ გააფრთხილა კომპანიის ხელმძღვანელობა. მათ მოსთხოვეს დაფინანსების ბიზნესმოდელის შეცვლა და სახსრების მიზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. თუმცა, კომპანიამ არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება, რის გამოც, ვითარება უფრო გართულდა.

წინა კვირას "საფინანსო კომპანია საქართველოსთან" შეკრებილი 20-მდე მეანაბრე კუთვნილი თანხების დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვდა. როგორც მათ განაცხადეს, ორი თვეა კომპანიისგან კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ.

საქართველოში შეიძლება "პირამიდულმა ბიზნესმა" ისევ გაშალოს ფრთები და ქვეყანა 90-იან წლებს მიუბრუნდეს. იოლი ფულის შოვნის გზას უკვე ბევრი დაადგა. ამის თავიდან ასარიდებლად "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას. მსგავსი დამოკიდებულება მომავალში თავიდან გამორიცხავს სირთულეებს და უპასუხისმგებლო კომპანიების მომრავლებას ხელს შეუშლის.

"დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში "პირამიდული ბიზნესი" არ არის კრიმინალური საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ამ კუთხით ვითარება მძიმდება. ამიტომ საკანონმდებლო ცვლილება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაატაროს ახალმა პარლამენტმა.

საქართველოში არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც მსგავსი სქემით (ე. წ. პონცის სქემა) მუშაობს. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა შემდეგი მომხმარებლის ფულით ხდება წინა მომხმარებლის გასტუმრება. როდესაც ახალი მომხმარებელი აღარ შეიტანს ფულს ასეთ ორგანიზაციაში, სისტემა ჩამოიშლება, რაც ყველას აზარალებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი