პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ!
 ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ!

ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში რიოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დახ­ვდნენ. აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ასე­ვე სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი და დევ­ნილ­თა მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი.

თა­ვის მხრივ ქარ­თველ­მა ოლიმ­პი­ე­ლებ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს. რო­გორც ჩემ­პი­ო­ნებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, მათი გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მხარ­და­ჭე­რაა. "მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ვი­საც ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი არ შე­ე­პა­რა. ეს გა­მარ­ჯვე­ბა არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი. ემო­ცი­ე­ბი დღეს უფრო მე­ტად გვაქვს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის აქ ყოფ­ნა ჩვენ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ.

სპორ­ტსმე­ნებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა. მისი თქმით, ეს არის ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა და სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას. "მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, ვინც შრო­მა ჩადო და სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე ასა­ხე­ლა. ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან ძლი­ე­რე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბა და ჩვენ აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლებთ სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბას", - აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ ზა­ფხუ­ლის XXXI ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ჯამ­ში 7 მე­და­ლი - 2 ოქრო, 1 ვერ­ცხლი და 4 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა, მედ­ლე­ბის ხა­რის­ხით კი 206 ქვე­ყა­ნას შო­რის 38-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე (ძა­ლოს­ნო­ბა) და ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა) გახ­დნენ, ვერ­ცხლის მე­და­ლი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა (ძი­უ­დო), ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი კი ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა (ძი­უ­დო), შმა­გი ბოლ­ქვა­ძემ (ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა), ირაკ­ლი თურ­მა­ნი­ძემ (ძა­ლოს­ნო­ბა) და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა) მო­ი­პო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ!

 ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ!

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრები დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

თავის მხრივ ქართველმა ოლიმპიელებმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ჩემპიონებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათი გამარჯვების მთავარი მიზეზი სწორედ გულშემატკივართა მხარდაჭერაა. "მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა, ვისაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარა. ეს გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის და მთელი საქართველოსი. ემოციები დღეს უფრო მეტად გვაქვს მოჭარბებული და ამდენი ადამიანის აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის წარმატება და სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. "მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც შრომა ჩადო და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე ასახელა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართველი სპორტსმენები არიან ძლიერები. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობას", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი