პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - სირცხვილია, ბატონო ბიძინა
დავით უსუფაშვილი - სირცხვილია, ბატონო ბიძინა

"სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ამ ვერ შეძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ პირ­ველ რიგ­ში მას დე-ფაქ­ტო ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", ხოლო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", სამ­წუ­ხა­როდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­კი­თხე­ბი გვერ­დზე გა­და­დო" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

უსუ­ფაშ­ვი­ლი ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს "თითი თით­ზე არ და­უ­დია".

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ამ იმუ­შა­ვა არა 4 წლის, არა­მედ 1,7 წლის მან­ძილ­ზე. "ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­მი­სი­ა­ში შე­იქ­მნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი. დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც არის 101 ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა კო­მი­სი­ა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­რე­ბის მიერ. მე გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, შეხ­ვი­დეთ პარ­ლა­მენ­ტის ვებ-გვერ­დზე, ნა­ხოთ სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბი და თქვე­ნი თვა­ლით ნა­ხოთ და დარ­წმუნ­დეთ, ვინ არის ავ­ტო­რი ამ დო­კუ­მენ­ტის. ამ დო­კუ­მენ­ტის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" მიერ. ეს არის ფაქ­ტი. ამ დო­კუ­მენ­ტში იპო­ვით ორ­ჯერ ან სამ­ჯერ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის ნაღ­ვა­წს. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეც, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რობ­და სა­მუ­შაო ჯგუფ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვა­დაც ვერ ახერ­ხებ­და ქვო­რუ­მის შეკ­რე­ბას. და­ნარ­ჩე­ნი აქ არის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" წი­ნა­და­დე­ბე­ბი. ეს არის თითი თით­ზე არ და­დე­ბუ­ლი?

მე­ო­რე ფაქ­ტი, იმა­ვე ვებ-გვერ­დზე შეხ­ვალთ და ნა­ხავთ სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბის სიას. ვნა­ხოთ, ვინ და­დი­ო­და სხდო­მებ­ზე და ვინ არ და­დი­ო­და.

სა­ხელ­მწი­ი­ფო სა­კონ­სი­ტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ამ ვერ შეძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მას დე-ფაქ­ტოდ ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", რო­მელ­საც არა­ფე­რი აღელ­ვებ­და ამ ქვე­ყა­ნა­ზე ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რო­მელ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს ქვე­ყა­ნა სა­მარ­თა­ვად და სამ­წუ­ხა­როდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­კი­თხე­ბი გა­და­დო გვერ­დზე", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ "წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი არ იჯდა და მუ­შა­ობ­და", უსუ­ფაშ­ვილ­მა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტიც წარ­მო­ად­გი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ სას­წრა­ფოდ გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხებ­ზე, რა­საც "რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნია".

"ამა­ზე მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თითი თით­ზე არ და­გი­კა­რე­ბი­აო და სა­კონ­სტი­ტუ­ციო მუ­შა­ო­ბა ჩა­ვაგ­დე? - სირ­ცხვი­ლია ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ამის მთქმელს სხვას არა­ფერს და­გი­ჯე­რებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. მე არ მინ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დარ­ჩეს უავ­ტო­რი­ტე­ტო ლი­დე­რე­ბის ანა­ბა­რა, ისე­დაც ძა­ლი­ან დი­დია ვა­კუ­უ­მი პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

არც მი­ფიქ­რია, რომ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გარ­და სხვა ვინ­მე იქ­ნე­ბო­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მაგ­რამ თითი თით­ზე არ და­უ­დია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რე­გი­ო­ნულ მე­დი­ას­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

დავით უსუფაშვილი - სირცხვილია, ბატონო ბიძინა

დავით უსუფაშვილი - სირცხვილია, ბატონო ბიძინა

"სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ პირველ რიგში მას დე-ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხოლო "ქართულმა ოცნებამ", სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

უსუფაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილს "თითი თითზე არ დაუდია".

მისი განმარტებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა 4 წლის, არამედ 1,7 წლის მანძილზე. "ამ ხნის განმავლობაში, კომისიაში შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელშიც არის 101 ძალიან კონკრეტული წინადადება კომისიაში შემოტანილი ძალიან კონკრეტული ავტორების მიერ. მე გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პირს, შეხვიდეთ პარლამენტის ვებ-გვერდზე, ნახოთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დოკუმენტები და თქვენი თვალით ნახოთ და დარწმუნდეთ, ვინ არის ავტორი ამ დოკუმენტის. ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და "რესპუბლიკელების" მიერ. ეს არის ფაქტი. ამ დოკუმენტში იპოვით ორჯერ ან სამჯერ პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ნაღვაწს. ქალბატონი მანანა კობახიძეც, რომელიც აქტიურობდა სამუშაო ჯგუფში, სამწუხაროდ, თავადაც ვერ ახერხებდა ქვორუმის შეკრებას. დანარჩენი აქ არის არასამთავრობოების, ექსპერტების და "რესპუბლიკელების" წინადადებები. ეს არის თითი თითზე არ დადებული?

მეორე ფაქტი, იმავე ვებ-გვერდზე შეხვალთ და ნახავთ სამუშაო ჯგუფების სხდომებზე დასწრების სიას. ვნახოთ, ვინ დადიოდა სხდომებზე და ვინ არ დადიოდა.

სახელმწიიფო საკონსიტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ, პირველ რიგში, მას დე-ფაქტოდ ბოიკოტი გამოუცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც არაფერი აღელვებდა ამ ქვეყანაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საკუთარი თავისა და "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს ქვეყანა სამართავად და სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გადადო გვერდზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

იმის დასამტკიცებლად, რომ "წელიწადნახევარი არ იჯდა და მუშაობდა", უსუფაშვილმა ერთი კონკრეტული დოკუმენტიც წარმოადგინა.

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია კოალიცია "ქართულ ოცნების" პოლიტსაბჭოსთვის შეთავაზებულ სასწრაფოდ განსახილველ საკითხებზე, რასაც "რეაგირება არ ჰქონია".

"ამაზე მეუბნებიან, რომ თითი თითზე არ დაგიკარებიაო და საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე? - სირცხვილია ბატონო ბიძინა, ამის მთქმელს სხვას არაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი. მე არ მინდა ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა, ისედაც ძალიან დიდია ვაკუუმი პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

არც მიფიქრია, რომ დავით უსუფაშვილის გარდა სხვა ვინმე იქნებოდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."