პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს რექტორის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს
თსუ-ს რექტორის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს

ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის მტკი­ცე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტს ე.წ. ოდე­ე­რი არ ჰყავს.

ასე უპა­სუ­ხა შარ­ვა­ში­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "ჩემი კი­თხვის" მა­ყუ­რებ­ლის მიერ დას­მულ შე­სა­ბა­მის კი­თხვას. შარ­ვა­ში­ძემ თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბის არ­გუ­მენ­ტად აგ­ვის­ტო­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა ობი­ექ­ტე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც უსაფრ­თხო­ე­ბის ოფიც­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, არც სხვა რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და არც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო. ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას ვა­პი­რებთ ისე, რო­გორც კა­ნო­ნი გვკარ­ნა­ხობს, ოდე­ე­რე­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბას უშიშ­რო­ე­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა იყოს სულ სხვა რიგი სა­კი­თხე­ბი, ნე­ბის­მი­ერ კვლე­ვით ცენ­ტრს შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს ე.წ. სა­რე­ჟი­მო ობი­ექ­ტი, ანუ სა­დაც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვა არის სა­ჭი­რო. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი რამ, სა­დაც და­სა­ცა­ვია ბევ­რი რამ, კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ცი­ვი­ლუ­რად და ღიად ხდე­ბა იმ სამ­სა­ხუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, რო­მელ­ზეც თქვენ სა­უბ­რობთ და ეს ხდე­ბა კონ­ტრაქ­ტის მეშ­ვე­ო­ბით. თუ გვჭირ­დე­ბა დაც­ვა რექ­ტო­რის, რო­მე­ლიც მცხე­თა­ში, და­ი­დე­ბა კონ­ტრაქ­ტი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­თან და ეს იქ­ნე­ბა ღია, ცი­ვი­ლუ­რი და გა­სა­გე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა", - გა­ნა­ცხა­და შარ­ვა­ში­ძემ.

თსუ-ს რექტორის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს

თსუ-ს რექტორის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის მტკიცებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს.

ასე უპასუხა შარვაშიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" მაყურებლის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. შარვაშიძემ თავისი განცხადების არგუმენტად აგვისტოში მიღებული კანონი დაასახელა, რომლითაც განისაზღვრა ობიექტები და სახელმწიფო უწყებები, რომლებშიც უსაფრთხოების ოფიცრები იქნებიან განთავსებული.

"ამ ჩამონათვალში არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, არც სხვა რომელიმე უნივერსიტეტი და არც განათლების სამინისტრო. ამის გარეშე ცხოვრებას ვაპირებთ ისე, როგორც კანონი გვკარნახობს, ოდეერების გარეშე. რაც შეეხება ურთიერთობას უშიშროების და უსაფრთხოების საკითხებზე. შეიძლება იყოს სულ სხვა რიგი საკითხები, ნებისმიერ კვლევით ცენტრს შეიძლება გააჩნდეს ე.წ. სარეჟიმო ობიექტი, ანუ სადაც გაძლიერებული დაცვა არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, სადაც დასაცავია ბევრი რამ, კონტროლი სჭირდება. ამ შემთხვევაში ძალიან ცივილურად და ღიად ხდება იმ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ეს ხდება კონტრაქტის მეშვეობით. თუ გვჭირდება დაცვა რექტორის, რომელიც მცხეთაში, დაიდება კონტრაქტი შესაბამის სამსახურთან და ეს იქნება ღია, ცივილური და გასაგები ურთიერთობა", - განაცხადა შარვაშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."