მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება

თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი კერ­ძო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გუ­რი ცენ­ტრი "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი" 16 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტი - "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი" IT აკა­დე­მი­ას, ბიზ­ნეს და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს, სკო­ლას, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და კვლე­ვით ცენ­ტრებს, ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­კუ­ბა­ტო­რებს ერთ სივ­რცე­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი" ბა­გებ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ნო­მერ 82-ში გან­თავ­სდე­ბა.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" მო­მა­ვალ ქარ­თველ დე­ვე­ლო­პე­რებს, პროგ­რა­მულ ინ­ჟინ­რებს და მე­წარ­მე­ებს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს იდე­ე­ბის მე­ტად და სრულ­ყო­ფი­ლად გან­ვი­თა­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გან­თავ­სდე­ბა წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ბრენ­დე­ბის ოფი­სე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი კამ­პუ­სე­ბი, სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა ბავ­შვე­ბის­თვის თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი­თა და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბით. პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს ყვე­ლა იმ ეტაპს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა იმის­თვის, რათა სა­ქარ­თვე­ლომ თან­და­თა­ნო­ბით და­იმ­კვიდ­როს ად­გი­ლი, რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპორ­ტი­ორ­მა ქვე­ყა­ნამ.

მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და პროგ­რა­მულ ინ­ჟინ­რებს მო­ამ­ზა­დებს "სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" მდე­ბა­რე IT აკა­დე­მია, სა­დაც ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს გა­მოც­დი­ლე­ბას ის­რა­ე­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­უ­ზი­ა­რე­ბენ, რად­გან მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სექ­ტორ­ში და სტარ­ტა­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სწო­რედ ის­რა­ე­ლია ერთ-ერთ წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მხრივ უდი­დეს პროგ­რესს მი­აღ­წია.

აკა­დე­მი­ა­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი, სა­დაც ბაზ­რის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­დე­ბა კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. სწავ­ლის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად, 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და მათი დატ­რე­ნინ­გე­ბა მოხ­დე­ბა. მე­ო­რე ეტაპ­ზე ისი­ნი გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე კი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" გახ­სნის ცე­რე­მო­ნია 16 სექ­ტემ­ბერს, 14:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ბიზ­ნეს პა­ლა­ტი­სა და ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რებ­თან ერ­თად.

ტერ­მი­ნი "სი­ლი­კო­ნის ველი" კა­ლი­ფორ­ნი­ელ მე­წარ­მე რალფ ვა­ერ­სტს ეკუთ­ვნის. მის­მა მე­გო­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა დონ ჰოფ­ლერ­მა 1971 წლის 11 იან­ვარს Silicon Valey USA უწო­და სტა­ტი­ე­ბის სე­რი­ას ყო­ველკ­ვი­რე­ულ Electronic News-ში. სტა­ტი­ებ­ში ჰოფ­ლე­რი მკი­თხველს უყ­ვე­ბო­და სან ფრან­ცის­კოს სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე სან­ტა კლა­რას შე­სა­ხებ, სა­დაც მსხვი­ლი ამე­რი­კუ­ლი IT კომ­პა­ნი­ე­ბის შტაბ-ბი­ნე­ბი იყო თავ­მოყ­რი­ლი. დღეს სან-ფრან­ცის­კოს ყუ­რის ზო­ნა­ში, 386 ათას­ზე მეტი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი მუ­შა­ობს, რაც "სი­ლი­კონ ვე­ლის" უფ­ლე­ბას აძ­ლევს აშშ-ში უმ­სხვი­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ ცენ­ტრად იწო­დე­ბო­დეს. "სი­ლი­კონ ვე­ლის" შე­მო­სა­ვა­ლი აშშ-ის მას­შტა­ბით ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება. საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. „სილიკონ ველი თბილისი“ ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში განთავსდება.

„სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით. პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს „სილიკონ ველი თბილისში“ მდებარე IT აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ, რადგან მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში სწორედ ისრაელია ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია.

აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება კადრების მომზადება კომპანიებისთვის. სწავლის პირველ საფეხურზე ყოველდღიურად, 10 საათის განმავლობაში აკადემიის სტუდენტებისთვის განათლების მიღება და მათი დატრენინგება მოხდება. მეორე ეტაპზე ისინი განავითარებენ თავიანთ შესაძლებლობას, მესამე საფეხურზე კი საკუთარ ბიზნეს იდეების განხორციელებაზე იმუშავებენ.

„სილიკონ ველი თბილისის“ გახსნის ცერემონია 16 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, ბიზნეს პალატისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან მოწვეული სტუმრებთან ერთად.

ტერმინი ”სილიკონის ველი” კალიფორნიელ მეწარმე რალფ ვაერსტს ეკუთვნის. მისმა მეგობარმა ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა 1971 წლის 11 იანვარს Silicon Valey USA უწოდა სტატიების სერიას ყოველკვირეულ Electronic News-ში. სტატიებში ჰოფლერი მკითხველს უყვებოდა სან ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე სანტა კლარას შესახებ, სადაც მსხვილი ამერიკული IT კომპანიების შტაბ-ბინები იყო თავმოყრილი. დღეს სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც "სილიკონ ველის" უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. "სილიკონ ველის" შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი