პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა თქვა, რომ არც ერთი მართლმადიდებელი არ დაესწროს პაპის მესას" - ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოში რომის პაპის ვიზიტს
"პატრიარქმა თქვა, რომ არც ერთი მართლმადიდებელი არ დაესწროს პაპის მესას" - ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოში რომის პაპის ვიზიტს

30 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რო­მის პაპი ეწ­ვე­ვა. ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ფრან­ცის­კე I პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და კა­თო­ლი­კოს-პარ­ტრი­არქ ილია მე­ო­რეს შეხ­ვდე­ბა. ასე­ვე გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რებს ად­გი­ლობ­რივ რე­ლი­გი­ურ თე­მებ­თან და კა­თო­ლი­კუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან.

პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს რო­მის პაპი ლი­ტურ­გი­ას აღავ­ლენს მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე, შემ­დეგ კი სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარს ეწ­ვე­ვა. პონ­ტი­ფი­კო­სის ვი­ზიტ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნა­წილ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ზოგ­ნი ამა­ში ცოდ­ვას, ერეს­სა და პა­პიზმს ხე­და­ვენ, ხოლო ნა­წი­ლი სა­გან­გა­შოდ არ მი­იჩ­ნევს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სტუმ­რო­ბას.

21 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ვა­ტი­კა­ნის სა­ელ­ჩოს წინ მორ­წმუ­ნე­თა ჯგუფ­მა რო­მის პა­პის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "ლოც­ვი­თი დგო­მის აქ­ცია" მო­ა­წყვეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის პა­პის ვი­ზი­ტი საფრ­თხეს შე­ი­ცავს.

თუმ­ცა, ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც "ყოვ­ლად მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ მკვეთ­რად უარ­ყო­ფით გან­ცხა­დე­ბებს". სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ რო­მის პაპი სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­დის და ყვე­ლას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს.

ჩვენ ვცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ პაპი ფრან­ცის­კეს ვი­ზი­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­სა და მომ­ხრე­ებს:

დე­კა­ნო­ზი მამა და­ვით (ისა­კა­ძე): "რო­მის პა­პის ვი­ზიტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მთე­ლი მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ასე­ვე ერის­კა­ცე­ბი. ვინც ოდ­ნავ მა­ინც გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, მან იცის პა­პიზ­მის არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუ რა­ო­დენ დიდი საფრ­თხის მომ­ტა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის­თვის. მე ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან გცემთ პა­სუხს, ჩემს გვერ­დით არის ბევ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და ბევ­რი ერის­კა­ცი.

ეკ­ლე­სი­ას აქვს ერთი სწავ­ლე­ბა და ცალ­სა­ხაა, რომ ყვე­ლა ერე­სი მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი დიდი ერე­სი, რო­გო­რიც პა­პიზ­მია. ამას ხვდე­ბა ყვე­ლა ოდ­ნავ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იო­ა­ნე პავ­ლე მე­ო­რე იყო ჩა­მო­სუ­ლი, პატ­რი­არ­ქმა პირ­და­პირ თქვა, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არ და­ეს­წრონ მე­სას და ყვე­ლა ჩა­მოს­ვლა­ზე იგი­ვეს ხომ არ იტყვის?! პატ­რი­არ­ქმა თქვა, რომ არც ერთი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი არ და­ეს­წროს პა­პის მე­სას. გარ­და მე­სის ჩა­ტა­რე­ბი­სა, პაპი აპი­რებს სვე­ტი­ცხო­ველ­ში მის­ვლას, რაც სა­ეკ­ლე­სიო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­უშ­ვე­ბე­ლია. სჯუ­ლის კა­ნო­ნი კრძა­ლავს მწვა­ლებ­ლის შეს­ვლას მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში.

- რო­მის პაპი ჩა­მო­დის ათწლე­ულ­ში ერთხელ....

- დიახ და როცა ჩა­მო­ვი­და, მა­შინ გა­ა­კე­თა კი­დეც გან­ცხა­დე­ბა და ახ­ლაც ვფიქ­რობ, რომ გა­კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა. (იხ. სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა)

- ეს თქვა დიახ, 20 წლის წინ, როცა იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რე იყო ჩა­მო­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს არც ახ­სოვს და ბევ­რმა არც იცის...

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თა­რიღს, მთა­ვა­რია, რომ თქვა და ახ­ლაც, მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა....

- რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, რო­მის პაპი ისე არ­სად ჩა­დის, თუ უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქის მიწ­ვე­ვა არ აქვს, ანუ ის მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმაც...

- პაპი მო­იწ­ვია პრე­ზი­დენ­ტმა, პატ­რი­არ­ქთან შე­უ­თან­ხმებ­ლად და მერე უკვე უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნეს სა­პატ­რი­არ­ქო და იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­დეს, რომ მა­თაც გა­ეგ­ზავ­ნათ მოწ­ვე­ვა.

- სვე­ტი­ცხო­ველ­ში უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი შე­დის, ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ხომ არ არის?!

- ტუ­რის­ტი შე­დის რო­გორც ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, მაგ­რამ ისე­თი დო­ნის ერეს იერ­არ­ქი, რო­გო­რიც რო­მის პა­პია, იქ არ მი­დის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. პროგ­რა­მა­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ უნდა აან­თოს სან­თე­ლი და მი­მარ­თოს სა­ზო­გა­დე­ო­ბას, ანუ კი­დე­ვაც ილო­ცებს და კი­დე­ვაც იქა­და­გებს, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი კა­თო­ლი­კეა და რა­ტომ არ აქვთ უფ­ლე­ბა, რომ მო­უს­მი­ნონ სა­კუ­თარ სუ­ლი­ერ ლი­დერს?

- ნა­ხონ თა­ვი­ანთ ეკ­ლე­სი­ა­ში, "ლო­კო­მო­ტი­ვის" სტა­დი­ონ­ზე მე­სის ჩა­ტა­რე­ბა არის პრო­ზე­ლი­ტიზ­მი (მის­წრა­ფე­ბა თა­ვის სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე სხვე­ბის მოქ­ცე­ვი­სა­კენ ლ.გ.) და სხვა არა­ფე­რი, რო­მელ­საც რომ ვკი­თხოთ, ემიჯ­ნე­ბი­ან კა­თო­ლი­კე­ე­ბი.

- ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი კა­თო­ლი­კეა და "ლო­კო­მო­ტივ­ზეც" ალ­ბათ იმი­ტომ ტარ­დე­ბა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში ვერ და­ე­ტე­ვი­ან

- არ­სე­ბობს მე­გა­ფო­ნე­ბი და იმით მო­ის­მი­ნონ

- მე­გა­ფო­ნი­თაც პრო­ზე­ლი­ტიზ­მი გა­მო­ვა, რად­გან კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის გარ­შე­მო ბევ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ცხოვ­რობს...

- ვგუ­ლის­ხმობ ისეთ მე­გა­ფონს, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ის შე­მო­გა­რენ­ში მო­ას­მე­ნი­ნებს და არა მძლავრს, რო­გო­რიც სტა­დი­ო­ნებ­ზეა.

- სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა ნა­წი­ლი პა­პის ვი­ზი­ტში არა­ფერს ხე­დავს საგნ­გა­შოს

- ეს არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ლი­ბე­რა­ლუ­რად აზ­როვ­ნებს და მათ­თვის ეკ­ლე­სი­ის სა­ზღვრე­ბი დიდი ხა­ნია მოშ­ლი­ლია. ჩვენ მათ ცხვრის ტყავ­ში გახ­ვე­ულ მგლებს ვუ­წო­დებთ.

დე­კა­ნო­ზი მამა პეტ­რე (კვა­რა­ცხე­ლია): "მე ვი­ზი­ა­რებ მხო­ლოდ სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცი­ას და მხო­ლოდ მას ვეყ­რდნო­ბი. პი­რა­დად ჩემ­თვის არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არაა პა­პის ვი­ზი­ტი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი, ვი­ნა­ი­დან მის ვი­ზიტ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემი რწმე­ნა შე­ირ­ყე­ვა, თუ არა. მე არა­სო­დეს არ მიქ­მნის საფრ­თხეს ვინ­მეს ჩა­მოს­ვლა ან არ­ჩა­მოს­ვლა. ვფიქ­რობ, რომ ასე­თი გან­გა­ში არაა სწო­რი და ამით შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ რწმე­ნა და­იც­ვას. თუ ჩვენ გვინ­და სარ­წმუ­ნო­ე­ბა და­ვიც­ვათ, ეს უპირ­ვე­ლე­სად სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით უნდა გა­ვა­კე­თოთ. მუშ­ტი-კრი­ვით ან რა­ი­მე ფორ­მის შე­ტა­კე­ბით, არა მგო­ნია მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და­ვიც­ვათ. თუ რო­მე­ლი­მე პი­როვ­ნე­ბის რე­ლი­გია ჩემ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს რე­ლი­გია ჭეშ­მა­რი­ტია. ეს იქ­ნე­ბა ჩემი ბრა­ლი, რად­გან მე ვყო­ფილ­ვარ სუს­ტი.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბაც, სა­ქარ­თვე­ლო არის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თუმ­ცა ჩვენ გვი­წევს თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან და ჩვენ მათ ან­გა­რი­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუ­წი­ოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეს მოს­წონს თუ არა ვინ­მეს. კა­თო­ლი­კე­ე­ბი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ცხოვ­რო­ბენ ჩვენ­თან, მათ ძა­ლი­ან ბევ­რი ეროვ­ნუ­ლი საქ­მე აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ამ ყვე­ლაფ­რის არ­და­ნახ­ვა არის ძა­ლი­ან დიდი და­ნა­შა­უ­ლი და რა­ტომ უნდა შე­ვუ­შა­ლოთ ამ ადა­მი­ა­ნებს ხელი, შეხ­ვდნენ სა­კუ­თარ სუ­ლი­ერ წი­ნამ­ძღვარს?! სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ უნდა შე­უქ­მნას პრობ­ლე­მა, რად­გან ისი­ნი სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­ის მა­მამ­თა­ვარს ხვდე­ბი­ან და ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ამა­ში ხელი შე­ვუ­შა­ლოთ.

- მამა პეტ­რე, რამ­დე­ნად სწო­რია რო­მის პა­პის ვი­ზი­ტი სვე­ტი­ცხო­ველ­ში? ისი­ნი, ვინც პა­პის ვი­ზიტს ეწი­ნა­აღ­დე­გე­ბი­ან, მი­იჩ­ნე­ვენ რომ ეს არის ერე­სი.

- ისეთ დიდ ტაძ­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა სა­მე­ბა, სი­ო­ნი, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი და სხვა, მომ­ლოც­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის არა­მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ისი­ნი სვე­ტი­ცხო­ველს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ რო­გორც ის­ტო­რი­ულ ძეგლს და ეს არა­ვი­თარ პრობ­ლე­მას არ ქმნის. რაც შე­ე­ხე­ბა რო­მის პა­პის სვე­ტი­ცხო­ველ­ში ვი­ზიტს, ამ დროს არც წირ­ვა ტარ­დე­ბა, არც ერ­თობ­ლი­ვი ლოც­ვა აღევ­ლი­ნე­ბა და არც სა­კურ­თხე­ველ­ში შე­დის, უბ­რა­ლოდ, ის მო­ი­ნა­ხუ­ლებს ის­ტო­რი­ულ ძეგლს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ პაპი მხო­ლოდ თა­ვი­სი ნე­ბით და მარ­ტო არ ჩავა სვე­ტი­ცხო­ველ­ში, მას აუ­ცი­ლებ­ლად აქვს გავ­ლი­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს­თან და უწ­მინ­დეს­თან, სწო­რედ იმ ხალ­ხთან, ვინც ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­ზე უკეთ იცის, რა რო­დის უნდა გა­ა­კე­თონ. ამი­ტომ ასე­თი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და სა­უ­ბა­რი, მგო­ნი რომ არას­წო­რია და ამით ე.წ. მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი უფრო მე­ტად ვავ­ლენთ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბა­რი რე­ლი­გია ყო­ფი­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­პატ­რი­არ­ქომ ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც "მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ მკვეთ­რად უარ­ყო­ფით გან­ცხა­დე­ბებს". სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ რო­მის პაპი სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­დის და ყვე­ლას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მოწ­ვე­ვით, ა.წ. 30 სექ­ტემ­ბერს ჩვენს ქვე­ყა­ნას ეს­ტუმ­რე­ბა მისი უწ­მინ­დე­სო­ბა, რო­მის პაპი ფრან­ცის­კე I, თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ე­სალ­მე­ბა სტუ­მარს და იმე­დოვ­ნებს, რომ მისი ჩა­მოს­ვლა ხელს შე­უ­წყობს მრა­ვალ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბას. ამას­თან, ვა­ცხა­დებთ, რომ ყოვ­ლად მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მა­თაც და სა­ერ­თოდ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ სიმ­შვი­დი­სა­კენ. შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ ჩვენს და რო­მის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას შო­რის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან შე­წყვე­ტი­ლია ლოც­ვით-ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი კავ­ში­რი და ვიდ­რე არ­სე­ბობს დოგ­მა­ტუ­რი სხვა­ო­ბე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი არ იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მათ მსა­ხუ­რე­ბა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, პაპი მე­სას კა­თო­ლი­კე­ბი­სათ­ვის ატა­რებს და ეს არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს პრო­ზე­ლი­ტიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბად, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

"პატრიარქმა თქვა, რომ არც ერთი მართლმადიდებელი არ დაესწროს პაპის მესას" - ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოში რომის პაპის ვიზიტს

"პატრიარქმა თქვა, რომ არც ერთი მართლმადიდებელი არ დაესწროს პაპის მესას" - ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოში რომის პაპის ვიზიტს

30 სექტემბერს საქართველოს რომის პაპი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე I პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და კათოლიკოს-პარტრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ასევე გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ თემებთან და კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებთან.

პირველ ოქტომბერს რომის პაპი ლიტურგიას აღავლენს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა. პონტიფიკოსის ვიზიტმა სასულიერო პირების ნაწილში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგნი ამაში ცოდვას, ერესსა და პაპიზმს ხედავენ, ხოლო ნაწილი საგანგაშოდ არ მიიჩნევს სასულიერო პირის სტუმრობას.

21 სექტემბერს, თბილისში, ვატიკანის საელჩოს წინ მორწმუნეთა ჯგუფმა რომის პაპის საქართველოში სტუმრობის წინააღმდეგ "ლოცვითი დგომის აქცია" მოაწყვეს. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს მართლმადიდებლებისთვის პაპის ვიზიტი საფრთხეს შეიცავს.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც "ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ მკვეთრად უარყოფით განცხადებებს". საპატრიარქო აცხადებს, რომ რომის პაპი საქართველოში მისი უწმინდესობის მოწვევით ჩამოდის და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, რა არგუმენტები აქვთ პაპი ფრანცისკეს ვიზიტის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს:

დეკანოზი მამა დავით (ისაკაძე): "რომის პაპის ვიზიტს ეწინააღმდეგება მთელი მორწმუნე საზოგადოება, როგორც სასულიერო პირები, ასევე ერისკაცები. ვინც ოდნავ მაინც განათლებულია, მან იცის პაპიზმის არსი და მნიშვნელობა, თუ რაოდენ დიდი საფრთხის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის. მე ჩემი გადასახედიდან გცემთ პასუხს, ჩემს გვერდით არის ბევრი სასულიერო პირი და ბევრი ერისკაცი.

ეკლესიას აქვს ერთი სწავლება და ცალსახაა, რომ ყველა ერესი მიუღებელია ჩვენთვის და განსაკუთრებით ისეთი დიდი ერესი, როგორიც პაპიზმია. ამას ხვდება ყველა ოდნავ განათლებული ადამიანი. როდესაც საქართველოში იოანე პავლე მეორე იყო ჩამოსული, პატრიარქმა პირდაპირ თქვა, რომ მართლმადიდებლები არ დაესწრონ მესას და ყველა ჩამოსვლაზე იგივეს ხომ არ იტყვის?! პატრიარქმა თქვა, რომ არც ერთი მართლმადიდებელი არ დაესწროს პაპის მესას. გარდა მესის ჩატარებისა, პაპი აპირებს სვეტიცხოველში მისვლას, რაც საეკლესიო კანონმდებლობის საფუძველზე დაუშვებელია. სჯულის კანონი კრძალავს მწვალებლის შესვლას მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

- რომის პაპი ჩამოდის ათწლეულში ერთხელ....

- დიახ და როცა ჩამოვიდა, მაშინ გააკეთა კიდეც განცხადება და ახლაც ვფიქრობ, რომ გაკეთდება განცხადება. (იხ. საპატრიარქოს განცხადება)

- ეს თქვა დიახ, 20 წლის წინ, როცა იოანე-პავლე მეორე იყო ჩამოსული, შეიძლება ბევრს არც ახსოვს და ბევრმა არც იცის...

- რა მნიშვნელობა აქვს თარიღს, მთავარია, რომ თქვა და ახლაც, მე რამდენადაც ვიცი, განცხადება გაკეთდება....

- რამდენადაც ცნობილია, რომის პაპი ისე არსად ჩადის, თუ უმაღლესი სასულიერო იერარქის მიწვევა არ აქვს, ანუ ის მოიწვია საქართველოს კათალიკოს პატრიარქმაც...

- პაპი მოიწვია პრეზიდენტმა, პატრიარქთან შეუთანხმებლად და მერე უკვე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს საპატრიარქო და იძულებული გახადეს, რომ მათაც გაეგზავნათ მოწვევა.

- სვეტიცხოველში უამრავი ტურისტი შედის, ყველა მართლმადიდებელი ხომ არ არის?!

- ტურისტი შედის როგორც ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად, მაგრამ ისეთი დონის ერეს იერარქი, როგორიც რომის პაპია, იქ არ მიდის მოსანახულებლად. პროგრამაში პირდაპირ წერია, რომ უნდა აანთოს სანთელი და მიმართოს საზოგადეობას, ანუ კიდევაც ილოცებს და კიდევაც იქადაგებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

- საქართველოში საკმაოდ ბევრი კათოლიკეა და რატომ არ აქვთ უფლება, რომ მოუსმინონ საკუთარ სულიერ ლიდერს?

- ნახონ თავიანთ ეკლესიაში, "ლოკომოტივის" სტადიონზე მესის ჩატარება არის პროზელიტიზმი (მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ ლ.გ.) და სხვა არაფერი, რომელსაც რომ ვკითხოთ, ემიჯნებიან კათოლიკეები.

- ქვეყანაში ბევრი კათოლიკეა და "ლოკომოტივზეც" ალბათ იმიტომ ტარდება, რომ ეკლესიაში ვერ დაეტევიან

- არსებობს მეგაფონები და იმით მოისმინონ

- მეგაფონითაც პროზელიტიზმი გამოვა, რადგან კათოლიკური ეკლესიის გარშემო ბევრი მართლმადიდებელი ცხოვრობს...

- ვგულისხმობ ისეთ მეგაფონს, რომელიც ეკლესიის შემოგარენში მოასმენინებს და არა მძლავრს, როგორიც სტადიონებზეა.

- სასულიერო პირთა ნაწილი პაპის ვიზიტში არაფერს ხედავს საგნგაშოს

- ეს არიან სასულიერო პირთა ის ნაწილი, რომელიც ლიბერალურად აზროვნებს და მათთვის ეკლესიის საზღვრები დიდი ხანია მოშლილია. ჩვენ მათ ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს ვუწოდებთ.

დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია): "მე ვიზიარებ მხოლოდ საპატრიარქოს პოზიციას და მხოლოდ მას ვეყრდნობი. პირადად ჩემთვის არცერთ შემთხვევაში არაა პაპის ვიზიტი საფრთხის შემცველი, ვინაიდან მის ვიზიტზე არაა დამოკიდებული ჩემი რწმენა შეირყევა, თუ არა. მე არასოდეს არ მიქმნის საფრთხეს ვინმეს ჩამოსვლა ან არჩამოსვლა. ვფიქრობ, რომ ასეთი განგაში არაა სწორი და ამით შეუძლებელია ვინმემ რწმენა დაიცვას. თუ ჩვენ გვინდა სარწმუნოება დავიცვათ, ეს უპირველესად საკუთარი ცხოვრების წესით უნდა გავაკეთოთ. მუშტი-კრივით ან რაიმე ფორმის შეტაკებით, არა მგონია მართლმადიდებლობა დავიცვათ. თუ რომელიმე პიროვნების რელიგია ჩემზე მოახდენს გავლენას, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს რელიგია ჭეშმარიტია. ეს იქნება ჩემი ბრალი, რადგან მე ვყოფილვარ სუსტი.

გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც, საქართველო არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, თუმცა ჩვენ გვიწევს თანაცხოვრება სხვადასხვა რელიგიის ადამიანებთან და ჩვენ მათ ანგარიში აუცილებლად უნდა გავუწიოთ, მიუხედავად იმისა, ეს მოსწონს თუ არა ვინმეს. კათოლიკეები, საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ ჩვენთან, მათ ძალიან ბევრი ეროვნული საქმე აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ყველაფრის არდანახვა არის ძალიან დიდი დანაშაული და რატომ უნდა შევუშალოთ ამ ადამიანებს ხელი, შეხვდნენ საკუთარ სულიერ წინამძღვარს?! საზოგადოებამ არ უნდა შეუქმნას პრობლემა, რადგან ისინი საკუთარი რელიგიის მამამთავარს ხვდებიან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამაში ხელი შევუშალოთ.

- მამა პეტრე, რამდენად სწორია რომის პაპის ვიზიტი სვეტიცხოველში? ისინი, ვინც პაპის ვიზიტს ეწინააღდეგებიან, მიიჩნევენ რომ ეს არის ერესი.

- ისეთ დიდ ტაძრებში, როგორიცაა სამება, სიონი, სვეტიცხოველი და სხვა, მომლოცველების უმეტესობა არის არამართლმადიდებელი, ისინი სვეტიცხოველს ათვალიერებენ როგორც ისტორიულ ძეგლს და ეს არავითარ პრობლემას არ ქმნის. რაც შეეხება რომის პაპის სვეტიცხოველში ვიზიტს, ამ დროს არც წირვა ტარდება, არც ერთობლივი ლოცვა აღევლინება და არც საკურთხეველში შედის, უბრალოდ, ის მოინახულებს ისტორიულ ძეგლს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პაპი მხოლოდ თავისი ნებით და მარტო არ ჩავა სვეტიცხოველში, მას აუცილებლად აქვს გავლილი კონსულტაციები საპატრიარქოსთან და უწმინდესთან, სწორედ იმ ხალხთან, ვინც ყველა ჩვენთაგანზე უკეთ იცის, რა როდის უნდა გააკეთონ. ამიტომ ასეთი აჟიტირებული მიდგომა და საუბარი, მგონი რომ არასწორია და ამით ე.წ. მართლმადიდებლები უფრო მეტად ვავლენთ, რომ მართლმადიდებლობა ჩვენთვის ძალიან გაუგებარი რელიგია ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც "მიუღებლად მიიჩნევს ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ მკვეთრად უარყოფით განცხადებებს". საპატრიარქო აცხადებს, რომ რომის პაპი საქართველოში მისი უწმინდესობის მოწვევით ჩამოდის და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით, ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I, თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ. შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში. ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი