თურქეთის ქალაქ ანტალიაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, აფეთქება პორტის ტერიტორიაზე, ანტალია-ქემერის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალთან მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ძალები და სასწრაფო დახმარების მანქანები.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სააგენტო "დოგანი" წერს, პორტის ტერიტორიაზე ორი რაკეტის გაშვება განხორციელდა.