მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიო დამწერლობის ისტორია შეცვალოს
უნიკალური აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიო დამწერლობის ისტორია შეცვალოს

1 წლის წინ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გრაკ­ლი­ა­ნის უნი­კა­ლუ­რი წარ­წე­რა, ამე­რი­კის, კერ­ძოდ, მა­ი­ა­მის ბეტა ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ ძვ.წ XI-X სა­უ­კუ­ნე­ებს მი­ა­კუთ­ვნა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს მსოფ­ლიო დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რია.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ვახ­ტან ლი­ჩე­ლის აზ­რით, დღემ­დე უც­ნო­ბი წარ­წე­რა გრაკ­ლი­ა­ნის სა­კურ­თხე­ველ­ზე ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის 3000 წლის ის­ტო­რი­ას ცხად­ყოფს.

ლი­ჩე­ლის გან­მარ­ტე­ბით, გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპე­დი­ცი­ამ, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს გა­თხრებს, წარ­წე­რის თა­რი­ღის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით ნი­მუ­შე­ბი მა­ი­ა­მის (აშშ) ბეტა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­აგ­ზავ­ნა, რომ­ლის მიერ დად­გე­ნი­ლი თა­რი­ღი - ძვ.წ. XI-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­რი­ღის კი­დევ ერთხელ გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ნი­მუ­შე­ბი უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია იტა­ლი­ა­ში.

გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გებ­მა გა­თხრე­ბი 2008 წელს და­ი­წყეს, სა­დაც თსუ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ვე­ლე პრაქ­ტი­კის ბა­ზაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ პე­რი­ოდ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თეს.

2015 წელს გრაკ­ლი­ა­ნის გო­რის გა­თხრე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლოა და­ფიქ­სირ­და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ძვ.წ. VII სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი ორი სა­კურ­თხევ­ლით, რომ­ლებ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბი დამ­წერ­ლო­ბის ტექ­სტე­ბი. უნი­კა­ლუ­რი წარ­წე­რა სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­ულ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დამ­წერ­ლო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გე­ბი არ აქვს.

ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნით დას­ტურ­დე­ბა, რომ 2700- 3000 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­წერ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ამ ფაქ­ტმა და ადრე აღ­მო­ჩე­ნილ­მა მა­სა­ლებ­მა, შე­საძ­ლოა, ძვ.წ. VII-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, კერ­ძოდ, ქარ­თლის ის­ტო­რი­ის გარ­კვე­უ­ლი ეტა­პიც შეც­ვა­ლოს. დამ­წერ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი, ამ ტა­ძარ­ში გა­მარ­თუ­ლია 2 სა­კურ­თხე­ვე­ლი და ორი­ვე სა­კურ­თხე­ველ­ზე არის წარ­წე­რა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ერთ მათ­გან­ზე, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თი­თაა, თი­ხით არის გა­მოყ­ვა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ასო და მე­ო­რე სა­კურ­თხევ­ლის პოს­ტა­მენ­ტის შუბ­ლი მთლი­ა­ნად არის და­ფა­რუ­ლი წარ­წე­რით.

ნა­ხეთ მეტი ფოტო აქ

გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად ქვის ხა­ნი­დან ან­ტი­კურ პე­რი­ო­დამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უწყვე­ტი ციკ­ლი და­დას­ტურ­და. სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის 11 კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნის გა­თხრის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი - პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბი, გვი­ან­დე­ლი პე­რი­ო­დის სა­კულ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი და სხვა. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სუ­რა­თი მი­ი­ღეს: იმ პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ჯრით მიდ­გმუ­ლი შე­ნო­ბე­ბის ერთი კვარ­ტა­ლი. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მო­ჩე­ნაა ძვ.წ. IV ათას­წლე­უ­ლის სა­ბეჭ­და­ვე­ბი, რომ­ლის ანა­ლო­გი სამ­ხრეთ მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში, ურუქ­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი; ძვ.წ. V-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ოქ­როს დის­კო, რომ­ლის ანა­ლო­გი არ­სე­ბობს ქ. სუ­ზა­ში (ირა­ნი).

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა აღ­მო­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­კულ­ტო ოთა­ხი. მათ შო­რის სა­კულ­ტო წის­ქვი­ლი - 3 ხელ­საფ­ქვა­ვი, რო­მელ­შიც წმინ­და ფქვი­ლი იფ­ქვე­ბო­და. წმინ­და ფქვი­ლით ღმერ­თე­ბის­თვის შე­სა­წირ პურს აცხობ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

უნიკალური აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიო დამწერლობის ისტორია შეცვალოს

უნიკალური აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიო დამწერლობის ისტორია შეცვალოს

1 წლის წინ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.

ლიჩელის განმარტებით, გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი წარწერისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა, რადგან, სავარაუდოდ, იგი საქართველოში უძველესია. აქედან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც აწარმოებს გათხრებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა, რომლის მიერ დადგენილი თარიღი - ძვ.წ. XI-X საუკუნეები, სრულიად უნიკალური მოვლენაა. ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თარიღის კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით ნიმუშები უკვე გაგზავნილია იტალიაში.

გრაკლიანის გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში არქეოლოგებმა არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.

2015 წელს გრაკლიანის გორის გათხრების შედეგად შესაძლოა დაფიქსირდა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით, რომლებზეც გამოსახულია ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტები. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგები არ აქვს.

ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700- 3000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიის გარკვეული ეტაპიც შეცვალოს. დამწერლობა აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული, ამ ტაძარში გამართულია 2 საკურთხეველი და ორივე საკურთხეველზე არის წარწერა აღმოჩენილი. ერთ მათგანზე, რომელიც დასავლეთითაა, თიხით არის გამოყვანილი რამდენიმე ასო და მეორე საკურთხევლის პოსტამენტის შუბლი მთლიანად არის დაფარული წარწერით.

ნახეთ მეტი ფოტო აქ

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ.წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი; ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).

მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი