მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილი - კახა კალაძე ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის
ირაკლი ოქრუაშვილი - კახა კალაძე ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის

კახა კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სამი წე­ლია ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, ყვე­ლა გზა­ზე ჩა­საფ­რე­ბუ­ლი­სა და ფე­ხის დამ­დე­ბის პო­ზი­ცი­ი­დან მებ­რძვის, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, გო­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა "TV პირ­ვე­ლის" პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ლა­ძე 2014 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე მისი კან­დი­და­ტუ­რის რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნის პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თქმით, ვიცე პრე­მი­ერ­მა უზ­რუნ­ველ­ყო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შეც­ვლა და მო­გე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გე­ბი­ნა.

"კახა კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სამი წე­ლია ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, ყვე­ლა გზა­ზე ჩა­საფ­რე­ბუ­ლი­სა და ფე­ხის დამ­დე­ბის პო­ზცი­ი­დან მებ­რძვის. მა­ყუ­რე­ბელს რომ კი­თხვის ნი­შა­ნი არ გა­უჩ­ნდეს, რა შუ­ა­შია კახა კა­ლა­ძე, მე ერთ ის­ტო­რი­ას მოვ­ყვე­ბი. 2013 სა­ერ­თოდ არ ვა­პი­რებ­დი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. მინ­დო­და, ბიზ­ნეს­ში, ენერ­გე­ტი­კა­ში რა­ღაც პრო­ექ­ტის და­წყე­ბა, გორ­ში ქა­რის წის­ქვი­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბით მივ­მარ­თე მას და მის­გან სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა მი­ვი­ღე. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და უშუ­ა­ლოდ ჩემი სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის პრო­ცესს 2014 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამას, რო­გორც ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ებ­ში. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და არ­ჩევ­ნებს მთლი­ა­ნად გორ­ში, სა­დაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მარ­ჯვე­ბას მი­ვაღ­წიე, ის მომ­პა­რეს და წა­მა­გე­ბი­ნეს. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გუ­შინ­დელ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლის, ილია მეტ­რე­ვე­ლის გა­და­ყე­ნე­ბას. მან წი­ნას­წარ­ვე იცო­და, რომ თუ ამას გა­ა­კე­თებ­დნენ, მე არა­ფე­რი ასარ­ჩე­ვი აღარ მექ­ნე­ბო­და, თუ არა ის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­დავ­დგი. მისი მხრი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­კეთ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად, ლო­გი­კუ­რი ახ­სნა ამას არ აქვს.

მე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" საკ­მა­ოდ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ვი­ყა­ვი და საკ­მა­ოდ მკა­ფიო გზავ­ნი­ლე­ბი მქონ­და. არ ვა­პი­რებ­დი ამ დო­კუ­მენ­ტის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას და არ ვა­პი­რებ­დი მათ თა­მაშ­ში შუ­ა­ში ჩად­გო­მას. მაგ­რამ თუ იქ­ნე­ბო­და გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლი, მე სხვა არა­ფე­რი მრჩე­ბო­და. გუ­შინ გა­და­ა­ყე­ნეს ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლი და მე სხვა გზა აღარ დამ­რჩა. ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­თე­ლი ხაზი გა­და­იკ­ვე­თა",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ირაკლი ოქრუაშვილი - კახა კალაძე ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის

ირაკლი ოქრუაშვილი - კახა კალაძე ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის

კახა კალაძე, რომელიც სამი წელია ჩემთან ურთიერთობაშია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა "TV პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კალაძე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მისი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესს ხელმძღვანელობდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ვიცე პრემიერმა უზრუნველყო არჩევნების შედეგების შეცვლა და მოგებული არჩევნები წააგებინა.

"კახა კალაძე, რომელიც სამი წელია ჩემთან ურთიერთობაშია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზციიდან მებრძვის. მაყურებელს რომ კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეს, რა შუაშია კახა კალაძე, მე ერთ ისტორიას მოვყვები. 2013 საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. მინდოდა, ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, გორში ქარის წისქვილების დამონტაჟება. შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მისგან სრული იგნორირება მივიღე. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ის ხელმძღვანელობდა ამას, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოებში. ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას მივაღწიე, ის მომპარეს და წამაგებინეს. ის ხელმძღვანელობდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის, ილია მეტრეველის გადაყენებას. მან წინასწარვე იცოდა, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე არაფერი ასარჩევი აღარ მექნებოდა, თუ არა ის ნაბიჯი, რომელიც გუშინ გადავდგი. მისი მხრიდან ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ სხვანაირად, ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს.

მე "ქართულ ოცნებასთან" საკმაოდ კონსტრუქციული ვიყავი და საკმაოდ მკაფიო გზავნილები მქონდა. არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და არ ვაპირებდი მათ თამაშში შუაში ჩადგომას. მაგრამ თუ იქნებოდა გადაყენებული ჩემი თანაგუნდელი, მე სხვა არაფერი მრჩებოდა. გუშინ გადააყენეს ჩემი თანაგუნდელი და მე სხვა გზა აღარ დამრჩა. ყველანაირი წითელი ხაზი გადაიკვეთა",- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."