პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშუალო და მცირე ბიზნესის ბაზარი უარს ამბობს პირატულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლეგალურის სასარგებლოდ
საშუალო და მცირე ბიზნესის ბაზარი უარს ამბობს პირატულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლეგალურის სასარგებლოდ

თბი­ლი­სი, 2016 წლის 18 ოქ­ტომ­ბე­რი - სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნეს­მა და­ი­წყო უა­რის თქმა არა­ლე­გა­ლურ პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რის სა­სარ­გებ­ლოდ. ასე, 2015 წლის ივ­ლი­სი­დან მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის 228 კომ­პა­ნი­ამ უკვე შე­ი­ძი­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, აქე­დან 63-მა გა­ა­ფორ­მა გა­მო­წე­რა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ღრუბ­ლო­ვან კომ­პლექ­ტზე Office 365.

"სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ნიც­დი­ან მავ­ნე პროგ­რა­მე­ბის შე­ტე­ვას ყო­ველ 7 წუთ­ში. ასე­თი შე­ტე­ვის აღ­მო­ფხვრას კი სა­შუ­ა­ლოდ 45 დღემ­დე სჭირ­დე­ბა"- ამ­ბობს ნი­კო­ლოზ დო­ბორჯგი­ნი­ძე, "მა­იქ­რო­სოფთ სა­ქარ­თვე­ლოს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. - ლე­გა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­წინ­და­რია. ის იცავს ფი­ნან­სუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი რის­კე­ბის­გან და იძ­ლე­ვა ბიზ­ნე­სის სან­დო წარ­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, საფრ­თხე­ე­ბი­სა და სა­შიშ­რო­ე­ბე­ბის გა­რე­შე".

არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თო კო­მერ­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 6 წე­ლი­წად­ში შემ­ცირ­და ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტად - 54 მლნ. დო­ლა­რი­დან 2009 წელს 24 მლნ. დო­ლა­რამ­დე 2015-ში. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ვია მე-7 ად­გი­ლი ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში. არა­ლე­გა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თო წილი შემ­ცირ­და 11%-ით - 95%-დან 84%-მდე ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში. ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი მოყ­ვა­ნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის Business Software Alliance-ის ბოლო ან­გა­რიშ­ში.

"ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და დაც­ვა - ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პია, - ამა­ტებს ბა­ტო­ნი დო­ბორჯგი­ნი­ძე. - ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს­მით არა მხო­ლოდ ბაზ­რის მსხვილ მო­თა­მა­შე­ებს, არა­მედ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ბა­ზარ­საც. ამ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბა - ამ მო­მენ­ტში ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტია."

2016 წლის აპ­რილ­ში "მა­იქ­რო­სოფთ სა­ქარ­თვე­ლო"-მ ჩა­ა­ტა­რა სე­მი­ნა­რი, რო­მე­ლიც მი­ე­ძღვნა პრო­დუქტს Office 365, რაც წარ­მო­ად­გენს ღრუბ­ლო­ვა­ნი პლათ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გზას. გა­მო­წე­რა იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ად­ვი­ლად და­ვიც­ვათ სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბი და ეხ­მა­რე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას. ღრუბ­ლო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა გთა­ვა­ზობთ Office-ის ნაც­ნობ სა­მა­გი­დო პროგ­რა­მებს, რომ­ლე­ბიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ერ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ებს ეძ­ლე­ვათ წვდო­მა შემ­დეგ პრო­დუქ­ტებ­ზე: Exchange Online, Skype for Business და OneDrive for Business.

ამა წლის თე­ბერ­ვალ­ში "მა­იქ­რო­სოფთ სა­ქარ­თვე­ლო"-მ აგ­რეთ­ვე ჩა­ა­ტა­რა ღო­ნის­ძი­ე­ბა აუ­დი­ტო­რე­ბის­თვის, სა­დაც მათ გა­აც­ნო პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის პროგ­რა­მა (SAM, Software Asset Management). კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ნერ­გა­ვენ SAM-ს, აქვთ სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, თუ რა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა და­ყე­ნე­ბუ­ლი მათ ქსელ­ში და არის თუ არა ის კა­ნო­ნი­ე­რი. ასე კომ­პა­ნი­ებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ახ­დი­ნონ პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­მო­ყე­ნე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია თა­ვი­ან­თი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

R

საშუალო და მცირე ბიზნესის ბაზარი უარს ამბობს პირატულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლეგალურის სასარგებლოდ

საშუალო და მცირე ბიზნესის ბაზარი უარს ამბობს პირატულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლეგალურის სასარგებლოდ

თბილისი, 2016 წლის 18 ოქტომბერი - საშუალო და მცირე ბიზნესმა დაიწყო უარის თქმა არალეგალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ოფიციალურის სასარგებლოდ. ასე, 2015 წლის ივლისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის 228 კომპანიამ უკვე შეიძინა ოფიციალური პროდუქტები, აქედან 63-მა გააფორმა გამოწერა ინსტრუმენტების ღრუბლოვან კომპლექტზე Office 365.

"სტატისტიკის მიხედვით, კომპანიები განიცდიან მავნე პროგრამების შეტევას ყოველ 7 წუთში. ასეთი შეტევის აღმოფხვრას კი საშუალოდ 45 დღემდე სჭირდება"- ამბობს ნიკოლოზ დობორჯგინიძე, "მაიქროსოფთ საქართველოს" გენერალური დირექტორი. - ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფა - ნებისმიერი კომპანიის ან ორგანიზაციის უსაფრთხოების საწინდარია. ის იცავს ფინანსური და რეპუტაციული რისკებისგან და იძლევა ბიზნესის სანდო წარმართვის შესაძლებლობას, საფრთხეებისა და საშიშროებების გარეშე".

არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის საერთო კომერციული ღირებულება საქართველოში ბოლო 6 წელიწადში შემცირდა ნახევარზე მეტად - 54 მლნ. დოლარიდან 2009 წელს 24 მლნ. დოლარამდე 2015-ში. ამ მაჩვენებლით საქართველოს უკავია მე-7 ადგილი ევროპის ცენტრალურ-აღმოსავლეთ რეგიონში. არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის საერთო წილი შემცირდა 11%-ით - 95%-დან 84%-მდე ანალოგიურ პერიოდში. ასეთი მონაცემები მოყვანილია საერთაშორისო ასოციაციის Business Software Alliance-ის ბოლო ანგარიშში.

"ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა და დაცვა - ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, - ამატებს ბატონი დობორჯგინიძე. - ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოში ამის მნიშვნელობა ესმით არა მხოლოდ ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარსაც. ამ კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციაში დახმარება - ამ მომენტში ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია."

2016 წლის აპრილში "მაიქროსოფთ საქართველო"-მ ჩაატარა სემინარი, რომელიც მიეძღვნა პროდუქტს Office 365, რაც წარმოადგენს ღრუბლოვანი პლათფორმის დახმარებით პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციის გზას. გამოწერა იძლევა შესაძლებლობას ადვილად დავიცვათ სამართლებრივი ნორმები და ეხმარება კომპანიების თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებაში ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ღრუბლოვანი მომსახურება გთავაზობთ Office-ის ნაცნობ სამაგიდო პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ მოწყობილობაზე. გარდა ამისა, კომპანიებს ეძლევათ წვდომა შემდეგ პროდუქტებზე: Exchange Online, Skype for Business და OneDrive for Business.

ამა წლის თებერვალში "მაიქროსოფთ საქართველო"-მ აგრეთვე ჩაატარა ღონისძიება აუდიტორებისთვის, სადაც მათ გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვის პროგრამა (SAM, Software Asset Management). კომპანიებს, რომლებიც აქტიურად ნერგავენ SAM-ს, აქვთ სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რა პროგრამული უზრუნველყოფაა დაყენებული მათ ქსელში და არის თუ არა ის კანონიერი. ასე კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ოპტიმიზაცია თავიანთი მოთხოვნილებების შესაბამისად.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი