საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
საფენის დერმატიტი
საფენის დერმატიტი

სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტი ჩვი­ლე­ბი­სა და ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვთა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა კა­ნის სა­ფენ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი მი­და­მო­ე­ბის: დუნ­დუ­ლო­ე­ბის, ბოქ­ვე­ნის, გე­ნი­ტა­ლი­ე­ბი­სა და ბარ­ძა­ყის შიდა პრო­ქ­სი­მა­ლუ­რი ზე­და­პი­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით. და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბის ასა­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სიხ­ში­რე­ზე, ხა­რისხზე, პირ­ვე­ლად ტუ­ა­ლეტ­ზე, ჰი­გი­ე­ნა­სა და ბავ­შვის აღ­ზრდის ეთ­ნი­კურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე. სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტი გვხვდე­ბა ბავ­შვთა პო­პუ­ლა­ცი­ის 15-20 %-ში.

ლო­კა­ლუ­რად კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბია: და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლე­ბის ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბა, ხა­ხუ­ნი, მა­ცე­რა­ცია, მა­ღა­ლი ph გა­რე­მო და ახალ­შო­ბი­ლებ­ში გა­ნავ­ლის მა­ღა­ლი ფერ­მენ­ტუ­ლი აქ­ტი­ო­ბა. სა­ფენ­ში შარ­დი­სა და გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით იზ­რდე­ბა ტე­ნი­ა­ნო­ბა, იმა­ტებს ოკ­ლუ­ზი­უ­რი ეფექ­ტი, რაც შე­სა­ბა­მი­სად იწ­ვევს კა­ნის მა­ცე­რა­ცი­ა­სა და ეპი­დერ­მი­სის რქო­ვა­ნა შრის და­ზი­ა­ნე­ბას . იზ­რდე­ბა ქი­მი­უ­რი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი­სა და მიკ­რო­ბუ­ლი აგენ­ტე­ბის შეღ­წე­ვა­დო­ბა. ფე­კა­ლუ­რი ბაქ­ტე­რია გა­მო­ყოფს ფერ­მენტ ურე­ა­ზას და შარ­დთან ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შემ­დეგ სა­ფე­ნის ქვეშ ხდე­ბა ph-ის დო­ნის მა­ტე­ბა. გა­ნავ­ლო­ვა­ნი ფერ­მენ­ტე­ბის (პრო­ტე­ა­ზა და ლი­პა­ზა) აქ­ტი­ო­ბით იც­ვლე­ბა კა­ნის მიკ­რო­ბი­ო­ტა, რაც ან­თე­ბით და­ზი­ა­ნე­ბულ მი­და­მო­ებ­ზე იწ­ვევს ეპი­დერ­მის­სა და გა­ნა­ვალ­ში არ­სე­ბუ­ლი მიკ­რო­ბე­ბის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ას (St. aureus, Str. pyogenes, Candida albicans).

რისკ ფაქ­ტო­რე­ბი

• ჩვი­ლებ­ში ფუნ­ქცი­უ­რი დი­ა­რეა კა­ნის მუდ­მი­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გამო ლო­კა­ლუ­რად ზრდის სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

• ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე მყოფ ბავ­შვებს სა­ფენ­თან კონ­ტაქ­ტურ უბ­ნებ­ში უფრო მა­ღა­ლი ph-ს დონე აქვთ

• ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­მო­ყე­ნე­ბა.

კლა­სი­ფი­კა­ცია

• მსუ­ბუ­ქი- ცალ­კე­უ­ლი ერი­თე­მა­ტო­ზუ­რი პა­პუ­ლე­ბი ან მსუ­ბუ­ქი ასიმპტო­მუ­რი ერი­თე­მა კა­ნის ზე­და­პი­რის მცი­რე უბ­ნებ­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი მა­ცე­რა­ცი­ი­თა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბით.

• სა­შუ­ა­ლო- უფრო ფარ­თო ერი­თე­მა, მა­ცე­რა­ცი­ი­თა და ზე­და­პი­რუ­ლი ერო­ზი­ე­ბით.

• მძი­მე -სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტი ხა­სი­ათ­დე­ბა დიდი ატრო­ფი­უ­ლი ერი­თე­მით, მტკივ­ნე­უ­ლი ერო­ზი­ე­ბით, პა­პუ­ლე­ბი­თა და კვან­ძე­ბით.

სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტის შე­სა­ფა­სებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ანამ­ნე­ზუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი:

• ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი (მაგ .დი­ა­რეა და მისი ხან­გრძლი­ო­ბა)

• სის­ტე­მუ­რი სიმპტო­მე­ბი

• ინ­ფორ­მა­ცია სა­ფე­ნის შე­სა­ხებ : რო­გორ და რამ­დე­ნად ხში­რად იც­ვლე­ბა სა­ფე­ნი, სა­ფე­ნის სა­ხე­ო­ბა.

• ინ­ფორ­მა­ცია თუ რო­გო­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იწ­მინ­დე­ბა სა­ფე­ნის­ქვე­შა მი­და­მო (სა­პო­ნი, სვე­ლი საწ­მენ­დე­ბი, ხელ­სა­ხო­ცი და სხვა)

• გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­თან კონ­ტაქ­ტი (მაგ. მუნი, მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სი)

• ანამ­ნეზ­ში დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი, ალერ­გი­უ­ლი ან ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა.

• ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი (მაგ. ფსო­რი­ა­ზი, ატო­პია)

• ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი

• ტოქ­სი­უ­რი ნი­ვი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (ბო­რის მჟა­ვა, ქა­ფუ­რი, სა­ლი­ცი­ლა­ტე­ბი, სოდა)

სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სათ­ვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, თუმ­ცა გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი და მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ი­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­როს:

• კა­ლი­უ­მის ჰიდ­რო­ქ­სი­დით პრე­პა­რი­რე­ბა სო­კოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სათ­ვის

• მუ­ნის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სათ­ვის მი­ნე­რა­ლუ­რი ზე­თე­ბით მიკ­როს­კო­პუ­ლი პრე­პა­რი­რე­ბა .

• და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა

მარ­თვა

სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტის მარ­თვა მო­ი­ცავს კა­ნის მოვ­ლის ზო­გად პრინ­ცი­პებს:

• სა­ფე­ნის ხში­რი ცვლა (6-8ჯერ დღე­ში ),

• ჰა­ე­რი­სა და მზის აბა­ზა­ნე­ბი,

• კა­ნის ნაზი გა­სუფ­თა­ვე­ბა,

• სა­ფე­ნის სწო­რი და ზუს­ტი ზო­მე­ბით შერ­ჩე­ვა.

• D3 ვი­ტა­მი­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა

• უალ­კოჰო­ლო და არა­პარ­ფი­უმ შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა შე­წყდეს მათი გა­მო­ყე­ნე­ბა).

სა­ფე­ნის მი­და­მო უნდა გა­სუფ­თავ­დეს თბი­ლი წყლი­თა და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი PH-ის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

ბავ­შვის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ფე­ნის არ­ჩე­ვა­ნი სა­დაო სა­კი­თხია. ადსორ­ბი­რე­ბა­დი გე­ლის შემ­ცვე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ არ­სე­ბობს კვლე­ვა , რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს , რომ სა­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ან სა­ხე­ო­ბა და­ი­ცავს ბავ­შვს სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტი­სა­გან.

ას­პი­რა­ცი­ის მა­ღა­ლი რის­კის გამო არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სი­მინ­დის ან ტალ­კის პუდ­რა. ტოქ­სი­უ­რო­ბი­სა და მე­თ­ჰე­მოგ­ლო­ბი­ნე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გამო, უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ ბო­რის მჟა­ვას, ქა­ფუ­რის, ფე­ნო­ლის, ბენ­ზო­კა­ი­ნის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი .

ად­გი­ლობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბა­რი­ე­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი და რე­პა­რან­ტე­ბი, სამ­კურ­ნალ­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ პრო­ტე­ა­ზუ­ლი ფერ­მენ­ტე­ბის ინ­ჰი­ბი­ტო­რებს.

ბაქ­ტე­რი­უ­ლი, სო­კო­ვა­ნი ან ალერ­გი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მი პე­დი­ატ­რის ან დერ­მა­ტო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია.

სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კრე­მი "Diapo-Care". ეს არის ინო­ვა­ცი­უ­რი ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ბუ­ნებ­რივ პრო­ტე­ა­ზუ­ლი ფერ­მენ­ტე­ბის ინ­ჰი­ბი­ტო­რებს.აქ­ვე­ი­თებს და ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ნორ­მას უნარ­ჩუ­ნებს ph გა­რე­მოს. მისი გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია სა­ფე­ნის ყო­ვე­ლი გა­მოც­ვლის დროს.

მას გა­აჩ­ნია ორ­მა­გი მოქ­მე­დე­ბა:

• პრო­ტე­ა­ზე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი ხელს უშ­ლი­ან სა­ფე­ნის დერ­მა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას

• დექ­სპან­თე­ნო­ლი კანს უნარ­ჩუ­ნებს ტე­ნი­ა­ნო­ბა­სა და სი­ნა­ზეს.

კრე­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არა­ტოქ­სი­უ­რი და ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლია.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი:

ექი­მი პე­დი­ატ­რი – თე­მურ მი­ქე­ლა­ძე

პე­დი­ატრ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი – ვი­ტა­ლი ხა­რაშ­ვი­ლი

R

საფენის დერმატიტი

საფენის დერმატიტი

საფენის დერმატიტი ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა, რომელიც ვლინდება კანის საფენთან კონტაქტში მყოფი მიდამოების: დუნდულოების, ბოქვენის, გენიტალიებისა და ბარძაყის შიდა პროქსიმალური ზედაპირების დაზიანებით. დაავადების დაწყების ასაკი დამოკიდებულია საფენის გამოყენების სიხშირეზე, ხარისხზე, პირველად ტუალეტზე, ჰიგიენასა და ბავშვის აღზრდის ეთნიკურ თავისებურებებზე. საფენის დერმატიტი გვხვდება ბავშვთა პოპულაციის 15-20 %-ში.

ლოკალურად კანის დაზიანების მიზეზებია: დამატენიანებლების ჭარბად მოხმარება, ხახუნი, მაცერაცია, მაღალი ph გარემო და ახალშობილებში განავლის მაღალი ფერმენტული აქტიობა. საფენში შარდისა და განავლოვანი მასების ერთობლიობით იზრდება ტენიანობა, იმატებს ოკლუზიური ეფექტი, რაც შესაბამისად იწვევს კანის მაცერაციასა და ეპიდერმისის რქოვანა შრის დაზიანებას . იზრდება ქიმიური გამღიზიანებლებისა და მიკრობული აგენტების შეღწევადობა. ფეკალური ბაქტერია გამოყოფს ფერმენტ ურეაზას და შარდთან ურთიერთქმედების შემდეგ საფენის ქვეშ ხდება ph-ის დონის მატება. განავლოვანი ფერმენტების (პროტეაზა და ლიპაზა) აქტიობით იცვლება კანის მიკრობიოტა, რაც ანთებით დაზიანებულ მიდამოებზე იწვევს ეპიდერმისსა და განავალში არსებული მიკრობების კოლონიზაციას (St. aureus, Str. pyogenes, Candida albicans).

რისკ ფაქტორები

• ჩვილებში ფუნქციური დიარეა კანის მუდმივი გაღიზიანების გამო ლოკალურად ზრდის საფენის დერმატიტის განვითარების რისკს.

• ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს საფენთან კონტაქტურ უბნებში უფრო მაღალი ph-ს დონე აქვთ

• ანტიბიოტიკების არარაციონალური და ხანგრძლივი დროით გამოყენება.

კლასიფიკაცია

• მსუბუქი- ცალკეული ერითემატოზური პაპულები ან მსუბუქი ასიმპტომური ერითემა კანის ზედაპირის მცირე უბნებზე, მინიმალური მაცერაციითა და დაზიანებებით.

• საშუალო- უფრო ფართო ერითემა, მაცერაციითა და ზედაპირული ეროზიებით.

• მძიმე -საფენის დერმატიტი ხასიათდება დიდი ატროფიული ერითემით, მტკივნეული ეროზიებით, პაპულებითა და კვანძებით.

საფენის დერმატიტის შესაფასებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ ანამნეზური მონაცემები:

• ასოცირებული სიმპტომები (მაგ .დიარეა და მისი ხანგრძლიობა)

• სისტემური სიმპტომები

• ინფორმაცია საფენის შესახებ : როგორ და რამდენად ხშირად იცვლება საფენი, საფენის სახეობა.

• ინფორმაცია თუ როგორი ჰიგიენური საშუალებებით იწმინდება საფენისქვეშა მიდამო (საპონი, სველი საწმენდები, ხელსახოცი და სხვა)

• გადამდებ დაავადებებთან კონტაქტი (მაგ. მუნი, მარტივი ჰერპესი)

• ანამნეზში დერმატოლოგიური, ალერგიული ან ინფექციური დაავადებების არსებობა.

• ოჯახური ანამნეზი (მაგ. ფსორიაზი, ატოპია)

• ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები

• ტოქსიური ნივიერებების გამოყენება (ბორის მჟავა, ქაფური, სალიცილატები, სოდა)

საფენის დერმატიტის დიაგნოსტირებისათვის არ არის აუცილებელი ლაბორატორიული კვლევები, თუმცა გახანგრძლივებული და მძიმე მიმდინარეიბისას შეიძლება დაგვეხმაროს:

• კალიუმის ჰიდროქსიდით პრეპარირება სოკოს დიაგნოსტირებისათვის

• მუნის დიაგნოსტირებისათვის მინერალური ზეთებით მიკროსკოპული პრეპარირება .

• დაზიანებული კანის ვირუსოლოგიური კვლევა

მართვა

საფენის დერმატიტის მართვა მოიცავს კანის მოვლის ზოგად პრინციპებს:

• საფენის ხშირი ცვლა (6-8ჯერ დღეში ),

• ჰაერისა და მზის აბაზანები,

• კანის ნაზი გასუფთავება,

• საფენის სწორი და ზუსტი ზომებით შერჩევა.

• D3 ვიტამინის რეგულარული მიღება

• უალკოჰოლო და არაპარფიუმ შემცველი საშუალებების გამოყენება (კანის გაღიზიანების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მათი გამოყენება).

საფენის მიდამო უნდა გასუფთავდეს თბილი წყლითა და ფიზიოლოგიური PH-ის შემცველი საშუალებებით.

ბავშვისთვის საუკეთესო საფენის არჩევანი სადაო საკითხია. ადსორბირებადი გელის შემცველობის მიუხედავად არ არსებობს კვლევა , რომელიც დაადასტურებს , რომ საფენის გამოყენება ან სახეობა დაიცავს ბავშვს საფენის დერმატიტისაგან.

ასპირაციის მაღალი რისკის გამო არ გამოიყენება სიმინდის ან ტალკის პუდრა. ტოქსიურობისა და მეთჰემოგლობინემიის განვითარების გამო, უნდა გამოვრიცხოთ ბორის მჟავას, ქაფურის, ფენოლის, ბენზოკაინის შემცველი საშუალებები .

ადგილობრივად გამოიყენება ბარიერული პრეპარატები და რეპარანტები, სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ პროტეაზული ფერმენტების ინჰიბიტორებს.

ბაქტერიული, სოკოვანი ან ალერგიული გართულებების შემთხვევაში აუცილებელია ექიმი პედიატრის ან დერმატოლოგის კონსულტაცია.

საფენის დერმატიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, გამოიყენება კრემი ,,Diapo-Care''. ეს არის ინოვაციური ფორმულა, რომელიც შეიცავს ბუნებრივ პროტეაზული ფერმენტების ინჰიბიტორებს.აქვეითებს და ფიზიოლოგიურ ნორმას უნარჩუნებს ph გარემოს. მისი გამოყენება რეკომენდირებულია საფენის ყოველი გამოცვლის დროს.

მას გააჩნია ორმაგი მოქმედება:

• პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები ხელს უშლიან საფენის დერმატიტის განვითარებას

• დექსპანთენოლი კანს უნარჩუნებს ტენიანობასა და სინაზეს.

კრემის შემადგენელი ნივთიერებები არატოქსიური და ჰიპოალერგიულია.

სტატიის ავტორები:

ექიმი პედიატრი – თემურ მიქელაძე

პედიატრ ინფექციონისტი – ვიტალი ხარაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი