კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი
გერმანიაში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი

ბო­დი­ბილ­დინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში დღი­თი­დღე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ის მხო­ლოდ ბოლო წლებ­ში გა­ნა­ვი­თა­რეს ქარ­თველ­მა ენ­თუ­ზი­ას­ტებ­მა. აქვე უნდა ით­ქვას, რომ ქარ­თველ­მა ბო­დი­ბილ­დე­რებ­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უკვე მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზეც წარ­მო­ა­ჩი­ნეს. 26 წლის ქარ­თვე­ლი ნორა ლობ­ჟა­ნი­ძე წლე­ბია, გერ­მა­ნი­ა­ში ამ საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ფიტ­ნესმწვრთნე­ლი და ბო­დი­ბილ­დე­რია. მას ამ სფე­რო­ში უკვე დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გერ­მა­ნი­ა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია და უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე და 12 წლამ­დე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის ად­გი­ლი, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე... მერე მშობ­ლებ­მა გერ­მა­ნი­ა­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს. რა თქმა უნდა, თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, მაგ­რამ მერე შე­ვეჩ­ვიე.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხე უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად მტკივ­ნე­უ­ლად გან­ვიც­დი­დი ყვე­ლა­ფერს... სკო­ლა­შიც, ასა­კის შე­სა­ბა­მის კლას­ში არ დამ­სვეს, ერთი წლით უკან და­მაბ­რუ­ნეს, რად­გან გერ­მა­ნუ­ლი არ ვი­ცო­დი. თუმ­ცა, ჩემი შრო­მი­თა და მონ­დო­მე­ბით, გიმ­ნა­ზია წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ვამ­თავ­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლი იყო. სხვა­თა შო­რის, გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­სულ­მა ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ლე­ვე და­ვი­წყე.

- შენი ოჯა­ხი გაგ­ვა­ცა­ნი.

- ჩემი მშობ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ით ინ­ჟინ­რე­ბი არი­ან. მყავს ერთი ძმა.

- რო­გორც ვიცი, პრო­ფე­სი­ით მო­ცეკ­ვა­ვე ხარ, არა? მო­მი­ყე­ვი შენი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

- ცეკ­ვი­სა და სპორ­ტის მი­მართ მის­წრა­ფე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და. 6 წლი­დან დავ­დი­ო­დი სპორ­ტულ სკო­ლა­ში, მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მშობ­ლებ­მა 89-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან არ­სე­ბულ, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის ან­სამ­ბლში მი­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ასე­ვე, დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი მქონ­და. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სწო­რედ ცეკ­ვი­თა და ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შით მი­ვაღ­წევ­დი იმას, რაც ახლა მაქვს... ძა­ლი­ან მიყ­ვარს სცე­ნა­ზე დგო­მა, მუ­სი­კის ფონ­ზე მოძ­რა­ო­ბა. აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- თა­ვის დრო­ზე მშობ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს?

- მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, ამი­ტომ მამა სა­მუ­შა­ოდ გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­და. ერთი წლის შემ­დეგ ანუ 2001 წლის ზა­ფხულ­ში მთე­ლი ოჯა­ხიც იქ ჩა­ვე­დით.

- ბო­დი­ბილ­დინ­გით რა ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­დი?

- ბო­დი­ბილ­დინ­გმა ბოლო წლებ­ში გა­მი­ტა­ცა. 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა მო­ცეკ­ვა­ვედ და ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. 2009 წელს გავ­ხდი ჩემ­პი­ო­ნი "ვი­დე­ოკ­ლიპ-ცეკ­ვა­ში". გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წელი ამე­რი­კა­შიც ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სა­დაც ქო­რე­ოგ­რა­ფად, მო­ცეკ­ვა­ვად და ფიტ­ნეს­მო­დე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვი­წყე სწავ­ლა და და­ვე­უფ­ლე ფიტ­ნე­სის პერ­სო­ნა­ლუ­რი მწვრთნე­ლის პრო­ფე­სი­ას. მა­ლე­ვე, 2014 წელს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე სამ­ხრეთ გერ­მა­ნი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ხოლო მე­სა­მე ად­გი­ლი - გერ­მა­ნი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ბო­დი­ბილ­დინ­გში. ამ­ჟა­მად მაქვს სა­კუ­თა­რი ფიტ­ნეს და ცეკ­ვის სტუ­დია მი­უნ­ხენ­სა და ჰაგსბურ­გში. გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ ფოტო და ფიტ­ნეს­მო­დე­ლი­ე­რო­ბით. ადრე ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ჰობი გახ­ლდათ, ახლა კი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

გერმანიაში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი

გერმანიაში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი

ბოდიბილდინგი საქართველოში დღითიდღე პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, საქართველოში ის მხოლოდ ბოლო წლებში განავითარეს ქართველმა ენთუზიასტებმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ბოდიბილდერებმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე მსოფლიო ასპარეზზეც წარმოაჩინეს. 26 წლის ქართველი ნორა ლობჟანიძე წლებია, გერმანიაში ამ საქმითაა დაკავებული. ის ფიტნესმწვრთნელი და ბოდიბილდერია. მას ამ სფეროში უკვე დიდი წარმატებები აქვს. როგორც თავად ამბობს, გერმანიაში პოპულარული ადამიანია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

- საქართველოში დავიბადე და 12 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი. ძალიან მიყვარს ის ადგილი, სადაც გავიზარდე... მერე მშობლებმა გერმანიაში წამომიყვანეს. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ძალიან მიჭირდა მეგობრებისა და ახლობლების გარეშე ყოფნა, მაგრამ მერე შევეჩვიე.

- როგორ მოახერხე უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

- თავდაპირველად მტკივნეულად განვიცდიდი ყველაფერს... სკოლაშიც, ასაკის შესაბამის კლასში არ დამსვეს, ერთი წლით უკან დამაბრუნეს, რადგან გერმანული არ ვიცოდი. თუმცა, ჩემი შრომითა და მონდომებით, გიმნაზია წარმატებულად დავამთავრე. ეს ყველაფერი რთული იყო. სხვათა შორის, გერმანიაში ჩასულმა ჩემი საყვარელი საქმიანობა მალევე დავიწყე.

- შენი ოჯახი გაგვაცანი.

- ჩემი მშობლები პროფესიით ინჟინრები არიან. მყავს ერთი ძმა.

- როგორც ვიცი, პროფესიით მოცეკვავე ხარ, არა? მომიყევი შენი საქმიანობის შესახებ.

- ცეკვისა და სპორტის მიმართ მისწრაფება ბავშვობიდან მქონდა. 6 წლიდან დავდიოდი სპორტულ სკოლაში, მხატვრულ ტანვარჯიშზე. მოგვიანებით, მშობლებმა 89-ე საჯარო სკოლასთან არსებულ, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლში მიმიყვანეს, სადაც ასევე, დიდი წარმატებები მქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ სწორედ ცეკვითა და ფიზიკური ვარჯიშით მივაღწევდი იმას, რაც ახლა მაქვს... ძალიან მიყვარს სცენაზე დგომა, მუსიკის ფონზე მოძრაობა. აქტიური ადამიანი ვარ.

- თავის დროზე მშობლებმა საქართველოდან წასვლა რატომ გადაწყვიტეს?

- მაშინ საქართველოში არეული სიტუაცია იყო, ამიტომ მამა სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. ერთი წლის შემდეგ ანუ 2001 წლის ზაფხულში მთელი ოჯახიც იქ ჩავედით.

- ბოდიბილდინგით რა ასაკში დაინტერესდი?

- ბოდიბილდინგმა ბოლო წლებში გამიტაცა. 15 წლის ვიყავი, როცა მოცეკვავედ და ფიტნესინსტრუქტორად დავიწყე მუშაობა. 2009 წელს გავხდი ჩემპიონი "ვიდეოკლიპ-ცეკვაში". გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი ამერიკაშიც ვიმყოფებოდი, სადაც ქორეოგრაფად, მოცეკვავად და ფიტნესმოდელად ვმუშაობდი. პარალელურად დავიწყე სწავლა და დავეუფლე ფიტნესის პერსონალური მწვრთნელის პროფესიას. მალევე, 2014 წელს პირველი ადგილი დავიმსახურე სამხრეთ გერმანიის ჩემპიონატზე, ხოლო მესამე ადგილი - გერმანიის ჩემპიონატზე, ბოდიბილდინგში. ამჟამად მაქვს საკუთარი ფიტნეს და ცეკვის სტუდია მიუნხენსა და ჰაგსბურგში. გატაცებული ვარ ფოტო და ფიტნესმოდელიერობით. ადრე ეს ყველაფერი ჩემთვის ჰობი გახლდათ, ახლა კი საყვარელი საქმიანობაა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი