მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოიმატა ბუნებრივი აირის სუნმა - "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს
 რატომ მოიმატა ბუნებრივი აირის სუნმა - "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

"ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" თბი­ლის­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სუ­ნის საგ­რძნობ მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნის მი­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ოდო­რან­ტის და­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მუდ­მი­ვად ხდე­ბა, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოდო­რან­ტი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არა­ვი­თარ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

"ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დი­სა­კენ მო­უ­წო­დებს და აცხა­დე­ბენ, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

"თბი­ლის­ში გა­ზის სუ­ნის საგ­რძნობ მო­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო მო­სახ­ლე­ო­ბას გვინ­და გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" მიერ მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნის მი­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის (ოდო­რან­ტის) და­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, იმ მიზ­ნით, რომ მარ­ტი­ვად მოხ­დეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­ჟონ­ვის აღ­მო­ჩე­ნა. ოდო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ არის. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ოდო­რან­ტი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არა­ვი­თარ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დი­სა­კენ, რად­გან პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" სა­ა­ვა­რიო-სა­დის­პეტ­ჩე­რო სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლურ ნო­მერ­ზე (114), ქოლ­ცენ­ტრის ნო­მერ­ზე (2404004), ასე­ვე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ნო­მერ­ზე (112) აბო­ნენ­ტთა ზა­რებ­მა მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, აბო­ნენ­ტებს ზა­რის მო­ლო­დინ­ში უწევთ მოც­და. შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" გთხოვთ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ლო­დოთ ოპე­რა­ტო­რის პა­სუხს. გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარ­ჩე­ბა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და კომ­პა­ნი­ის სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რი უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მივა და­ფიქ­სი­რე­ბულ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ა­ვა­რიო ბრი­გა­დის ად­გილ­ზე მის­ვლამ­დე გა­და­კე­ტილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქო­ნი­ონ გა­ზის ონ­კა­ნე­ბი და გა­ა­ნი­ა­ვონ შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თი. გა­უ­მარ­თა­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აბო­ნენ­ტებს უმოკ­ლეს ვა­და­ში, უსას­ყიდ­ლოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რატომ მოიმატა ბუნებრივი აირის სუნმა - "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

 რატომ მოიმატა ბუნებრივი აირის სუნმა - "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თბილისში ბუნებრივი აირის სუნის საგრძნობ მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების ოდორანტის დამატების საშუალებით მუდმივად ხდება, მათივე ინფორმაციით, ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს და აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულის გამო, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე სამაშველო სამსახურის ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს. გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი