სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა
მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

თუ­შე­თის სო­ფელ ომა­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ჰოს­ტე­ლის და სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; პი­რი­ქი­თის სო­ფელ ჭე­შო­ში, სა­დაც მუდ­მი­ვად არ­ცერ­თი ოჯა­ხი აღარ ცხოვ­რობს, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს შექ­მნა და ნა­სოფ­ლა­რის გა­ცო­ცხლე­ბა; ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ბალ­ხა­ჭოს წარ­მო­ე­ბა უკა­ნაფ­შავ­ში; სო­ფელ უდაბ­ნო­ში მუ­ხის კას­რებ­ში სულ­გუ­ნის დამ­ზა­დე­ბა; და­ვით – გა­რე­ჯის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ეკო­მიგ­რან­ტე­ბის მიერ სვა­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წყო­ბა - ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

ეთერ მარ­ხვა­ი­ძის ჰოს­ტე­ლი თუ­შეთ­ში და სწრა­ფი კვე­ბის სერ­ვი­სი

ეთერ მარ­ხვა­ი­ძეს თუ­შეთ­ში, ქვე­მო ომა­ლო­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრთან ახ­ლოს 15 ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი ჰოს­ტე­ლის ტი­პის სას­ტუმ­რო და მა­ღა­ზია აქვს, სა­დაც ყი­დის სუ­ვე­ნი­რებს, ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს, წინ­დებს, ჩი­თებ­სა და ქუ­დებს.

ჰოს­ტე­ლის ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე და მო­ლაშ­ქრე ტუ­რის­ტე­ბი არი­ან. ასე­ვე ვი­ზი­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ღა­მეს კარ­ვებ­ში ათე­ვენ, მაგ­რამ სა­უზ­მის­თვის ან ვახ­შმის­თვის ეთერს მი­მარ­თა­ვენ. ჰოს­ტელ­ში ღა­მის გა­თე­ვა 15 ლარი ღირს, კვე­ბა 10 ლარი.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის სე­ზონ­ზე თუ­შეთს 7500-ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ეწ­ვია, 2016 წელს 11 ათას­ზე მეტი. ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თუ­შეთ­ში დღემ­დე არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კვე­ბის და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი, რაც ტუ­რის­ტებს ბევრ პრობ­ლე­მას უქ­მნის.

"ომა­ლო­ში შუქი არ არის. მინ­დო­და შე­მე­ძი­ნა 1 კვ ჰე­ლიო გა­ნა­თე­ბის ძაბ­ვა და წყლის გა­მათ­ბო­ბე­ლი მზის ენერ­გი­ა­ზე. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და ჰოს­ტელ­ში და­ბი­ნა­ვე­ბულ მომ­ხმა­რებ­ლებს შხა­პის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ და მა­ცი­ვა­რი ჩა­მერ­თო, რომ პრო­დუქ­ტი უსაფრ­თხო შე­მე­ნა­ხა. ასე­ვე, ვა­პი­რებ­დი ჰოს­ტელ­თან სწრა­ფი კვე­ბის სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბას, რის­თვი­საც ტექ­ნი­კა მჭირ­დე­ბა. ტუ­რის­ტებს ად­გილ­ზეც უფრო მეტ კერძს შევ­თა­ვა­ზებ­დი და და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ლან­ჩის ყიდ­ვა­საც შეძ­ლებ­დნენ წა­სა­ღე­ბად", – ამ­ბობს ეთერ მარ­ხვა­ი­ძე. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეთერ­მა შე­ი­ტყო, რომ მისი პრო­ექ­ტი არ და­ფი­ნანსდა. "ჯერ მი­თხრეს ბიზ­ნეს­გეგ­მა არ წარ­მო­გიდ­გე­ნი­აო, არა­და წარ­დგე­ნი­ლი მაქვს და ნო­მე­რიც ვიცი. მერე მო­ძებ­ნეს და მი­თხრეს, რად­გან არ და­გი­რე­კეს, ე.ი. მო­წო­ნე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში არ ხარ­თო. მე ვფიქ­რობ, სა­ერ­თო­დაც არ გა­ნუ­ხი­ლავთ", – აღ­ნიშ­ნავს ეთე­რი. მი­სი­ვე თქმით, მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მას კა­ხეთ­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ შერ­ჩე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია – შპს თბი­ლი­სის ბიზ­ნეს ტრე­ნინგ ცენ­ტრი ახორ­ცი­ე­ლებს. "ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ იყ­ვნენ თუ­შეთ­ში ამო­სუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა ვთხო­ვე. არც მოგ­ვის­მი­ნეს. სხვა ოჯა­ხებ­საც ჰქონ­დათ კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­მაც ასე­ვე ვერ გა­ი­მარ­ჯვეს. არც მათ მო­უს­მი­ნეს. ჩი­ღო­ში ერთი ოჯა­ხი ელო­დე­ბო­დათ, შეს­თა­ვა­ზა კი­დეც, გზა რად­გან არ მო­დის აქამ­დე, ცხე­ნებს გა­მო­გიგ­ზავ­ნით და ისე გად­მო­გიყ­ვან­თო, მაგ­რამ არ წა­ვიდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნავს ეთე­რი.

გი­ორ­გი და შალ­ვა მო­უ­რა­ვი­ძე­ე­ბის სას­ტუმ­რო და სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა

შპს თბი­ლი­სის ბიზ­ნეს ტრე­ნინგ – ცენ­ტრმა, რო­მე­ლიც კა­ხე­თის გარ­და მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას მცხე­თა – მთი­ა­ნეთ­სა და შიდა ქარ­თლშიც ახორ­ცი­ე­ლებს, 19 წლის გი­ორ­გი და შალ­ვა მო­უ­რა­ვი­ძე­ე­ბის პრო­ექ­ტიც და­ი­წუ­ნა.

ტყუ­პი ძმე­ბიც თუ­შე­თი­დან არი­ან. ორი­ვე სტუ­დენ­ტია. ივ­ნი­სი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით თუ­შეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ომა­ლო­ში სახ­ლი აქვთ, სა­დაც მუდ­მი­ვად ცხოვ­რობს მათი მამა, ზუ­რაბ მო­უ­რა­ვი­ძე. გა­ზა­ფხუ­ლი­დან გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე თუ­შეთ­ში არი­ან ტყუ­პე­ბის დედა და დაც.

ზა­ფხუ­ლო­ბით სახ­ლში ტუ­რის­ტებ­საც იღე­ბენ, ოღონც ხუ­თო­თა­ხი­ან სახ­ლში მხო­ლოდ 2 ოთა­ხი აქვთ მო­წყო­ბი­ლი სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად და მაქ­სი­მუმ 4-5 ვი­ზი­ტო­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. თუ­შეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს გან­ვი­თა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ეზო­ში მცი­რე ზო­მის სათ­ბუ­რიც აქვთ. მთა­ში, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, მო­სა­ვა­ლი გვი­ან მო­დის, როცა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი თით­ქმის და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. ძმებს კი ამ სათ­ბურ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა კიტ­რი, პო­მი­დო­რი, სა­ლა­თა, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, კომ­პოს­ტო და სხვა ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავთ ბევ­რად ადრე. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს გან­ვი­თა­რე­ბის გარ­და სათ­ბუ­რის გაზ­რდაც სურ­დათ. "ბოსტნე­ულს იმ­დენს მო­ვიყ­ვან­დით, რომ ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მომ­ხმა­რებ­ლებ­საც ეყო­ფო­დათ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­რო­საც მო­ვა­მა­რა­გებ­დით, რად­გან თუ­შეთ­ში სხვას სათ­ბუ­რი არ აქვს", – ამ­ბობს გი­ორ­გი მო­უ­რა­ვი­ძე.

მთის მიკ­როგ­რან­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 19 წლის ბი­ჭე­ბი 10 ათას ლარს ითხოვ­დნენ. ბიზ­ნეს­გეგ­მა მო­გე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი რე­ა­ლუ­რად არის დათ­ვლი­ლი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდებს მხარ­და­ჭე­რა­ზე უარი უთხრეს.

"30 აგ­ვის­ტოს, გა­ვი­გეთ, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის არ მოხ­ვდა. ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით შპს თბი­ლი­სის ბიზ­ნეს ტრე­ნინგ ცენ­ტრს. გვი­თხრეს, რომ ჩვენ ბიზ­ნეს­გეგ­მა დაგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­კონ­კურ­სო ვა­დის ამო­წურ­ვის ბოლო წუ­თებ­ში წარ­ვად­გი­ნეთ, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. შემ­დეგ, როცა ავუხ­სე­ნით, რომ ეს ასე არ იყო, გვი­თხრეს რომ ბიზ­ნეს­გეგ­მა მო­წო­ნე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ბო­ლოს და­ი­წუ­ნეს. არა­და, ამ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად გვეს­მო­და, რომ პრი­ო­რი­ტე­ტი იყო მთა, ახალ­გაზ­რდე­ბი და ა.შ", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

თუშეთის სოფელ ომალოში ერთადერთი ჰოსტელის და სასათბურე მეურნეობის განვითარება; პირიქითის სოფელ ჭეშოში, სადაც მუდმივად არცერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს, საოჯახო სასტუმროს შექმნა და ნასოფლარის გაცოცხლება; ნატურალური თაფლისა და ტრადიციული ტექნოლოგიით დამბალხაჭოს წარმოება უკანაფშავში; სოფელ უდაბნოში მუხის კასრებში სულგუნის დამზადება; დავით – გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, ეკომიგრანტების მიერ სვანური სამზარეულოს მოწყობა - ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მხარი არ დაუჭირა.

ეთერ მარხვაიძის ჰოსტელი თუშეთში და სწრაფი კვების სერვისი

ეთერ მარხვაიძეს თუშეთში, ქვემო ომალოში, ადმინისტრაციულ ცენტრთან ახლოს 15 ადამიანზე გათვლილი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და მაღაზია აქვს, სადაც ყიდის სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებს, წინდებს, ჩითებსა და ქუდებს.

ჰოსტელის ძირითადი მომხმარებლები ფეხით მოსიარულე და მოლაშქრე ტურისტები არიან. ასევე ვიზიტორები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ, მაგრამ საუზმისთვის ან ვახშმისთვის ეთერს მიმართავენ. ჰოსტელში ღამის გათევა 15 ლარი ღირს, კვება 10 ლარი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის სეზონზე თუშეთს 7500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, 2016 წელს 11 ათასზე მეტი. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, თუშეთში დღემდე არ არის განვითარებული კვების და სავაჭრო ობიექტები, რაც ტურისტებს ბევრ პრობლემას უქმნის.

"ომალოში შუქი არ არის. მინდოდა შემეძინა 1 კვ ჰელიო განათების ძაბვა და წყლის გამათბობელი მზის ენერგიაზე. ეს საშუალებას მომცემდა ჰოსტელში დაბინავებულ მომხმარებლებს შხაპის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ და მაცივარი ჩამერთო, რომ პროდუქტი უსაფრთხო შემენახა. ასევე, ვაპირებდი ჰოსტელთან სწრაფი კვების სერვისის განვითარებას, რისთვისაც ტექნიკა მჭირდება. ტურისტებს ადგილზეც უფრო მეტ კერძს შევთავაზებდი და დაფასოებული ლანჩის ყიდვასაც შეძლებდნენ წასაღებად", – ამბობს ეთერ მარხვაიძე. პროექტის განხორციელების შედეგად 4 ადამიანის დასაქმება იყო გათვალისწინებული.

რამდენიმე დღის წინ ეთერმა შეიტყო, რომ მისი პროექტი არ დაფინანსდა. "ჯერ მითხრეს ბიზნესგეგმა არ წარმოგიდგენიაო, არადა წარდგენილი მაქვს და ნომერიც ვიცი. მერე მოძებნეს და მითხრეს, რადგან არ დაგირეკეს, ე.ი. მოწონებულ პროექტებში არ ხართო. მე ვფიქრობ, საერთოდაც არ განუხილავთ", – აღნიშნავს ეთერი. მისივე თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას კახეთში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეული ორგანიზაცია – შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრი ახორციელებს. "ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ იყვნენ თუშეთში ამოსული. ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვე. არც მოგვისმინეს. სხვა ოჯახებსაც ჰქონდათ კითხვები, რომლებმაც ასევე ვერ გაიმარჯვეს. არც მათ მოუსმინეს. ჩიღოში ერთი ოჯახი ელოდებოდათ, შესთავაზა კიდეც, გზა რადგან არ მოდის აქამდე, ცხენებს გამოგიგზავნით და ისე გადმოგიყვანთო, მაგრამ არ წავიდნენ", - აღნიშნავს ეთერი.

გიორგი და შალვა მოურავიძეების სასტუმრო და სასათბურე მეურნეობა

შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ – ცენტრმა, რომელიც კახეთის გარდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ადმინისტრირებას მცხეთა – მთიანეთსა და შიდა ქართლშიც ახორციელებს, 19 წლის გიორგი და შალვა მოურავიძეების პროექტიც დაიწუნა.

ტყუპი ძმებიც თუშეთიდან არიან. ორივე სტუდენტია. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით თუშეთში ცხოვრობენ. ომალოში სახლი აქვთ, სადაც მუდმივად ცხოვრობს მათი მამა, ზურაბ მოურავიძე. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თუშეთში არიან ტყუპების დედა და დაც.

ზაფხულობით სახლში ტურისტებსაც იღებენ, ოღონც ხუთოთახიან სახლში მხოლოდ 2 ოთახი აქვთ მოწყობილი სტუმრების მისაღებად და მაქსიმუმ 4-5 ვიზიტორის მიღება შეუძლიათ. თუშეთში ტურისტების რაოდენობის გაზრდის პარალელურად, საოჯახო სასტუმროს განვითარება გადაწყვიტეს. ეზოში მცირე ზომის სათბურიც აქვთ. მთაში, კლიმატური პირობების გამო, მოსავალი გვიან მოდის, როცა ტურისტული სეზონი თითქმის დასასრულს უახლოვდება. ძმებს კი ამ სათბურში ეკოლოგიურად სუფთა კიტრი, პომიდორი, სალათა, ბადრიჯანი, წიწაკა, კომპოსტო და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ ბევრად ადრე. საოჯახო სასტუმროს განვითარების გარდა სათბურის გაზრდაც სურდათ. "ბოსტნეულს იმდენს მოვიყვანდით, რომ ჩვენი საოჯახო სასტუმროს მომხმარებლებსაც ეყოფოდათ და კიდევ რამდენიმე სასტუმროსაც მოვამარაგებდით, რადგან თუშეთში სხვას სათბური არ აქვს", – ამბობს გიორგი მოურავიძე.

მთის მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 19 წლის ბიჭები 10 ათას ლარს ითხოვდნენ. ბიზნესგეგმა მოგებაზეა ორიენტირებული, შემოსავლები და ხარჯები რეალურად არის დათვლილი, მაგრამ ახალგაზრდებს მხარდაჭერაზე უარი უთხრეს.

"30 აგვისტოს, გავიგეთ, რომ ჩვენი პროექტი საბოლოოდ გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა. ტელეფონით დავუკავშირდით შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრს. გვითხრეს, რომ ჩვენ ბიზნესგეგმა დაგვიანებით, საკონკურსო ვადის ამოწურვის ბოლო წუთებში წარვადგინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შემდეგ, როცა ავუხსენით, რომ ეს ასე არ იყო, გვითხრეს რომ ბიზნესგეგმა მოწონებული იყო, თუმცა ბოლოს დაიწუნეს. არადა, ამ პროგრამასთან დაკავშირებით ხშირად გვესმოდა, რომ პრიორიტეტი იყო მთა, ახალგაზრდები და ა.შ", - აღნიშნავს გიორგი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა