პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავამსხვრიოთ სტერეოტიპები: ბაზრობა თუ მაღაზია?
დავამსხვრიოთ სტერეოტიპები: ბაზრობა თუ მაღაზია?

სექ­ტემ­ბრის დად­გო­მას­თან ერ­თად სას­კო­ლო სამ­ზა­დი­სი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დის - ვი­საც სკო­ლის ასა­კის ბავ­შვი ჰყავს, კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, სას­კო­ლო მზა­დე­ბის პრო­ცე­სი რამ­დე­ნად დიდ ძა­ლის­ხმე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წიგ­ნე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­წერ-კა­ლა­მი, ფან­ქრე­ბი, ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრი­ლი, სა­ხა­ზა­ვი, პლას­ტე­ლი­ნი, სა­ღე­ბა­ვე­ბი - ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს ხომ მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი სჭირ­დე­ბა?! არა­და, მშობ­ლის­თვის მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის, სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის ვრცე­ლი ნუს­ხით ბაზ­რო­ბებ­ზე ირ­ბი­ნოს და თა­ნაც ამ წი­ნა­სას­კო­ლო ორომ­ტრი­ალ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შერ­ჩე­ვაც მო­ა­ხერ­ხოს - ზოგ­ჯერ გვეჩ­ვე­ნე­ბა კი­დეც, რომ ერთი შე­ხედ­ვით წვრილ­მა­ნე­ბის შე­ძე­ნის პრო­ცესს, ბოლო არ უჩანს.

ნათ­ქვა­მია, ჩვე­უ­ლე­ბა რჯულ­ზე უმ­ტკი­ცე­სი­აო და რო­გორც ასეთ დროს ხდე­ბა ხოლ­მე, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი სას­კო­ლო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ჯერ კი­დევ ბაზ­რო­ბებს მი­ა­შუ­რებს. დიახ, რა­ტომ­ღაც ჯერ კი­დევ არ დამ­სხვრე­უ­ლა სტე­რე­ო­ტი­პი და მშო­ბელ­თა ნა­წილს ახ­ლაც ჰგო­ნია, რომ ბაზ­რო­ბა­ზე, მა­ღა­ზი­ებ­თან შე­და­რე­ბით, სა­სურ­ველ ნივთს უფრო ია­ფად შე­ი­ძენს, არა­და, რო­გორც წესი, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მომ­ხმა­რე­ბელ­თა ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ურ­ჩევ­ნია სა­ყიდ­ლებ­ზე ბაზ­რო­ბე­ბის ნაც­ვლად ბევ­რად კომ­ფორ­ტულ სა­ვაჭ­რო სივ­რცეს მი­ა­შუ­როს და სას­კო­ლო ნივ­თე­ბიც იქ იყი­დოს, სა­დაც პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, ფა­სი­სა და ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით მო­გე­ბუ­ლიც ხში­რად რჩე­ბა - ბუ­ნებ­რი­ვია, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ბა­ზა­რი გაზ­რდილ მო­თხოვ­ნას პრო­დუქ­ცი­ის დიდი ასორ­ტი­მენ­ტი­თა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­ბით პა­სუ­ხობს. მშობ­ლე­ბის­თვის კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცო­დეს, სად შე­ი­ძი­ნოს შვი­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია ხელ­საყ­რელ ფა­სად.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­და­წყვი­ტა მშობ­ლებს სას­კო­ლო სამ­ზა­დი­სი გა­უ­ად­ვი­ლოს და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც და­ეხ­მა­როს, რის­თვი­საც წი­ნა­სას­კო­ლო პე­რი­ოდ­ში ერ­თგვა­რი მცი­რე მოკ­ვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ. სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის ფა­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის რომ შეგ­ვე­და­რე­ბი­ნა, ბაზ­რო­ბებს, რამ­დე­ნი­მე სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ა­სა და "ბიბ­ლუ­სის" ქსელს ვეს­ტუმ­რეთ. რა თქმა უნდა, მა­ნამ­დე იმ სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის ნუს­ხა შე­ვად­გი­ნეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლეს სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის­თვის დას­ჭირ­დეს. სას­კო­ლო ნაკ­რე­ბის ნუს­ხა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­დის ჩან­თა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ტე­ვა­დი და გამ­ძლე უნდა იყოს, რომ სულ ცოტა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თი­სა და სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ტა­რე­ბა შეძ­ლოს. ბაზ­რო­ბებ­ზე სას­კო­ლო ჩან­თის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 35 ლა­რი­დან იწყე­ბა და 200 ლარ­საც კი აღ­წევს. რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი არც მა­ლა­ვენ, რომ 35-ლა­რი­ა­ნი ჩან­თის ხა­რის­ხი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია და ფას­საც სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს. სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ებ­ში სას­კო­ლო ჩან­თე­ბი ან არ იყი­დე­ბა, ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და და­ბა­ლი ასორ­ტი­მენ­ტით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ფასი კი ბაზ­რო­ბებ­თან შე­და­რე­ბით 10-15 ლა­რით მა­ღა­ლია. "ბიბ­ლუ­სის" ქსელ­ში კი ექ­სკლუ­ზი­უ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი, ეს­პა­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის "მონ­ტი­ჩე­ლოს" სას­კო­ლო ჩან­თე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნია რო­გორც გო­გო­ნე­ბის­თვის, ისე ვა­ჟე­ბის­თვის და მათი ფასი 35 ლა­რი­დან იწყე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სას­კო­ლო სამ­ზა­დი­სი კალ­მის, ფან­ქრე­ბი­სა და რვე­უ­ლე­ბის გა­რე­შე. რო­გორც წესი, ჩა­მოთ­ვლილ ნივ­თებს მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყი­დუ­ლო­ბენ. ბაზ­რო­ბა­ზე 48-ფურ­ცლი­ა­ნი რვე­უ­ლის ფასი - 0.60-0.80 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, 30-40%-ით უფრო ძვი­რია პრო­დუქ­ცია სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა "ბიბ­ლუ­სის" ქსელს, აქ "პონ­ტოს" ფირ­მის 48-ფურ­ცლი­ა­ნი რვე­უ­ლე­ბის შე­ძე­ნა 0.50 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბაზ­რო­ბა­ზე რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი მომ­წო­დებ­ლე­ბის ფა­სებ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი, პრო­დუქ­ცი­ა­საც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იღე­ბენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, ლარი-დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, სა­კან­ცე­ლა­რიო პრო­დუქ­ცი­ის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფა­სე­ბიც გა­ზარ­დონ.

ანა­ლო­გი­უ­რად გან­სხვავ­დე­ბა ფა­სე­ბი სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც - თუ ბაზ­რო­ბებ­ზე მცი­რე ზო­მის სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლი 0,60 ლა­რი­დან 1,5 ლა­რამ­დე აღ­წევს, "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, "პონ­ტოს" სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 0,55 ლა­რი­დან იწყე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კალ­მებს, ბაზ­რო­ბებ­ზე მისი მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 20 თეთ­რია, სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ებ­ში ანა­ლო­გი­უ­რი კა­ლა­მი მი­ნი­მუმ 30%-ით ძვი­რი ღირს, "ბიბ­ლუ­სი" კი ბევ­რად ხა­რის­ხი­ან სა­წერ სა­შუ­ა­ლე­ბებს 0,15 ლა­რი­დან გთა­ვა­ზობთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბაზ­რის კვლე­ვის დროს კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცი­ი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გარ­და, "ბიბ­ლუ­სი" თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს გა­რან­ტი­რე­ბულ ხა­რისხს, დიდ არ­ჩე­ვან­სა და ხელ­საყ­რელ ფასს ჰპირ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სას­კო­ლო-სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის გარ­და, "ბიბ­ლუ­სის" ქსელ­ში სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც იყი­დე­ბა - ეს კი ნიშ­ნავს, რომ მშობ­ლებს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის სიით აქეთ-იქით სირ­ბი­ლი არ მო­გი­წევთ და ერთ სივ­რცე­ში თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ. მე­ტიც, "ბიბ­ლუ­სის" ქსელ­ში ნე­ბის­მი­ერ სას­კო­ლო შე­ნა­ძენ­ზე მომ­ხმა­რე­ბელს სა­ჩუქ­რად გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრი­ლი გა­და­ე­ცე­მა. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცის მაქ­სი­მა­ლუ­რად შექ­მნის გარ­და, და­მა­ტე­ბით, 10-დან 18 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, "ბიბ­ლუ­სი" მომ­ხმა­რე­ბელს გრან­დი­ო­ზულ სას­კო­ლო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვებ­ზე უმას­პინ­ძლებს, სა­დაც სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი ერთ სივ­რცე­ში იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სას­კო­ლო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გა­ი­მარ­თე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მშობ­ლებს შე­გიძ­ლი­ათ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­სა­მარ­თი თა­ვად­ვე აირ­ჩი­ოთ:

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" ი.ჭავ­ჭა­ვა­ძის N7

ს/ც "სითი მოლი" ქავ­თა­რა­ძის N1

ს/ქ "ისთ ფო­ინ­თი" თვა­ლჭ­რე­ლი­ძის N2 (გა­სარ­თო­ბი შე­ნო­ბა)

ს/ც "თბი­ლი­სი მოლი" აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი 16კმ. (მთა­ვა­რი ატ­რი­უ­მი)

ს/ც "სითი მოლი – გლ­და­ნი" ხი­ზა­ბავ­რის ქ. N 1

მა­რი­ამ წა­მა­ლაშ­ვი­ლი, "ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ბიბ­ლუ­სი" წლი­დან წლამ­დე ცდი­ლობს სკო­ლის და­წყე­ბამ­დე მშობ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას. სწო­რედ ამი­ტომ, "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის გარ­და, ჩვენ მათ მას­შტა­ბურ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზეც ვუ­მას­პინ­ძლებთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე ბავ­შვე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და მათ­თვის გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დავ­გეგ­მეთ - მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ შვი­ლე­ბი გა­სარ­თობ სივ­რცე­ში და­ტო­ვონ და თა­ვად სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბი მშვი­დად შე­ი­ძი­ნონ". ბიბ­ლუ­სი გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას.

R

დავამსხვრიოთ სტერეოტიპები: ბაზრობა თუ მაღაზია?

დავამსხვრიოთ სტერეოტიპები: ბაზრობა თუ მაღაზია?

სექტემბრის დადგომასთან ერთად სასკოლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის - ვისაც სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, კარგად მოეხსენება, სასკოლო მზადების პროცესი რამდენად დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. წიგნები, რვეულები, ხარისხიანი საწერ-კალამი, ფანქრები, ფერადი ქაღალდები, გაკვეთილების ცხრილი, სახაზავი, პლასტელინი, საღებავები - ნებისმიერ მოსწავლეს ხომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მისთვის აუცილებელი ნივთი სჭირდება?! არადა, მშობლისთვის მარტივი ნამდვილად არ არის, საჭირო ნივთების ვრცელი ნუსხით ბაზრობებზე ირბინოს და თანაც ამ წინასასკოლო ორომტრიალში ხარისხიანი პროდუქციის შერჩევაც მოახერხოს - ზოგჯერ გვეჩვენება კიდეც, რომ ერთი შეხედვით წვრილმანების შეძენის პროცესს, ბოლო არ უჩანს.

ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მომხმარებელთა ნაწილი სასკოლო ნივთების შესაძენად ჯერ კიდევ ბაზრობებს მიაშურებს. დიახ, რატომღაც ჯერ კიდევ არ დამსხვრეულა სტერეოტიპი და მშობელთა ნაწილს ახლაც ჰგონია, რომ ბაზრობაზე, მაღაზიებთან შედარებით, სასურველ ნივთს უფრო იაფად შეიძენს, არადა, როგორც წესი, ეს აბსოლუტურად მცდარი გადაწყვეტილებაა. მომხმარებელთა ის ნაწილი, რომელსაც ურჩევნია საყიდლებზე ბაზრობების ნაცვლად ბევრად კომფორტულ სავაჭრო სივრცეს მიაშუროს და სასკოლო ნივთებიც იქ იყიდოს, სადაც პროდუქციის სრული ასორტიმენტი ერთადაა თავმოყრილი, საბოლოოდ, ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით მოგებულიც ხშირად რჩება - ბუნებრივია, ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესში ბაზარი გაზრდილ მოთხოვნას პროდუქციის დიდი ასორტიმენტითა და განსხვავებული ფასებით პასუხობს. მშობლებისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდეს, სად შეიძინოს შვილისთვის აუცილებელი ხარისხიანი პროდუქცია ხელსაყრელ ფასად.

„კვირის პალიტრამ“ გადაწყვიტა მშობლებს სასკოლო სამზადისი გაუადვილოს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმაროს, რისთვისაც წინასასკოლო პერიოდში ერთგვარი მცირე მოკვლევა ჩავატარეთ. საკანცელარიო ნივთების ფასები ერთმანეთისთვის რომ შეგვედარებინა, ბაზრობებს, რამდენიმე საკანცელარიო მაღაზიასა და „ბიბლუსის“ ქსელს ვესტუმრეთ. რა თქმა უნდა, მანამდე იმ საკანცელარიო ნივთების ნუსხა შევადგინეთ, რაც შეიძლება მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებისთვის დასჭირდეს. სასკოლო ნაკრების ნუსხაში აუცილებლად შედის ჩანთა, რომელიც იმდენად ტევადი და გამძლე უნდა იყოს, რომ სულ ცოტა, მთელი წლის განმავლობაში ყველა დანარჩენი საკანცელარიო ნივთისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ტარება შეძლოს. ბაზრობებზე სასკოლო ჩანთის მინიმალური ფასი 35 ლარიდან იწყება და 200 ლარსაც კი აღწევს. რეალიზატორები არც მალავენ, რომ 35-ლარიანი ჩანთის ხარისხი საკმაოდ დაბალია და ფასსაც სწორედ ეს განსაზღვრავს. საკანცელარიო მაღაზიებში სასკოლო ჩანთები ან არ იყიდება, ან მცირე რაოდენობით და დაბალი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, ფასი კი ბაზრობებთან შედარებით 10-15 ლარით მაღალია. „ბიბლუსის“ ქსელში კი ექსკლუზიურად ხარისხიანი, ესპანური წარმოების ,,მონტიჩელოს“ სასკოლო ჩანთების დიდი არჩევანია როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის და მათი ფასი 35 ლარიდან იწყება.

ბუნებრივია, წარმოუდგენელია სასკოლო სამზადისი კალმის, ფანქრებისა და რვეულების გარეშე. როგორც წესი, ჩამოთვლილ ნივთებს მშობლები ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობენ. ბაზრობაზე 48-ფურცლიანი რვეულის ფასი - 0.60-0.80 ლარამდე მერყეობს, 30-40%-ით უფრო ძვირია პროდუქცია საკანცელარიო მაღაზიებში. რაც შეეხება „ბიბლუსის“ ქსელს, აქ „პონტოს“ ფირმის 48-ფურცლიანი რვეულების შეძენა 0.50 ლარად შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ბაზრობაზე რეალიზატორები მომწოდებლების ფასებზე არიან დამოკიდებულნი, პროდუქციასაც მცირე რაოდენობით იღებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, საკანცელარიო პროდუქციის სარეალიზაციო ფასებიც გაზარდონ.

ანალოგიურად განსხვავდება ფასები სახატავი რვეულის შემთხვევაშიც - თუ ბაზრობებზე მცირე ზომის სახატავი რვეული 0,60 ლარიდან 1,5 ლარამდე აღწევს, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, „პონტოს“ სახატავი რვეულების ღირებულება 0,55 ლარიდან იწყება. რაც შეეხება კალმებს, ბაზრობებზე მისი მინიმალური ფასი 20 თეთრია, საკანცელარიო მაღაზიებში ანალოგიური კალამი მინიმუმ 30%-ით ძვირი ღირს, „ბიბლუსი“ კი ბევრად ხარისხიან საწერ საშუალებებს 0,15 ლარიდან გთავაზობთ.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის კვლევის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სპეციალური აქციისა და საინტერესო შეთავაზებების გარდა, „ბიბლუსი“ თავის მომხმარებელს გარანტირებულ ხარისხს, დიდ არჩევანსა და ხელსაყრელ ფასს ჰპირდება. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გარდა, „ბიბლუსის“ ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოებიც იყიდება - ეს კი ნიშნავს, რომ მშობლებს საჭირო ნივთების სიით აქეთ-იქით სირბილი არ მოგიწევთ და ერთ სივრცეში თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქციის შეძენას შეძლებთ. მეტიც, „ბიბლუსის“ ქსელში ნებისმიერ სასკოლო შენაძენზე მომხმარებელს საჩუქრად გაკვეთილების ცხრილი გადაეცემა. ზემოთ ჩამოთვლილი საინტერესო შეთავაზებებისა და მომხმარებლისთვის კომფორტული სივრცის მაქსიმალურად შექმნის გარდა, დამატებით, 10-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, „ბიბლუსი“ მომხმარებელს გრანდიოზულ სასკოლო გამოფენა-გაყიდვებზე უმასპინძლებს, სადაც სრული ასორტიმენტი ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული. სასკოლო გამოფენა-გაყიდვა სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში გაიმართება, შესაბამისად, მშობლებს შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მისამართი თავადვე აირჩიოთ:

„ბიბლუსი გალერეა“ ი.ჭავჭავაძის N7

ს/ც „სითი მოლი“ ქავთარაძის N1

ს/ქ „ისთ ფოინთი„ თვალჭრელიძის N2 (გასართობი შენობა)

ს/ც „თბილისი მოლი“ აღმაშენებლის ხეივანი 16კმ. (მთავარი ატრიუმი)

ს/ც „სითი მოლი – გლდანი“ ხიზაბავრის ქ. N 1

მარიამ წამალაშვილი, „ბიბლუსის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: „ბიბლუსი“ წლიდან წლამდე ცდილობს სკოლის დაწყებამდე მშობლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. სწორედ ამიტომ, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის გარდა, ჩვენ მათ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვაზეც ვუმასპინძლებთ. აღსანიშნავია, რომ გამოფენა-გაყიდვაზე ბავშვებიც გავითვალისწინეთ და მათთვის გასართობი ღონისძიებები დავგეგმეთ - მშობლებს შეუძლიათ შვილები გასართობ სივრცეში დატოვონ და თავად სასურველი ნივთები მშვიდად შეიძინონ“. ბიბლუსი გისურვებთ წარმატებული სასწავლო წლის დაწყებას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი