პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოდის, რომ შარშან გადავრჩენილვარ აქანდაზს და ნაგავში გადაგდებას" - რატომ აღარ იქნებიან "ნიჭიერის" ჟიურიში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა
"გამოდის, რომ შარშან გადავრჩენილვარ აქანდაზს და ნაგავში გადაგდებას" - რატომ აღარ იქნებიან "ნიჭიერის" ჟიურიში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში მალე "ნი­ჭი­ე­რის" ახა­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბია. პრო­ექ­ტში წელს აღარ იქ­ნე­ბი­ან "ნი­ჭი­ე­რის" უც­ვლე­ლი ჟი­უ­რის წევ­რი ია ფა­რუ­ლა­ვა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას, წელს მა­ყუ­რე­ბე­ლი "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლეს მაკა ჩი­ჩუ­ას და ჟურ­ნა­ლისტ ზა­ლი­კო უდუ­მაშ­ვილს იხი­ლავს. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ასე­ვე ნიკა გვა­რა­მია და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, რა­ტომ აღარ არი­ან ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და ია ფა­რუ­ლა­ვა Ambebi.ge ჟი­უ­რის ყო­ფილ წევ­რებს და­უ­კავ­შირ­და.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: ჟი­უ­რი თუ არ შე­იც­ვა­ლა, პრო­ექ­ტი და­ი­ძი­ნებს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მაკა ჩი­ჩუ­ას ნახ­ვა და ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და.

- თქვე­ნი სურ­ვი­ლით აღარ იქ­ნე­ბით "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში?

- მე არც შარ­შან ვე­ლო­დი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და როცა და­მი­რე­კეს გა­მიკ­ვირ­და. თუ გა­დავ­ხე­დავთ "ნი­ჭი­ე­რის" ის­ტო­რი­ას, ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჟი­უ­რი უნდა შე­იც­ვა­ლოს. შარ­შა­ნაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მაკა ჩი­ჩუა, მაგ­რამ ბოლო წუ­თას თქვა უარი და რო­გორც ჩანს, წელს და­თან­ხმდა.

"ნი­ჭი­ე­რის" უც­ვლე­ლი ჟი­უ­რი იყო მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა, თუმ­ცა ამ სე­ზონ­ზე ის პრო­ექ­ტში აღარ იქ­ნე­ბა.

ია ფა­რუ­ლა­ვა: არ მი­ნა­ხავს ჟი­უ­რის ახა­ლი შე­მად­გე­ლო­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და ნა­ნუ­კა რომ არ იქ­ნე­ბო­და ჟი­უ­რი­ში. ვინ არის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა?

- მაკა ჩი­ჩუა, ზა­ლი­კო უდუ­მაშ­ვი­ლი, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი და ნიკა გვა­რა­მია...

- მა­გა­რი სას­ტა­ვია, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი რე­ი­ტინ­გუ­ლია... რუს­კამ და­ამ­ტკი­ცა, რომ შოუს ქმნის, ზა­ა­ლი ბრწყინ­ვა­ლეა თა­ვის საქ­მე­ში და ნიკა თა­ვის­თა­ვად... მაკა ჩი­ჩუა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- "ნი­ჭი­ე­რი" ია ფა­რუ­ლა­ვას გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თქვე­ნი სურ­ვი­ლით თქვით უარი?

- ასე ნუ იტყვით. ბო­ლოს, რო­დე­საც "ვა­ნოს შო­უ­ში" ვი­ყა­ვი ვთქვი, რომ ამ პრო­ექ­ტში თავი ამოვ­წუ­რე. ამე­რი­კულ და ბრი­ტა­ნულ "ნი­ჭი­ერ­ში" ჟი­უ­რი უც­ვლე­ლია, მაგ­რამ იქ სხვა კონ­ტრაქ­ტე­ბია და მა­ყუ­რე­ბე­ლიც არ ითხოვს მათ შეც­ვლას. ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი კი ამ მხრივ გა­თა­მა­მე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა შოუს პრო­დუ­სე­რებს და რე­ჟი­სო­რებს, ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და ზე­მოთ წავა რე­ი­ტინ­გე­ბი.

- - რო­გორც ვი­ცით, შარ­შან თქვენს ად­გილ­ზე მაკა ჩი­ჩუ­ას კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში, თქვენ გქონ­დათ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია?

- ეს ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო. ახლა გა­მო­დის, შარ­შან "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში რომ ვი­ჯე­ქი, ნა­ხევ­რად აქან­დაზ­ზეც ვი­ჯე­ქი (იცი­ნის). გა­დავ­რჩე­ნილ­ვარ აქან­დაზს და ნა­გავ­ში გა­დაგ­დე­ბას. არა უშავს, მა­ინც კარ­გი სე­ზო­ნი იყო ჩემ­თვის.

- სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჟი­უ­რის ეს შე­მად­გენ­ლო­ბა?

- ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი სა­დაც ცრემ­ლე­ბი მოგ­ვად­გე­ბა, რუს­კა კო­მე­დი­ურ ხაზს გა­ა­ტა­რებს, ზა­ლი­კო ნე­იტ­რა­ლუ­რი და ნიკა ენაშ­ხა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ახლა გა­მახ­სენ­და, მე და მაკა ჩი­ჩუა ბავ­შვო­ბა­ში მე­ზობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. 1989 წელს, მიმ­ყავ­და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა "პუნ­ქტუმ კონ­ტრა პუნ­ქტუ­მი". რო­დე­საც და­ვი­ღა­ლე და მომ­ბეზ­რდა ამ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა, და­ი­წყეს ფიქ­რი თუ ვინ ჩა­მა­ნაც­ვლებ­და და მაკა ჩი­ჩუა მი­ვიყ­ვა­ნე ჩემს ნაც­ვლად. შემ­დეგ იყო ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძის ფილ­მი, სა­დაც თა­მა­მი სცე­ნე­ბის გამო უარი ვთქვი როლ­ზე და მაკა ჩი­ჩუა გა­და­ი­ღეს. ალ­ბათ ახ­ლაც დამ­თხვე­ვა მოხ­და. თუ მაკა ჩი­ჩუ­ამ ჩა­ა­ნაც­ვლა ია ფა­რუ­ლა­ვა, ამას მე მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"გამოდის, რომ შარშან გადავრჩენილვარ აქანდაზს და ნაგავში გადაგდებას" - რატომ აღარ იქნებიან "ნიჭიერის" ჟიურიში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა

"გამოდის, რომ შარშან გადავრჩენილვარ აქანდაზს და ნაგავში გადაგდებას" - რატომ აღარ იქნებიან "ნიჭიერის" ჟიურიში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მალე "ნიჭიერის" ახალი სეზონი დაიწყება. ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებებია. პროექტში წელს აღარ იქნებიან "ნიჭიერის" უცვლელი ჟიურის წევრი ია ფარულავა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რეჟისორი ლევან წულაძე. რაც შეეხება ახალ შემადგენლობას, წელს მაყურებელი "ნიჭიერის" ჟიურიში პრეზიდენტის მეუღლეს მაკა ჩიჩუას და ჟურნალისტ ზალიკო უდუმაშვილს იხილავს. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ასევე ნიკა გვარამია და რუსკა მაყაშვილი.

იმის გასარკვევად, რატომ აღარ არიან ჟიურის შემადგენლობაში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა Ambebi.ge ჟიურის ყოფილ წევრებს დაუკავშირდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჟიური თუ არ შეიცვალა, პროექტი დაიძინებს. ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო მაკა ჩიჩუას ნახვა და ძალიან გამეხარდა.

- თქვენი სურვილით აღარ იქნებით "ნიჭიერის" ჟიურიში?

- მე არც შარშან ველოდი შემოთავაზებას და როცა დამირეკეს გამიკვირდა. თუ გადავხედავთ "ნიჭიერის" ისტორიას, ორ წელიწადში ერთხელ ჟიური უნდა შეიცვალოს. შარშანაც განიხილებოდა მაკა ჩიჩუა, მაგრამ ბოლო წუთას თქვა უარი და როგორც ჩანს, წელს დათანხმდა.

"ნიჭიერის" უცვლელი ჟიური იყო მსახიობი ია ფარულავა, თუმცა ამ სეზონზე ის პროექტში აღარ იქნება.

ია ფარულავა: არ მინახავს ჟიურის ახალი შემადგელობა. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა ნანუკა რომ არ იქნებოდა ჟიურიში. ვინ არის ახალი შემადგენლობა?

- მაკა ჩიჩუა, ზალიკო უდუმაშვილი, რუსკა მაყაშვილი და ნიკა გვარამია...

- მაგარი სასტავია, თითოეული ადამიანი რეიტინგულია... რუსკამ დაამტკიცა, რომ შოუს ქმნის, ზაალი ბრწყინვალეა თავის საქმეში და ნიკა თავისთავად... მაკა ჩიჩუა საინტერესო იქნება.

- "ნიჭიერი" ია ფარულავას გარეშე წარმოუდგენელია, თქვენი სურვილით თქვით უარი?

- ასე ნუ იტყვით. ბოლოს, როდესაც "ვანოს შოუში" ვიყავი ვთქვი, რომ ამ პროექტში თავი ამოვწურე. ამერიკულ და ბრიტანულ "ნიჭიერში" ჟიური უცვლელია, მაგრამ იქ სხვა კონტრაქტებია და მაყურებელიც არ ითხოვს მათ შეცვლას. ჩვენი მაყურებელი კი ამ მხრივ გათამამებულია. რაც შეეხება შოუს პროდუსერებს და რეჟისორებს, ისინი პროფესიონალები არიან და ზემოთ წავა რეიტინგები.

- - როგორც ვიცით, შარშან თქვენს ადგილზე მაკა ჩიჩუას კანდიდატურა განიხილებოდა "ნიჭიერის" ჟიურიში, თქვენ გქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია?

- ეს ჩემთვის ცნობილი არ იყო. ახლა გამოდის, შარშან "ნიჭიერის" ჟიურიში რომ ვიჯექი, ნახევრად აქანდაზზეც ვიჯექი (იცინის). გადავრჩენილვარ აქანდაზს და ნაგავში გადაგდებას. არა უშავს, მაინც კარგი სეზონი იყო ჩემთვის.

- საინტერესო იქნება ჟიურის ეს შემადგენლობა?

- ჩემთვის საინტერესო იქნება. იქნება რამდენიმე ეპიზოდი სადაც ცრემლები მოგვადგება, რუსკა კომედიურ ხაზს გაატარებს, ზალიკო ნეიტრალური და ნიკა ენაშხამიანი იქნება. ახლა გამახსენდა, მე და მაკა ჩიჩუა ბავშვობაში მეზობლები ვიყავით. 1989 წელს, მიმყავდა მუსიკალური გადაცემა "პუნქტუმ კონტრა პუნქტუმი". როდესაც დავიღალე და მომბეზრდა ამ გადაცემის წაყვანა, დაიწყეს ფიქრი თუ ვინ ჩამანაცვლებდა და მაკა ჩიჩუა მივიყვანე ჩემს ნაცვლად. შემდეგ იყო ლევან თუთბერიძის ფილმი, სადაც თამამი სცენების გამო უარი ვთქვი როლზე და მაკა ჩიჩუა გადაიღეს. ალბათ ახლაც დამთხვევა მოხდა. თუ მაკა ჩიჩუამ ჩაანაცვლა ია ფარულავა, ამას მე მხოლოდ მივესალმები.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი