პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ცაცხვის სამკურნალო თვისებები
ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცა­ცხვი სამ­კურ­ნა­ლო და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მცე­ნა­რეა. ამის გამო ის ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში (ნა­ყე­ნე­ბი­სა და ნა­ხარ­შე­ბის სა­ხით), ასე­ვე სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად.

ცა­ცხვის ქერ­ქი

შე­ი­ცავს ტრი­ტერ­პე­ნულ შე­ნა­ერ­თებს და 8 %-მდე ეთერ­ზე­თებს. მისი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კვერ­ცე­ტინ­სა და კემ­პფე­როლ­თან. ქერ­ქს ზამ­თარ­ში იღე­ბენ, აშ­რო­ბენ, ახ­მო­ბენ, აქუც­მა­ცე­ბენ ან ფქვა­ვენ. იყე­ნე­ბენ ნა­ყე­ნის ან ნა­ხარ­შის და­სამ­ზა­დებ­ლად. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­თხე­ე­ბი აძ­ლი­ე­რებს ნაღ­ვლის დე­ნას. ნორ­ჩი ცა­ცხვის ქერ­ქი მო­ხარ­შვი­სას გა­მო­ყოფს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ლორ­წოს­მაგ­ვარ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რია პო­დაგ­რის, ბუ­ა­სი­ლი­სა და დამ­წვრო­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ცა­ცხვის ყვა­ვი­ლი

ცა­ცხვის ყვა­ვილს სხვაგ­ვა­რად "ცა­ცხვის ფერ­საც" უწო­დე­ბენ. ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა ფარ­თოდ იყე­ნებს რო­გორც მის­გან დამ­ზა­დე­ბულ ნა­ყე­ნებს, ასე­ვე ნა­ხარ­შებს.

ცა­ცხვის ყვა­ვი­ლე­ბი შე­ი­ცავს გლი­კო­ზიდ ტა­ლი­ცინს, C და სხვა ვი­ტა­მი­ნებს, ფლა­ვო­ნო­ი­დებს, კა­რო­ტინს, ეთერ­ზე­თებს, სათ­რიმ­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბებს, კუ­მა­რინს, სა­პო­ნი­ნებს, ცვილს, გლუ­კო­ზას და სხვა შაქ­რებს, მაკ­რო და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს.

პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მელ­თაც ცა­ცხვის ყვა­ვი­ლი­სა­გან ამ­ზა­დე­ბენ, გა­მო­ირ­ჩე­ვა შარ­დმდე­ნი და ოფ­ლმდე­ნი (გლი­კო­ზიდ ტი­ლი­ა­ცი­ნის ეფექ­ტია) მოქ­მე­დე­ბით, კუ­ჭის წვე­ნის გა­მო­ყო­ფის გაძ­ლი­ე­რე­ბით, ას­ტი­მუ­ლი­რებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ჯირ­კვლე­ბის სეკ­რე­ცი­ას, აად­ვი­ლებს ნაღ­ვლის გა­მო­ყო­ფას. აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რა­ტებს გა­აჩ­ნია აგ­რეთ­ვე ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­მა­წყნა­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა. მათ წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ რო­გორც სი­ცხის დამ­წევ და ბაქ­ტე­რი­ცი­დულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გას­ტრი­ტის (კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბის), გრი­პის, ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, პი­რი­სა და ყე­ლის გა­მო­სავ­ლე­ბად გინ­გი­ვი­ტის, ლა­რინ­გი­ტის, სტო­მა­ტი­ტის დროს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვი სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით გამორჩეული მცენარეა. ამის გამო ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში (ნაყენებისა და ნახარშების სახით), ასევე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.

ცაცხვის ქერქი

შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს და 8 %-მდე ეთერზეთებს. მისი სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია კვერცეტინსა და კემპფეროლთან. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. აღნიშნული სითხეები აძლიერებს ნაღვლის დენას. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

ცაცხვის ყვავილი

ცაცხვის ყვავილს სხვაგვარად “ცაცხვის ფერსაც” უწოდებენ. ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებს როგორც მისგან დამზადებულ ნაყენებს, ასევე ნახარშებს.

ცაცხვის ყვავილები შეიცავს გლიკოზიდ ტალიცინს, C და სხვა ვიტამინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, ეთერზეთებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინს, საპონინებს, ცვილს, გლუკოზას და სხვა შაქრებს, მაკრო და მიკროელემენტებს.

პრეპარატები, რომელთაც ცაცხვის ყვავილისაგან ამზადებენ, გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი (გლიკოზიდ ტილიაცინის ეფექტია) მოქმედებით, კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებით, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება. მათ წარმატებით იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და ბაქტერიციდულ საშუალებებს სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, პირისა და ყელის გამოსავლებად გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს