საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ბაბუა გახდა. გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს ანა მარგველაშვილსა და მის მეუღლეს გიგი ჩიჩუას გოგონა შეეძინათ, რომელსაც ანასტასია დაარქვეს. პრეზიდენტის შვილიშვილი ერთი თვის წინ გაქრისტიანდა. მას 5 ნათლია ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ანამ "ფეისბუქზე" ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ასეირნებს გიგი ჩიჩუა პატარა ანასტასიას კუს ტბაზე.