პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის მოადგილე - შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე
შს მინისტრის მოადგილე - შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე

შსს-ს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­სუ­ლია მუ­შა­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მი ხელს არ უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს აქ­ტი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, შს მი­ნის­ტრმა გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა "სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ". სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით, რომ­ლი­თაც დად­გე­ნი­ლია მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით გა­მო­ა­ცხა­დოს მუ­შა­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი.

"მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, შსს-ს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­სუ­ლია მუ­შა­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ხდე­ბა ხოლ­მე არ­ჩევ­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა არ­ჩევ­ნე­ბის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ყვე­ლა ჩვე­ნი რე­სურ­სი იყოს სა­თა­ნა­დოდ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ეს ბრძა­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის­თვის და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის. ამ ბრძა­ნე­ბა­ში­ვეა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ტო­ვონ თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, რომ წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კით თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვი­სუფ­ლად მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ არ­ჩევ­ნებ­ში. აქვე ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ შსს-ს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია თა­ვის არ­ჩე­ვან­ში და ვინც რა უნდა თქვას, პო­ლი­ცია დღე­ის­თვის არის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი და ჩვენ ამ სტან­დარტს ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

შს მინისტრის მოადგილე - შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე

შს მინისტრის მოადგილე - შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე

შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნული რეჟიმი ხელს არ უშლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება "სამინისტროს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ". სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობები გათვალისწინებულია "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით, რომლითაც დადგენილია მინისტრის უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით გამოაცხადოს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი.

"მინისტრის ბრძანებით, შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რათა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ყველა ჩვენი რესურსი იყოს სათანადოდ მობილიზებული. ეს ბრძანება ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის და დაინტერესებული პირისთვის. ამ ბრძანებაშივეა მითითებული, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ყველა ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი თავისუფალია თავის არჩევანში და ვინც რა უნდა თქვას, პოლიცია დღეისთვის არის დეპოლიტიზებული და ჩვენ ამ სტანდარტს ძალიან ვუფრთხილდებით", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."