პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ" - საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში
"მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ" - საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ზის მკვეთ­რი სუნი ტრი­ა­ლებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ერთი მხრივ, გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია, ხოლო მე­ო­რე მხრივ, "ყა­ზტრანსგა­ზი" მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­შვი­დებ­დნენ: აირ­ში ოდო­რან­ტის (ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც გაზ­ში ურე­ვენ სპე­ცი­ფი­კუ­რი სუ­ნის მი­სა­ცე­მად) ცოტა მეტი კონ­ცენ­ტრა­ცია მოგ­ვი­ვი­და, სა­ში­ში არა­ფე­რია და სუნი დღის ბო­ლომ­დე გა­ი­წო­ვე­ბაო, 112-ში გა­ზის სუ­ნის გამო 3000-მდე ზარი შე­ვი­და და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბით 11 კა­ცის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. მარ­თა­ლია, გა­ზის სუ­ნიც გა­ი­წო­ვა, ის 11 კა­ციც უვ­ნებ­ლად დაბ­რუნ­და შინ და ოდო­რან­ტის ზე­დო­ზი­რე­ბის მოკ­ვლე­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ არა­ვის და­უს­ვამს შე­კი­თხვა - სა­ი­დან გა­ჟო­ნა და ახ­ლაც ჟო­ნავს თუ არა გაზი თბი­ლის­ში, რომ­ლის სუნ­საც თბი­ლის­ში ოდო­რან­ტის და­ბა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გამო, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვერ ვგრძნობთ?

გია არა­ბი­ძე, ენერ­გე­ტი­კო­სი: "გა­ზის მი­ლე­ბის სის­ტე­მა უნდა გავ­ყოთ სამ ნა­წი­ლად: ცენ­ტრა­ლუ­რი მილ­სა­დე­ნით ბუ­ნებ­რი­ვი აირი მა­ღა­ლი წნე­ვით მოგ­ვე­წო­დე­ბა, სა­შუ­ა­ლო წნე­ვი­სა და და­ბა­ლი წნე­ვის გა­ზის მი­ლე­ბით კი გაზი მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ე­წო­დე­ბა. "მი­ლე­ნი­უ­მის" პროგ­რა­მის შე­ფა­სე­ბით, რო­გორც მა­ღა­ლი, ისე სა­შუ­ა­ლო წნე­ვის მილ­სა­დე­ნე­ბი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ პრობ­ლე­მა­ტუ­რია და­ბა­ლი წნე­ვის მილ­სა­დე­ნე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბა, ვი­ღებთ გაზს. მა­გა­ლი­თად, სე­მეკ-ს (სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია) "ყა­ზტრანსგა­ზის­თვის" ტექ­ნი­კუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის ნორ­მად 7-8% აქვს და­წე­სე­ბუ­ლი, რაც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ნორ­მა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, გა­ზის ტექ­ნი­კუ­რი და­ნა­კარ­გი ბო­ლომ­დე ვერ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა, მაგ­რამ ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2-3%-ის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს.

ცხა­დია, და­ნა­კარ­გი ოდო­რან­ტის ჭარ­ბად გა­მო­ყე­ნე­ბამ­დეც არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ოდო­რან­ტის კონ­ცენ­ტრა­ცია აირ­ში იმ­დე­ნად და­ბა­ლი იყო, რომ სუნს ნაკ­ლე­ბად ვგრძნობ­დით. ცალ­კე ოდო­რან­ტიც არ გა­მო­სუ­ლა­ მილ­სა­დე­ნი­დან, არა­მედ გა­მო­ვი­და გაზი, რო­მელ­საც ოდო­რან­ტის წყა­ლო­ბით ჰქონ­და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუნი.

ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­ბა­ლი წნე­ვის მილ­სა­დე­ნე­ბის შეც­ვლას საკ­მა­ოდ დიდი ხარ­ჯე­ბი სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვამ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია. ისიც უნდა ით­ქვას, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოდო­რან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ას ეკის­რე­ბა, ხოლო ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი­დან გა­ზის სუნი რომ გა­მო­ვი­და, ეს უკვე "ყა­ზტრანსგაზს" უნდა მოვ­კი­თხოთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

"მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ" - საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში

"მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ" - საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში

თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გაზის მკვეთრი სუნი ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ხოლო მეორე მხრივ, "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას ამშვიდებდნენ: აირში ოდორანტის (ნივთიერება, რომელსაც გაზში ურევენ სპეციფიკური სუნის მისაცემად) ცოტა მეტი კონცენტრაცია მოგვივიდა, საშიში არაფერია და სუნი დღის ბოლომდე გაიწოვებაო, 112-ში გაზის სუნის გამო 3000-მდე ზარი შევიდა და ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 კაცის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მართალია, გაზის სუნიც გაიწოვა, ის 11 კაციც უვნებლად დაბრუნდა შინ და ოდორანტის ზედოზირების მოკვლევაც მიმდინარეობს, მაგრამ არავის დაუსვამს შეკითხვა - საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში, რომლის სუნსაც თბილისში ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო, სხვა შემთხვევაში ვერ ვგრძნობთ?

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "გაზის მილების სისტემა უნდა გავყოთ სამ ნაწილად: ცენტრალური მილსადენით ბუნებრივი აირი მაღალი წნევით მოგვეწოდება, საშუალო წნევისა და დაბალი წნევის გაზის მილებით კი გაზი მოსახლეობას მიეწოდება. "მილენიუმის" პროგრამის შეფასებით, როგორც მაღალი, ისე საშუალო წნევის მილსადენები კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ პრობლემატურია დაბალი წნევის მილსადენები, რომლის საშუალებით ჩვენ, ანუ მოსახლეობა, ვიღებთ გაზს. მაგალითად, სემეკ-ს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) "ყაზტრანსგაზისთვის" ტექნიკური დანაკარგების ნორმად 7-8% აქვს დაწესებული, რაც მოწესრიგებული, ნორმალური ქსელებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, გაზის ტექნიკური დანაკარგი ბოლომდე ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ნორმალურ პირობებში ეს მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

ცხადია, დანაკარგი ოდორანტის ჭარბად გამოყენებამდეც არსებობდა, მაგრამ ოდორანტის კონცენტრაცია აირში იმდენად დაბალი იყო, რომ სუნს ნაკლებად ვგრძნობდით. ცალკე ოდორანტიც არ გამოსულა­ მილსადენიდან, არამედ გამოვიდა გაზი, რომელსაც ოდორანტის წყალობით ჰქონდა დამახასიათებელი სუნი.

ბუნებრივი აირის დაბალი წნევის მილსადენების შეცვლას საკმაოდ დიდი ხარჯები სჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გაზგაყვანილობა მოსაწესრიგებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობა ოდორანტთან დაკავშირებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ეკისრება, ხოლო ყველა კუთხე-კუნჭულიდან გაზის სუნი რომ გამოვიდა, ეს უკვე "ყაზტრანსგაზს" უნდა მოვკითხოთ.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი