მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სა­სი­ა­მოვ­ნოა ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა. სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლია" - როგორ გახდა მოდელი ნინო ორდენიძე მეურნე
"სა­სი­ა­მოვ­ნოა ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა. სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლია" - როგორ გახდა მოდელი ნინო ორდენიძე მეურნე

ალ­ბათ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი - ნი­ნო ორ­დე­ნი­ძე ოდეს­მე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კი­თხე­ბით ასე და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ის წყნეთ­ში, სა­კუ­თარ აგა­რაკ­ზე, მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბამ გა­ი­ტა­ცა და ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მიჰ­ყო ხე­ლი...

- ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა დი­დი ხა­ნია მინ­დო­და, მაგ­რამ ამ საქ­მეს თა­ვი წელს მო­ვა­ბი. სა­უ­კე­თე­სო მე­ზობ­ლე­ბი მყავს და მწვა­ნილ­ზე სულ მათ­თან დავ­რ­ბო­დი, ისი­ნიც სი­ა­მოვ­ნე­ბით მიშ­ვებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ბოს­ტ­ნებ­ში. ბო­ლოს მო­მე­რი­და და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­კუ­თა­რი მწვა­ნი­ლი მო­მეყ­ვა­ნა. არა­და, ნა­თე­ლა დე­ი­და ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია, რო­ცა კი მწვა­ნილს ვთხოვ­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, - მი­დი, შვი­ლო, გა­და­დი და მოკ­რი­ფე. თან, ისე­თი კარ­გი ბოს­ტა­ნი აქვს, იქ სი­ა­რულ­მა გა­მი­ჩი­ნა სა­კუ­თა­რის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი. თა­ვი­დან, ბოს­ტ­ნის­თ­ვის მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას სა­ნამ და­ვი­წყებ­დი, კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებ­თან, ვინც ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლია და ყვე­ლა­ფე­რი იცის, კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე...

- რა ფარ­თო­ბი და­უთ­მე ბოს­ტანს?

- ალ­ბათ ასე, 300 კვ.მ და ეს ფარ­თო­ბი მთელ ეზო­ში ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი. მოკ­ლედ, ბოს­ტ­ნის­თ­ვის ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩიე. ჯერ დავ­ბა­რეთ და მი­წა გა­ვას­წო­რეთ, მე­რე კვლე­ბი გა­ვა­კე­თეთ, ნა­ყი­დი მქონ­და დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მწვა­ნი­ლე­ბის თე­სლე­ბი (ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, რე­ჰა­ნი, კა­მა, პიტ­ნა), ქინ­ძის თეს­ლი ნა­თე­ლა დე­ი­და­მაც მომ­ცა და ამ მწვა­ნი­ლის კვა­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მო­ვი­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვგიჟ­დე­ბი ქინ­ძ­ზე, კერ­ძებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ყე­ნებ, ისე­ვე, რო­გორც ნი­ორს. მაქვს წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი და წი­თე­ლი მწა­რე წი­წა­კაც. დავ­რ­გე პო­მიდ­ვ­რის ჩი­თი­ლე­ბი, დავ­თე­სე კიტ­რიც.

- 300 კვად­რა­ტი არ­ც­თუ ისე პა­ტა­რა ფარ­თო­ბია ბოს­ტ­ნის­თ­ვის.

- კი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ზა­ფხულ­ში ეს მწვა­ნი­ლი გა­მო­მად­გე­ბა... გა­ზა­ფხულ­ზე წვი­მე­ბი რომ იყო, ყვე­ლა წუხ­და ამა­ზე, მე კი­დევ მი­ხა­რო­და, რად­გა­ნაც ნა­თე­ლა დე­ი­დამ მითხ­რა, წვი­მა ბოს­ტ­ნის­თ­ვის მის­წ­რე­ბააო. ჰო­და, წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი რომ მი­ხა­რო­და, მე­გობ­რებ­თან ვამ­ბობ­დი, - რა კარ­გია, ბოს­ტანს მო­უხ­დე­ბა-მეთ­ქი. გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დ­ნენ, - ცო­ტა ხომ არ გა­აფ­რი­ნაო... სა­ნამ წყნეთ­ში ამო­ვი­დო­დით, ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი დი­ლა-სა­ღა­მოს ჩვენს ბოს­ტანს და­მა­ტე­ბით რწყავ­და. მწვა­ნი­ლი, სა­დაც მზე მე­ტად ხვდე­ბო­და, უკე­თე­სად წა­მო­ვი­და, წი­თე­ლი წი­წა­კა ცო­ტას კი ჭირ­ვე­უ­ლობ­და, - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ და­თე­სო, გა­გაწ­ვა­ლებ­სო, მაგ­რამ ვგიჟ­დე­ბი წი­თელ წი­წა­კა­ზე და უარი ვერ ვთქვი, თან, ბოს­ტანს ალა­მა­ზებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი შე­სა­ხე­და­ვია ბოს­ტა­ნი, სა­დაც ერ­თად არის წი­თე­ლი წი­წა­კა, რე­ჰა­ნი და და­ნარ­ჩე­ნი მწვა­ნი­ლი. თან, ზო­გი­ერ­თი კვა­ლი სიგ­რ­ძე­ზე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ზო­გი - სი­გა­ნე­ზე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

- დი­ზა­ი­ნიც ჩა­გირ­თავს ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა­ში.

- დი­ახ, მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ჩვენს ეზო­ში სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მი­წა აღ­მოჩ­ნ­და. არა­და, სულ ამ­ბობ­დ­ნენ, რომ წყნეთ­ში მი­წა დი­დად არ ვარ­გაო და მუდ­მი­ვად ბოლ­ნი­სის, მარ­ნე­უ­ლი­სა და მი­საქ­ცი­ე­ლის მი­წას აქებ­დ­ნენ. მოკ­ლედ, მი­წამ გაგ­ვი­მარ­თ­ლა.

- ისე­თი გა­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობ, გა­ტყობ, რომ ძა­ლი­ან მოგ­წონს მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა.

- კი, რა­ღაც სხვა ხიბ­ლი აქვს... მა­გა­ლი­თად, წახ­ვე­დი ბა­ზარ­ში, მო­ი­ტა­ნე პრო­დუქ­ტი, მათ შო­რის მწვა­ნი­ლი, ამას ისე­თი ხიბ­ლი არა აქვს, რო­გო­რიც შე­ნი ბოს­ტ­ნი­დან მო­წე­ულს, თან, რო­ცა დაგ­ჭირ­დე­ბა, ახალ-ახალს რომ მოკ­რეფ და მოწყ­ვეტ, სხვა გე­მო აქვს. ეზო­ში ტყე­მა­ლიც გვაქვს და სა­ზამ­თ­როდ ბევ­რს ვა­კე­თებთ, ჩე­მი მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლი ამის­თ­ვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"სა­სი­ა­მოვ­ნოა ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა. სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლია" - როგორ გახდა მოდელი ნინო ორდენიძე მეურნე

"სა­სი­ა­მოვ­ნოა ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა. სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლია" - როგორ გახდა მოდელი ნინო ორდენიძე მეურნე

ალ­ბათ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი - ნი­ნო ორ­დე­ნი­ძე ოდეს­მე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კითხე­ბით ასე და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ის წყნეთ­ში, სა­კუ­თარ აგა­რაკ­ზე, მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბამ გა­ი­ტა­ცა და ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მიჰ­ყო ხე­ლი...

- ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა დი­დი ხა­ნია მინ­დო­და, მაგ­რამ ამ საქ­მეს თა­ვი წელს მო­ვა­ბი. სა­უ­კე­თე­სო მე­ზობ­ლე­ბი მყავს და მწვა­ნილ­ზე სულ მათ­თან დავ­რ­ბო­დი, ისი­ნიც სი­ა­მოვ­ნე­ბით მიშ­ვებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ბოს­ტ­ნებ­ში. ბო­ლოს მო­მე­რი­და და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­კუ­თა­რი მწვა­ნი­ლი მო­მეყ­ვა­ნა. არა­და, ნა­თე­ლა დე­ი­და ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია, რო­ცა კი მწვა­ნილს ვთხოვ­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, - მი­დი, შვი­ლო, გა­და­დი და მოკ­რი­ფე. თან, ისე­თი კარ­გი ბოს­ტა­ნი აქვს, იქ სი­ა­რულ­მა გა­მი­ჩი­ნა სა­კუ­თა­რის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი. თა­ვი­დან, ბოს­ტ­ნის­თ­ვის მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას სა­ნამ და­ვიწყებ­დი, კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებ­თან, ვინც ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლია და ყვე­ლა­ფე­რი იცის, კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე...

- რა ფარ­თო­ბი და­უთ­მე ბოს­ტანს?

- ალ­ბათ ასე, 300 კვ.მ და ეს ფარ­თო­ბი მთელ ეზო­ში ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი. მოკ­ლედ, ბოს­ტ­ნის­თ­ვის ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩიე. ჯერ დავ­ბა­რეთ და მი­წა გა­ვას­წო­რეთ, მე­რე კვლე­ბი გა­ვა­კე­თეთ, ნა­ყი­დი მქონ­და დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მწვა­ნი­ლე­ბის თე­სლე­ბი (ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, რე­ჰა­ნი, კა­მა, პიტ­ნა), ქინ­ძის თეს­ლი ნა­თე­ლა დე­ი­და­მაც მომ­ცა და ამ მწვა­ნი­ლის კვა­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მო­ვი­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვგიჟ­დე­ბი ქინ­ძ­ზე, კერ­ძებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ყე­ნებ, ისე­ვე, რო­გორც ნი­ორს. მაქვს წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი და წი­თე­ლი მწა­რე წი­წა­კაც. დავ­რ­გე პო­მიდ­ვ­რის ჩი­თი­ლე­ბი, დავ­თე­სე კიტ­რიც.

- 300 კვად­რა­ტი არ­ც­თუ ისე პა­ტა­რა ფარ­თო­ბია ბოს­ტ­ნის­თ­ვის.

- კი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ზაფხულ­ში ეს მწვა­ნი­ლი გა­მო­მად­გე­ბა... გა­ზაფხულ­ზე წვი­მე­ბი რომ იყო, ყვე­ლა წუხ­და ამა­ზე, მე კი­დევ მი­ხა­რო­და, რად­გა­ნაც ნა­თე­ლა დე­ი­დამ მითხ­რა, წვი­მა ბოს­ტ­ნის­თ­ვის მის­წ­რე­ბააო. ჰო­და, წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი რომ მი­ხა­რო­და, მე­გობ­რებ­თან ვამ­ბობ­დი, - რა კარ­გია, ბოს­ტანს მო­უხ­დე­ბა-მეთ­ქი. გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დ­ნენ, - ცო­ტა ხომ არ გა­აფ­რი­ნაო... სა­ნამ წყნეთ­ში ამო­ვი­დო­დით, ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი დი­ლა-სა­ღა­მოს ჩვენს ბოს­ტანს და­მა­ტე­ბით რწყავ­და. მწვა­ნი­ლი, სა­დაც მზე მე­ტად ხვდე­ბო­და, უკე­თე­სად წა­მო­ვი­და, წი­თე­ლი წი­წა­კა ცო­ტას კი ჭირ­ვე­უ­ლობ­და, - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ და­თე­სო, გა­გაწ­ვა­ლებ­სო, მაგ­რამ ვგიჟ­დე­ბი წი­თელ წი­წა­კა­ზე და უარი ვერ ვთქვი, თან, ბოს­ტანს ალა­მა­ზებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი შე­სა­ხე­და­ვია ბოს­ტა­ნი, სა­დაც ერ­თად არის წი­თე­ლი წი­წა­კა, რე­ჰა­ნი და და­ნარ­ჩე­ნი მწვა­ნი­ლი. თან, ზო­გი­ერ­თი კვა­ლი სიგ­რ­ძე­ზე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ზო­გი - სი­გა­ნე­ზე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

- დი­ზა­ი­ნიც ჩა­გირ­თავს ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა­ში.

- დი­ახ, მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ჩვენს ეზო­ში სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მი­წა აღ­მოჩ­ნ­და. არა­და, სულ ამ­ბობ­დ­ნენ, რომ წყნეთ­ში მი­წა დი­დად არ ვარ­გაო და მუდ­მი­ვად ბოლ­ნი­სის, მარ­ნე­უ­ლი­სა და მი­საქ­ცი­ე­ლის მი­წას აქებ­დ­ნენ. მოკ­ლედ, მი­წამ გაგ­ვი­მარ­თ­ლა.

- ისე­თი გა­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობ, გატყობ, რომ ძა­ლი­ან მოგ­წონს მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა.

- კი, რა­ღაც სხვა ხიბ­ლი აქვს... მა­გა­ლი­თად, წახ­ვე­დი ბა­ზარ­ში, მო­ი­ტა­ნე პრო­დუქ­ტი, მათ შო­რის მწვა­ნი­ლი, ამას ისე­თი ხიბ­ლი არა აქვს, რო­გო­რიც შე­ნი ბოს­ტ­ნი­დან მო­წე­ულს, თან, რო­ცა დაგ­ჭირ­დე­ბა, ახალ-ახალს რომ მოკ­რეფ და მოწყ­ვეტ, სხვა გე­მო აქვს. ეზო­ში ტყე­მა­ლიც გვაქვს და სა­ზამ­თ­როდ ბევრს ვა­კე­თებთ, ჩე­მი მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლი ამის­თ­ვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნე.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება