პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის - "ქართველები" პრეზენტაცია გაიმართება
წიგნის - "ქართველები" პრეზენტაცია გაიმართება

4 ოქ­ტომ­ბერს, 18:30 სა­ათ­ზე მწე­რალ­თა სახ­ლში (ივ. მა­ჩაბ­ლის №13) გა­ი­მარ­თე­ბა წიგ­ნის "ქარ­თვე­ლე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თველ­თა კულ­ტუ­რი­სა და ეთ­ნო­სის შე­სა­ხებ" პრე­ზენ­ტა­ცია. ნაშ­რო­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და "ის­ტო­რი­ის, ეთ­ნო­ლო­გი­ის, რე­ლი­გი­ის შეს­წავ­ლი­სა და პრო­პა­გან­დის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის" მიერ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეს­წრე­ბი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტო­რე­ბი­დან. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე­ვე მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ეთ­ნი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რია, წე­რი­ლო­ბი­თი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა, მე­ურ­ნე­ო­ბა, რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, ქარ­თველ­თა დი­ას­პო­რე­ბი, - ეს იმ თე­მა­თა მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც ნაშ­რო­მი აერ­თი­ა­ნებს.

მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში უხ­ვა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მკლე­ვარ­თა მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა; ასა­ხუ­ლია ფო­ტო­ე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის", "ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის", "სა­ქარ­თვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დი­სა" და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფონ­დე­ბი­დან.

მო­ნოგ­რა­ფია გა­მო­ი­ცა პრო­ექ­ტის, "სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის 2 ათე­უ­ლის ფარ­გლებ­ში". სა­ღა­მო ეძღვნე­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც წიგნს წა­რად­გე­ნენ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. დარ­ბაზ­ში გა­მო­ი­ფი­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის ნი­მუ­შე­ბი, მო­ე­წყო­ბა გოგა ჩა­ნა­დი­რის, ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ას, გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია: https://www.facebook.com/events/155663368221801/

წიგნის - "ქართველები" პრეზენტაცია გაიმართება

წიგნის - "ქართველები" პრეზენტაცია გაიმართება

4 ოქტომბერს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის №13) გაიმართება წიგნის "ქართველები - ყველაფერი ქართველთა კულტურისა და ეთნოსის შესახებ" პრეზენტაცია. ნაშრომი წლების განმავლობაში იქმნებოდა "ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის" მიერ.

პრეზენტაციას დაესწრებიან ოფიციალური პირები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტორებიდან. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი არიან ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები.

ეთნიკური და პოლიტიკური ისტორია, წერილობითი და მატერიალური კულტურა, მეურნეობა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, საზოგადოებრივი ცხოვრება, ქართველთა დიასპორები, - ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ნაშრომი აერთიანებს.

მონოგრაფიაში უხვადაა გამოყენებული მკლევართა მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტომასალა; ასახულია ფოტოები "საქართველოს ეროვნული მუზეუმის", "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის", "საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდისა" და სხვა ორგანიზაციების ფონდებიდან.

მონოგრაფია გამოიცა პროექტის, "სამაგიდო წიგნების 2 ათეულის ფარგლებში". საღამო ეძღვნება ქართულ კულტურას, რომლის ფარგლებშიც წიგნს წარადგენენ მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომლები. დარბაზში გამოიფინება ეროვნული სამოსის ნიმუშები, მოეწყობა გოგა ჩანადირის, ბადრი ვადაჭკორიას, გიორგი ფარეშიშვილისა და ირაკლი გედენიძის ფოტოგამოფენა.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.facebook.com/events/155663368221801/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს