პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - შსს-ს დღევანდელი ინფორმაციით გაოგნებული და შოკირებული ვარ
დავით უსუფაშვილი - შსს-ს დღევანდელი ინფორმაციით გაოგნებული და შოკირებული ვარ

გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში ია­რა­ღის მა­რა­გე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ის სა­კი­თხში გარ­კვე­ვას რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რი სხვა ფორ­მით შე­ეც­დე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი ასე­ვე იმე­დოვ­ნებს, რომ სა­კი­თხში გარ­კვე­ვის შემ­დეგ "გა­ოგ­ნე­ბა მო­ეხ­სნე­ბა".

"მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და მეტ კო­მენ­ტარს ახლა არ და ვერ გა­ვა­კე­თებ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რი ცოტა სხვა ფორ­მით და სხვა ფორ­მატ­ში ვეც­დე­ბი სა­კი­თხში გარ­კვე­ვას, რად­გან ძა­ლი­ან ხში­რად და ბევ­რჯერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში სა­სა­უბ­რო არ არის ხოლ­მე. ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი. რა­ტომ და რის გამო, ამა­ზე ახლა ვე­რა­ფერს გე­ტყვით. იმე­დი მაქვს მო­მეხ­სნე­ბა ეს გა­ოგ­ნე­ბა და არ მექ­ნე­ბა ამის სა­ფუძ­ვე­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მა­რაგს მი­აკ­ვლია.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა შსს-ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­კეთ­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­დან ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი.

დავით უსუფაშვილი - შსს-ს დღევანდელი ინფორმაციით გაოგნებული და შოკირებული ვარ

დავით უსუფაშვილი - შსს-ს დღევანდელი ინფორმაციით გაოგნებული და შოკირებული ვარ

გაოგნებული და შოკირებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იარაღის მარაგების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის საკითხში გარკვევას როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და უშიშროების საბჭოს წევრი სხვა ფორმით შეეცდება.

პარლამენტის სპიკერი ასევე იმედოვნებს, რომ საკითხში გარკვევის შემდეგ "გაოგნება მოეხსნება".

"მე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ინფორმაციით ვარ გაოგნებული და მეტ კომენტარს ახლა არ და ვერ გავაკეთებ ძალიან ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს წევრი ცოტა სხვა ფორმით და სხვა ფორმატში ვეცდები საკითხში გარკვევას, რადგან ძალიან ხშირად და ბევრჯერ საჯარო სივრცეში სასაუბრო არ არის ხოლმე. ვარ გაოგნებული და შოკირებული. რატომ და რის გამო, ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს მომეხსნება ეს გაოგნება და არ მექნება ამის საფუძველი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

შესაბამისი განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."