სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - ბაქოში მომღერლის კონცერტის ჩაშლას მოითხოვენ
სოსო პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - ბაქოში მომღერლის კონცერტის ჩაშლას მოითხოვენ

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლურ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. საქ­მე ეხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში და­გეგ­მილ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს, რო­მელ­შიც სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მაც უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს სუ­ლაც არ სურთ მო­უს­მი­ნონ რუს-ქარ­თველ შემ­სრუ­ლე­ბელს. ამის მი­ზე­ზი კი ისაა, რომ მომ­ღე­რალ­მა სომ­ხეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თა ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის დროს.

საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ემინ აგა­ლა­რო­ვია - მომ­ღე­რა­ლი და ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ილ­ჰამ ალი­ე­ვის ყო­ფი­ლი სიძე და რუ­სე­თის შო­უ­ბიზ­ნეს­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხეა.

ამ დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის რა­მიზ ფა­ტა­ლი­ე­ვის ღია წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ის პავ­ლი­აშ­ვილს მო­უ­წო­დებს, ბა­ქო­ში და­გეგ­მი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­ზე უარი თქვას. რა­მი­ზის თქმით, პავ­ლი­აშ­ვილს, რო­მელ­მაც ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა გა­მარ­თა კონ­ცერ­ტე­ბი სომ­ხეთ­ში ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის დროს, ბა­ქო­ში სიმ­ღე­რის უფ­ლე­ბა არ აქვს.

52 წლის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დრა­მა­ტურ­გის ღია წე­რილს გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ჩემ­ზე არ იდარ­დოთ, უსაქ­მუ­რებს სხვა არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ და რაც უნ­დათ ილა­პა­რა­კონ. ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც 80-ია­ნე­ბის მი­წუ­რულს, ვი­ღაც მა­ხინ­ჯებ­მა (ასე­თე­ბი ყვე­ლა ერში არი­ან) აი­ღეს და­ნე­ბი და ბავ­შვე­ბის და ქა­ლე­ბის და­ჩეხ­ვა და­ი­წყეს. ჩა­ვალ თუ არა ბა­ქო­ში, ამ დრა­მა­ტურგს არ შე­ვე­კი­თხე­ბი, არც ვიცი ვი­ნაა. ახლა ის პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა, ვუ­ლო­ცავ. ბოთ­ლი კო­ნი­ა­კი მა­ინც მა­ჩუ­ქოს ამის­თვის. ჩემ კონ­ცერ­ტზეც ვე­პა­ტი­ჟე­ბი. მე მსოფ­ლიო ადა­მი­ა­ნი ვარ და ადა­მი­ა­ნებ­თან არა მათი ეროვ­ნე­ბის და სარ­წმუ­ნო­ე­ბის, არა­მედ ქცე­ვე­ბის გამო ვმე­გობ­რობ.

ღმერ­თს ჩემ­თვის არ უთ­ქვამს: აჰა ნიჭი, ამათ­თვის იმ­ღე­რე, ამათ­თვის - არაო. თუ ამ მკი­ვან ხალ­ხს სურს ყა­რა­ბა­ღის დაბ­რუ­ნე­ბა, შექ­მნან დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, წა­ვიდ­ნენ და და­იბ­რუ­ნონ. წა­მო­წო­ლი­ლან და ფიქ­რო­ბენ, სოსო ჩა­მო­ვა თუ არაო. მე არა­ვის­თვის წა­მირ­თმე­ვია ყა­რა­ბა­ღი. სა­დაც მე­ლი­ან, იქ წა­ვალ კი­დეც და ვიმ­ღე­რებ. ღა­მით მი­რე­კა­ვენ ბა­ქო­დან და მე­უბ­ნე­ბი­ან, სოსო, შენ სიმ­ღე­რებს ვმღე­რი­თო, მად­ლო­ბა, რომ შენი თავი გვყავ­სო. ბა­ქოს უყ­ვარ­ხა­რო. სომ­ხებ­თან ვმე­გობ­რობ და არა­ვის საქ­მე არაა ეს. ბა­ქო­ში მალე დიდი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გვაქვს. ყვე­ლას ვე­პა­ტი­ჟე­ბი. ვი­საც მოს­ვლა არ სურს, ასი წლის სი­ცო­ცხლეს ვუ­სურ­ვებ" - გა­ნა­ცხა­და პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

2013 წელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ პი­რე­ბის სია, რო­მელ­თაც აეკ­რძა­ლათ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა მს შემ­დეგ, რაც ისი­ნი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვიდ­ნენ. მათ შო­რის იყო სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "შავი სი­ი­დან" ამო­ი­ღეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია life.ru-ს მი­ხედ­ვით

სოსო პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - ბაქოში მომღერლის კონცერტის ჩაშლას მოითხოვენ

სოსო პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - ბაქოში მომღერლის კონცერტის ჩაშლას მოითხოვენ

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ნაციონალურ სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება აზერბაიჯანის დედაქალაქში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს, რომელშიც სოსო პავლიაშვილმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანელებს სულაც არ სურთ მოუსმინონ რუს-ქართველ შემსრულებელს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მომღერალმა სომხეთში კონცერტები გამართა ყარაბაღის კონფლიქტის დროს.

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ემინ აგალაროვია - მომღერალი და ბიზნესმენი, რომელიც ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე და რუსეთის შოუბიზნესში კარგად ცნობილი სახეა.

ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა აზერბაიჯანელი სახალხო არტისტის რამიზ ფატალიევის ღია წერილი, რომელშიც ის პავლიაშვილს მოუწოდებს, ბაქოში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის გამართვაზე უარი თქვას. რამიზის თქმით, პავლიაშვილს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გამართა კონცერტები სომხეთში ყარაბაღის კონფლიქტის დროს, ბაქოში სიმღერის უფლება არ აქვს.

52 წლის სოსო პავლიაშვილი აზერბაიჯანელი დრამატურგის ღია წერილს გამოეხმაურა: "ჩემზე არ იდარდოთ, უსაქმურებს სხვა არაფერი ესაქმებათ და რაც უნდათ ილაპარაკონ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც 80-იანების მიწურულს, ვიღაც მახინჯებმა (ასეთები ყველა ერში არიან) აიღეს დანები და ბავშვების და ქალების დაჩეხვა დაიწყეს. ჩავალ თუ არა ბაქოში, ამ დრამატურგს არ შევეკითხები, არც ვიცი ვინაა. ახლა ის პოპულარული გახდება, ვულოცავ. ბოთლი კონიაკი მაინც მაჩუქოს ამისთვის. ჩემ კონცერტზეც ვეპატიჟები. მე მსოფლიო ადამიანი ვარ და ადამიანებთან არა მათი ეროვნების და სარწმუნოების, არამედ ქცევების გამო ვმეგობრობ.

ღმერთს ჩემთვის არ უთქვამს: აჰა ნიჭი, ამათთვის იმღერე, ამათთვის - არაო. თუ ამ მკივან ხალხს სურს ყარაბაღის დაბრუნება, შექმნან დივერსიული ჯგუფები, წავიდნენ და დაიბრუნონ. წამოწოლილან და ფიქრობენ, სოსო ჩამოვა თუ არაო. მე არავისთვის წამირთმევია ყარაბაღი. სადაც მელიან, იქ წავალ კიდეც და ვიმღერებ. ღამით მირეკავენ ბაქოდან და მეუბნებიან, სოსო, შენ სიმღერებს ვმღერითო, მადლობა, რომ შენი თავი გვყავსო. ბაქოს უყვარხარო. სომხებთან ვმეგობრობ და არავის საქმე არაა ეს. ბაქოში მალე დიდი საქველმოქმედო კონცერტი გვაქვს. ყველას ვეპატიჟები. ვისაც მოსვლა არ სურს, ასი წლის სიცოცხლეს ვუსურვებ" - განაცხადა პავლიაშვილმა.

2013 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ პირების სია, რომელთაც აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მს შემდეგ, რაც ისინი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ შორის იყო სოსო პავლიაშვილიც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე კვირის წინ "შავი სიიდან" ამოიღეს.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები