მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონური დოკუმენტური ფილმი "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმია
პოლონური დოკუმენტური ფილმი "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმია

სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე ხუთი პო­ლო­ნუ­რი ფილ­მი­დან ერთ-ერთი, "ძმე­ბი" CineDoc Tbilisi 2016-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­კურ­სო სექ­ცი­ის გა­მარ­ვე­ბუ­ლი ფილ­მი გახ­და.

22 ოქ­ტომ­ბრი­დან 25 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლებს ხუთი პო­ლო­ნუ­რი ფილ­მის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ქონ­დათ ფეს­ტი­ვა­ლის, CinéDOC–Tbilisi-ს ფარ­გლებ­ში.

Aleksandra Maciuszek-ის CASA BLANCA (2015), Åse Svenheim Drivenes-ის I AM KUBA (2015), Agnieszka Zwiefka-ის THE QUEEN OF SILENCE (2014), Monika Pawluczuk-ის END OF THE WORLD და Wojciech Staroń-ის BROTHERS (2015) - ამ ფილ­მე­ბის ნახ­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, ამი­რან­სა და რუს­თა­ველ­ში შე­ეძ­ლოთ.

პო­ლო­ნურ პროგ­რა­მას ფეს­ტი­ვალ­ზე ადამ მიც­კე­ვი­ჩის ინ­სტი­ტუ­ტის წამ­ყვა­ნი ბრენ­დი, Culture Pl-ა წარ­მო­ად­გენ­და.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და ღია დის­კუ­სი­ე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და ვორ­ქშო­ფე­ბი, მო­ე­წყო შეხ­ვედ­რე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მოწ­ვე­ულ რე­ჟი­სო­რებ­თან და ად­გი­ლობ­რივ კი­ნო­ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გნ­ლებ­თან.

პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და Civil Pitch,რომ­ლის მი­ზა­ნიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი კო­ნოპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სივ­რცის შექ­მნა იყო. ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სის ფონ­ზე, Civil Pitch-ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის იდე­ე­ბის შე­სა­ხებ, მის სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ზე და სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რა­ზე. Civil Pitch-ის წლე­ვან­დე­ლი მენ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი, WATCH DOCS Festiva-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი Marta Szuchnicka იყო.

CinéDOC–Tbilisi – პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც წელს უკვე მე­ო­თხედ 21-25 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და, ქა­ლაქ თბი­ლის­ში.

შე­ნიშ­ვნა: ადამ მიც­კე­ვი­ჩის ინ­სტი­ტუ­რი არის ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 70 ქვე­ყა­ნა­ში. 2016 წლი­დან ადამ მიც­კე­ვი­ჩის ინ­სტი­ტუტ­მა 5,500ზე მეტი კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მი­ი­ზი­და 52,5 მი­ლი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ხუთ კონ­ტი­ნენტზე. ინ­სტი­ტუ­ტის ყვე­ლა კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, მისი წამ­ყვა­ნი ბრენ­დის, Culture. Pl.-ის მი­ე­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ: http://culture.pl/en

პო­ლო­ნუ­რი ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ:

• CASA BLANCA არის პა­ტა­რა სო­ფე­ლი ჰა­ვა­ნას ყუ­რე­ში. 76 წლის ნელ­სა და მისი 37 წლის ვაჟი, ვლა­დი­მე­რი, რო­მელ­საც და­უ­ნის სინ­დრო­მი აქვს, სა­ერ­თო­სა­ცხოვ­რებ­ლის ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ ერ­თმა­ნე­თის გარ­და არა­ვინ ყავთ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­ფლი­ა­ტე­ბით აღ­სავ­სეა, ნელ­სა შვი­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ცდი­ლობს, მა­შინ როცა ვლა­დი­მერს მე­თევ­ზე­ებ­თან ერ­თად და­ლე­ვა და გარ­თო­ბა ურ­ჩევ­ნია, დე­დას­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას. ყო­ველ­დღე, ნელ­სა, კასა ბლან­კას ქუ­ჩებ­ში და­ე­ხე­ტე­ბა ერ­თა­დერ­თი შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად. ერთ დღე­საც, ნელ­სა ავად ხდე­ბა.

• I AM KUBA – ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის გა­ბანკრო­ტე­ბის შემ­დეგ, 12 წლის კუ­ბა­სა და 8 წლის მი­კო­ლა­ჟის მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან პო­ლო­ნე­თი და­ტო­ვონ და სა­მუ­შაო სა­ზღვარ­გა­რეთ ეძე­ბონ. I AM KUBA არის ფილ­მი კუ­ბა­ზე, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია უმ­ცროს ძმას მო­უ­ა­როს, სა­ნამ მშობ­ლე­ბი წა­სუ­ლე­ბი არი­ან. დრო გა­დის, კუბა თი­ნე­ი­ჯე­რი ხდე­ბა და უარს ამ­ბობს იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მის კი­სერ­ზეა. ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. კუ­ბას ამ­ბა­ვი, თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ზეა. მხო­ლოდ პო­ლო­ნეთ­ში, 100,000-ზე მეტი ბავ­შვი რჩე­ბა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, რად­გან მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან სამ­სა­ხუ­რი სა­ზღვარ­გა­რეთ მო­ნა­ხონ. I AM KUBA არის ფილ­მი ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც იზ­რდე­ბი­ან "ევრო-ობ­ლე­ბად".

• THE QUEEN OF SILENCE – 10 წლის დე­ნი­სა პო­ლო­ნეთ­ში არ­სე­ბულ ბო­შა­თა ბა­ნაკ­ში მცხოვ­რე­ბი უკა­ნო­ნო მო­ქა­ლა­ქეა,რო­მე­ლიც ვერ სა­უბ­რობს, რად­გან სმე­ნის პრობ­ლე­მა აქვს. დე­ნი­სა თა­ვის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც სავ­სეა რით­მე­ბი­თა და ცეკ­ვე­ბით, ის ბა­ძავს ბო­ლი­ვუ­დის გლა­მუ­რულ ქა­ლებს, რომ­ლე­ბის ნა­გავ­ში ნა­პოვნ დი ვი დი-ზე ნახა. ცეკ­ვის დროს დე­ნი­სას შე­უძ­ლია იყოს ვინც უნდა, დე­დო­ფა­ლიც კი და გა­მო­ხა­ტოს ის, რისი თქმაც არ შე­უძ­ლია - მხი­ა­რუ­ლე­ბა, სევ­და და შიში.

• THE END OF THE WORLD არის ინ­ტი­მუ­რი, კრე­ა­ტი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც ერთ ღა­მე­ში მომ­ხდარ რამ­დე­ნი­მე ამ­ბავს აერ­თი­ა­ნებს. დიდ ქა­ლაქ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი სა­ჭი­რო­ე­ბის გარ­შე­მო არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი - აწუ­ხებთ მარ­ტო­ო­ბა და სურთ ვინ­მეს­თან სა­უ­ბა­რი. ზოგი მათ­გა­ნი სას­წრა­ფო­ში რე­კავს, მა­ში­ნაც კი, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, ზო­გიც რა­დი­ო­ში. ამ­ჯე­რად რა­დი­ო­ში სა­უ­ბა­რია სამ­ყა­როს და­სას­რულ­ზე, რო­მე­ლიც მა­ი­ას კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვი­თაა ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი. მსმე­ნე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ ტრა­გი­კულ და მტკივ­ნე­ულ თე­მებ­ზე, ხან­და­ხან სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ებს ყვე­ბი­ან. რა­დიო კრავს ფილ­მის ელე­მენ­ტებს, რო­გორც სტრუქ­ტუ­რუ­ლად, ისე მნიშ­ვნე­ლო­ბით: ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვე­ბის წყა­რო.

• BROTHERS - 80 წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ორი ძმა ყა­ზა­ხე­თი­დან პო­ლო­ნეთ­ში ბრუნ­დე­ბა. მათი მი­ზა­ნი ახალ მსოფ­ლი­ო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბაა. ძმე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს აწყდე­ბი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბის გამო. ერთი ძმა მხატ­ვა­რი და მე­ოც­ნე­ბეა, მე­ო­რე კი პრაგ­მა­ტუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი. ისი­ნი ისე­ვე განხსხვავ­დე­ბი­ან, რო­გორც მე­ლა­ნი და წყა­ლი და ისე­ვე გა­ნუყ­რე­ლე­ბი არი­ან, რო­გორც ყვა­ვი­ლი და მი­სი­ვე ღერო. მათ სურთ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყონ, იმ დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც მათ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­თარ­დე­ბა, სახ­ლის დაწ­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ნა­ხა­ტი შე­ი­წი­რა, გაგ­რძე­ბე­უ­ლი იმით, რომ ერთ-ერ­თმა ძმამ მე­ო­რე მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ა­ბა­რა. დროს­თან შე­ჯიბ­რი იწყე­ბა, ნუთუ ძმე­ბი საკ­მა­რი­სად სწრა­ფე­ბი იქ­ნე­ბი­ან?!

პოლონური დოკუმენტური ფილმი "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმია

პოლონური დოკუმენტური ფილმი "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმია

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალში მონაწილე ხუთი პოლონური ფილმიდან ერთ-ერთი, "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარვებული ფილმი გახდა.

22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით დოკუმენტური კინოს მოყვარულებს ხუთი პოლონური ფილმის ნახვის საშუალება ქონდათ ფესტივალის, CinéDOC–Tbilisi-ს ფარგლებში.

Aleksandra Maciuszek-ის CASA BLANCA (2015), Åse Svenheim Drivenes-ის I AM KUBA (2015), Agnieszka Zwiefka-ის THE QUEEN OF SILENCE (2014), Monika Pawluczuk-ის END OF THE WORLD და Wojciech Staroń-ის BROTHERS (2015) - ამ ფილმების ნახვა დაინტერესებულ მაყურებელს კინოთეატრებში, ამირანსა და რუსთაველში შეეძლოთ.

პოლონურ პროგრამას ფესტივალზე ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის წამყვანი ბრენდი, Culture Pl-ა წარმოადგენდა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და ვორქშოფები, მოეწყო შეხვედრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ რეჟისორებთან და ადგილობრივ კინოინდუსტრიის წარმომადგნლებთან.

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა Civil Pitch,რომლის მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართველი კონოპროფესიონალების აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა იყო. ორმხრივი ინტერესის ფონზე, Civil Pitch-ის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები დოკუმენტური ფილმების იდეების შესახებ, მის სამომავლო პერსპექტივაზე და საჭირო მხარდაჭერაზე. Civil Pitch-ის წლევანდელი მენტორი, საერთაშორისო ექსპერტი, WATCH DOCS Festiva-ის წარმომადგენელი Marta Szuchnicka იყო.

CinéDOC–Tbilisi – პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი კავკასიაში, რომელიც წელს უკვე მეოთხედ 21-25 ოქტომბერს ჩატარდა, ქალაქ თბილისში.

შენიშვნა: ადამ მიცკევიჩის ინსტიტური არის ეროვნული კულტურული ინსტიტუტი, რომელსაც კულტურული პროექტები ჩატარებული აქვს 70 ქვეყანაში. 2016 წლიდან ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტმა 5,500ზე მეტი კულტურული პროექტი განახორციელა და მიიზიდა 52,5 მილიონი მაყურებელი ხუთ კონტინენტზე. ინსტიტუტის ყველა კულტურული პროექტი, მისი წამყვანი ბრენდის, Culture. Pl.-ის მიერაა ჩატარებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://culture.pl/en

პოლონური ფილმების შესახებ:

• CASA BLANCA არის პატარა სოფელი ჰავანას ყურეში. 76 წლის ნელსა და მისი 37 წლის ვაჟი, ვლადიმერი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, საერთოსაცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. მათ ერთმანეთის გარდა არავინ ყავთ. მათი ურთიერთობა კონფლიატებით აღსავსეა, ნელსა შვილის გაკონტროლებას ცდილობს, მაშინ როცა ვლადიმერს მეთევზეებთან ერთად დალევა და გართობა ურჩევნია, დედასთან დროის გატარებას. ყოველდღე, ნელსა, კასა ბლანკას ქუჩებში დაეხეტება ერთადერთი შვილის საძებნელად. ერთ დღესაც, ნელსა ავად ხდება.

• I AM KUBA – ოჯახური ბიზნესის გაბანკროტების შემდეგ, 12 წლის კუბასა და 8 წლის მიკოლაჟის მშობლები იძულებულები ხდებიან პოლონეთი დატოვონ და სამუშაო საზღვარგარეთ ეძებონ. I AM KUBA არის ფილმი კუბაზე, რომელიც ვალდებულია უმცროს ძმას მოუაროს, სანამ მშობლები წასულები არიან. დრო გადის, კუბა თინეიჯერი ხდება და უარს ამბობს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მის კისერზეა. ოჯახი იძულებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს. კუბას ამბავი, თანამედროვე ევროპაზეა. მხოლოდ პოლონეთში, 100,000-ზე მეტი ბავშვი რჩება მშობლების გარეშე, რადგან მშობლები იძულებულები არიან სამსახური საზღვარგარეთ მონახონ. I AM KUBA არის ფილმი ბავშვებზე, რომლებიც იზრდებიან "ევრო-ობლებად".

• THE QUEEN OF SILENCE – 10 წლის დენისა პოლონეთში არსებულ ბოშათა ბანაკში მცხოვრები უკანონო მოქალაქეა,რომელიც ვერ საუბრობს, რადგან სმენის პრობლემა აქვს. დენისა თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელიც სავსეა რითმებითა და ცეკვებით, ის ბაძავს ბოლივუდის გლამურულ ქალებს, რომლების ნაგავში ნაპოვნ დი ვი დი-ზე ნახა. ცეკვის დროს დენისას შეუძლია იყოს ვინც უნდა, დედოფალიც კი და გამოხატოს ის, რისი თქმაც არ შეუძლია - მხიარულება, სევდა და შიში.

• THE END OF THE WORLD არის ინტიმური, კრეატიული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ერთ ღამეში მომხდარ რამდენიმე ამბავს აერთიანებს. დიდ ქალაქში, ადამიანები ერთი საჭიროების გარშემო არიან გაერთიანებულები - აწუხებთ მარტოობა და სურთ ვინმესთან საუბარი. ზოგი მათგანი სასწრაფოში რეკავს, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, ზოგიც რადიოში. ამჯერად რადიოში საუბარია სამყაროს დასასრულზე, რომელიც მაიას კალენდრის მიხედვითაა ნაწინასწარმეტყველები. მსმენელები საუბრობენ ტრაგიკულ და მტკივნეულ თემებზე, ხანდახან სახალისო ისტორიებს ყვებიან. რადიო კრავს ფილმის ელემენტებს, როგორც სტრუქტურულად, ისე მნიშვნელობით: ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების წყარო.

• BROTHERS - 80 წლიანი განშორების შემდეგ, ორი ძმა ყაზახეთიდან პოლონეთში ბრუნდება. მათი მიზანი ახალ მსოფლიოში თავის დამკვიდრებაა. ძმები წინააღმდეგობებს აწყდებიან განსხვავებული ხასიათების გამო. ერთი ძმა მხატვარი და მეოცნებეა, მეორე კი პრაგმატული ინჟინერი. ისინი ისევე განხსხვავდებიან, როგორც მელანი და წყალი და ისევე განუყრელები არიან, როგორც ყვავილი და მისივე ღერო. მათ სურთ ცხოვრება თავიდან დაიწყონ, იმ დრამატული მოვლენების მიუხედავად, რაც მათ ცხოვრებაში ვითარდება, სახლის დაწვიდან დაწყებული, რომელმაც რამდენიმე ათასი ნახატი შეიწირა, გაგრძებეული იმით, რომ ერთ-ერთმა ძმამ მეორე მოხუცებულთა თავშესაფარში ჩააბარა. დროსთან შეჯიბრი იწყება, ნუთუ ძმები საკმარისად სწრაფები იქნებიან?!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება