სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ემოციური ისტორია ფეისბუქიდან: "ორივე გზაზე, ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა..."
სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ემოციური ისტორია ფეისბუქიდან: "ორივე გზაზე, ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა..."

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლის ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ას წერს და მას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს აც­ნობს:

"ეს კაცი მინ­და გა­გაც­ნოთ. აქვე ვი­ტყვი, რომ არც ჩემი ნა­თე­სა­ვია, არც ახ­ლო­ბე­ლი. ერთი, გა­მორ­ჩე­უ­ლად ნა­თელ­გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. ცოტა რომ შე­მოგ­ვრჩა - ისე­თი.

ჩემი ნო­ვე­ლის სა­თა­უ­რია "თბი­ლი­სი-ჰე­რე­თი". მაგ რე­ის­ზე დაჰ­ყავს მგზავ­რე­ბი თა­მაზს. კახ­ში (სა­ინ­გი­ლო­ში) მიჰ­ყავს და მოჰ­ყავს.

ჩვე­ნი, აგ­ვის­ტოს ომი რომ და­ი­წყო, იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა მგზავ­რო­ბის გაძ­ვი­რე­ბა. ყვე­ლა სხვა მძღოლს რომ 12 ლარს უხ­დი­და მგზავ­რი, ამ კაცს, თა­მაზს, ათად დაჰ­ყავ­და ყვე­ლა. სა­ნამ ომია, ასე იქ­ნე­ბა, იმ ორ-ორ ლარს არა­ვის გა­და­ვახ­დე­ვი­ნე­ბო. სხვა რა შე­მიძ­ლია, ვის რო­გორც შეგ­ვიძ­ლია ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა, ისე უნდა გა­მოვ­ხა­ტო­თო...

ახ­ლაც მისი "მარ­შრუტ­კით" წა­ვედ-წა­მო­ვე­დით. წლე­ბის ტრა­დი­ა­ცი­ას არც ახლა უღა­ლა­ტა. ორი­ვე გზა­ზე, ცხელ-ცხე­ლი შო­თე­ბი იყი­და მგზავ­რე­ბის­თვის და ჩა­მო­ა­რი­გა. ბევ­რი წე­ლია, ტრა­დი­ცი­ად აქვს მგზავ­რე­ბის გა­მას­პინ­ძლე­ბა. ყა­ვაც კი გვი­ყი­და ე.წ. "წყა­როს­თან," სა­დაც შე­სას­ვე­ნებ­ლად და მუხ­ლის გა­სა­მართდ ვჩერ­დე­ბით ხოლ­მე. არა­ვინ არ აკე­თებს ამას...

ამ ადა­მი­ანს თა­ვის საქ­მე უყ­ვარს. თა­ვის მგზავ­რე­ბი უყ­ვარს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ გვყავ­დეს ყვე­ლა სფე­რო­ში, რო­გო­რი ძლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით!

ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან და გა­ზე­თე­ბი­დან რომ ვი­გებთ - ამა და ამ დე­პუ­ტატ­მა გზა­ზე წაქ­ცე­უ­ლი მო­ხუ­ცი და­ი­ნა­ხა, გად­მო­ვი­და ჯი­პი­დან და წა­მოდ­გო­მა­ში და­ეხ­მა­რაო - კარ­გია, მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, რომ ასე­თი, თა­მა­ზის­ნა­ი­რი უჯი­პო, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­უ­შუ­ქე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის მხრებ­ზე დგას კა­ი­კა­ცო­ბა. ცხოვ­რე­ბის წე­სად რომ აქვთ ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და გვერ­დში დგო­მა და სულ არად და­გი­დე­ვენ, რომ წლე­ბი ისე გა­დის, მათ შე­სა­ხებ საქ­ვეყ­ნოდ არ­სად სა­უბ­რო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა "ძვი­რი ჯდე­ბა..." ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ ჯი­ბე­ში მეტ ფულს, მეტი ღი­მი­ლი ურ­ჩევ­ნი­ათ - სხვე­ბის სა­ხე­ებ­ზე...

ამ სტა­ტუსს თა­მა­ზი ვერ ნა­ხავს, არც არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა. მე მჭირ­დე­ბო­და, თქვენ­თვის მეთ­ქვა, თქვენ­თვის გა­მეც­ნო. იც­ნობ­დეთ", - წერს ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლი პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ემოციური ისტორია ფეისბუქიდან: "ორივე გზაზე, ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა..."

სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ემოციური ისტორია ფეისბუქიდან: "ორივე გზაზე, ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა..."

ჟურნალისტი ნათია როსტიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ემოციურ ისტორიას წერს და მას ინტერნეტმომხმარებლებს აცნობს:

"ეს კაცი მინდა გაგაცნოთ. აქვე ვიტყვი, რომ არც ჩემი ნათესავია, არც ახლობელი. ერთი, გამორჩეულად ნათელგულიანი ადამიანია. ცოტა რომ შემოგვრჩა - ისეთი.

ჩემი ნოველის სათაურია "თბილისი-ჰერეთი". მაგ რეისზე დაჰყავს მგზავრები თამაზს. კახში (საინგილოში) მიჰყავს და მოჰყავს.

ჩვენი, აგვისტოს ომი რომ დაიწყო, იმ პერიოდს დაემთხვა მგზავრობის გაძვირება. ყველა სხვა მძღოლს რომ 12 ლარს უხდიდა მგზავრი, ამ კაცს, თამაზს, ათად დაჰყავდა ყველა. სანამ ომია, ასე იქნება, იმ ორ-ორ ლარს არავის გადავახდევინებო. სხვა რა შემიძლია, ვის როგორც შეგვიძლია ერთმანეთის თანადგომა, ისე უნდა გამოვხატოთო...

ახლაც მისი "მარშრუტკით" წავედ-წამოვედით. წლების ტრადიაციას არც ახლა უღალატა. ორივე გზაზე, ცხელ-ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა. ბევრი წელია, ტრადიციად აქვს მგზავრების გამასპინძლება. ყავაც კი გვიყიდა ე.წ. "წყაროსთან," სადაც შესასვენებლად და მუხლის გასამართდ ვჩერდებით ხოლმე. არავინ არ აკეთებს ამას...

ამ ადამიანს თავის საქმე უყვარს. თავის მგზავრები უყვარს. ასეთი ადამიანები რომ გვყავდეს ყველა სფეროში, როგორი ძლიერები ვიქნებოდით!

ტელევიზორიდან და გაზეთებიდან რომ ვიგებთ - ამა და ამ დეპუტატმა გზაზე წაქცეული მოხუცი დაინახა, გადმოვიდა ჯიპიდან და წამოდგომაში დაეხმარაო - კარგია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთი, თამაზისნაირი უჯიპო, ტელევიზიით გაუშუქებელი ადამიანის მხრებზე დგას კაიკაცობა. ცხოვრების წესად რომ აქვთ ადამიანების სიყვარული და გვერდში დგომა და სულ არად დაგიდევენ, რომ წლები ისე გადის, მათ შესახებ საქვეყნოდ არსად საუბრობენ, რომ ადამიანებზე ზრუნვა "ძვირი ჯდება..." ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ ჯიბეში მეტ ფულს, მეტი ღიმილი ურჩევნიათ - სხვების სახეებზე...

ამ სტატუსს თამაზი ვერ ნახავს, არც არაფერში სჭირდება. მე მჭირდებოდა, თქვენთვის მეთქვა, თქვენთვის გამეცნო. იცნობდეთ", - წერს ნათია როსტიაშვილი პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს