პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი საქართველოშია
რომის პაპი საქართველოშია

რო­მის პაპი ფრან­ცის­კე სა­ქარ­თვე­ლო­შია. მას თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე დახ­ვდნენ.

დღეს რო­მის პაპი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში პი­რის­პირ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან და სა­პატ­რი­არ­ქო­ში - სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან ილია მე­ო­რეს­თან.

პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და რო­მის პაპი 300-მდე მოწ­ვე­ულ სტუ­მარს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­პატ­რი­არ­ქოს და სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

1-ელ ოქ­ტომ­ბერს, რო­მის პაპი თბი­ლი­სის მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე მე­სას აღავ­ლენს და მე­სა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქა­და­გე­ბით მი­მარ­თავს.

თბი­ლის­ში მყო­ფი რო­მის პაპი ასე­ვე გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რებს ასი­რი­ულ-ქალ­დე­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თბი­ლი­სის სი­მონ ბარ-სა­ბას სა­ხე­ლო­ბის ასი­რი­ულ-ქალ­დე­ურ კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თბი­ლი­სის ღვთის­მშობ­ლის ზე­ცად აღყ­ვა­ნე­ბის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში და კა­მი­ლი­ე­ლი მა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრში.

ვი­ზი­ტის და­სას­რულს, რო­მის პაპი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქთან და თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარს მო­ნა­ხუ­ლებს და ტა­ძარ­ში მი­სა­სალ­მე­ბელ სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს.

რო­მის პა­პის ორ­დღი­ა­ნი ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­ა­შუ­ქე­ბენ. აკ­რე­დი­ტა­ცია 150-ზე მეტ­მა უცხო­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ი­ა­რა.

2 ოქ­ტომ­ბერს რო­მის პაპი ფრან­ცის­კე თბი­ლი­სი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

რომის პაპი საქართველოშია

რომის პაპი საქართველოშია

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.

დღეს რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

1-ელ ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპის ორდღიანი ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.

2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი