პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორმეფობა საქართველოში და "ორი დავითის მონეტა"
ორმეფობა საქართველოში და "ორი დავითის მონეტა"

1247 წელს მონ­ღო­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტზე თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბით ერ­თდრო­უ­ლად ორი მეფე დას­ვეს: და­ვით-ულუ, ძე ლაშა გი­ორ­გი­სა, რო­მე­ლიც რუ­სუ­და­ნის სი­ცო­ცხლე­ში რუ­მის სულ­თან­თან პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ვით-ნა­რი­ნი, ძე რუ­სუ­და­ნი­სა. 1259 წელს და­ვით-ნა­რი­ნი მონ­ღო­ლებს აუ­ჯანყდა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვი­და. და­ვით-ულუ კი აღ­მო­სავ­ლეთ­ში დარ­ჩა.

1260 წელს თა­ვად და­ვით-ულუც გა­ნუდ­გა მონ­ღო­ლებს და სამ­ცხის სპა­სა­ლარ­თან, სარ­გის ჯა­ყელ­თან, შე­ა­ფა­რა თავი. ქარ­თუ­ლი მხედ­რო­ბა მონ­ღოლ­თა მო­თხოვ­ნი­სა­მებრ, მო­რიგ ლაშ­ქრო­ბა­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად შეკ­რე­ბი­ლი­ყო. და­ვით-ულუმ ერის­თა­ვებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის აღარ აპი­რებ­და მონ­ღოლ­თა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მი­თი­თე­ბით ცხოვ­რე­ბას, აღარ ეახ­ლე­ბო­და ყა­ენს. მე­ფეს, ერის­თა­ვებს შო­რის, მხარ­და­ჭე­რა მხო­ლოდ სარ­გის ჯა­ყელ­მა ცი­ხის­ჯვა­რელ­მა გა­მო­უ­ცხა­და.

რო­დე­საც და­ვით-ულუს და­სას­ჯე­ლად მონ­ღო­ლუ­რი მხედ­რო­ბა და­იძ­რა, სარ­გის ჯა­ყელ­მა მტრებს ხელ­ში არ ჩა­უგ­დო მეფე და დიდი პა­ტი­ვით გა­ა­ცი­ლა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ვით-ნა­რინ­თან. ნა­რინ­მა სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო ბი­ძაშ­ვი­ლი. და­ვით-ულუ 1263 წლამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა. მათი ერ­თად მე­ფო­ბის დროს მო­იჭ­რა ბი­ზან­ტი­უ­რი ტი­პის ვერ­ცხლის მო­ნე­ტა, რო­მე­ლიც "ორი და­ვი­თის მო­ნე­ტის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

დრა­მა. ვერ­ცხლი. და­ვით VI ნა­რი­ნი (1247-1293) და და­ვით VII ულუ (1247-1270)

Av. გა­მო­სა­ხუ­ლია ორი მეფე. მათ შო­რის ლა­ბა­რუ­მი. ქარ­თუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "მე­ფეთ მეფე და­ვით. და­ვით მეფე".

Rv. გა­მო­სა­ხუ­ლია ღვთის­მშო­ბე­ლი. ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "დე­დაი ღვთი­საი".

გა­ი­გეთ მეტი "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის" შე­სა­ხებ

გა­მო­ი­წე­რეთ მო­ნე­ტე­ბის წიგ­ნი-ალ­ბო­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ორმეფობა საქართველოში და "ორი დავითის მონეტა"

ორმეფობა საქართველოში და "ორი დავითის მონეტა"

1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით-ულუ, ძე ლაშა გიორგისა, რომელიც რუსუდანის სიცოცხლეში რუმის სულთანთან პატიმრობაში იმყოფებოდა და დავით-ნარინი, ძე რუსუდანისა. 1259 წელს დავით-ნარინი მონღოლებს აუჯანყდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. დავით-ულუ კი აღმოსავლეთში დარჩა.

1260 წელს თავად დავით-ულუც განუდგა მონღოლებს და სამცხის სპასალართან, სარგის ჯაყელთან, შეაფარა თავი. ქართული მხედრობა მონღოლთა მოთხოვნისამებრ, მორიგ ლაშქრობაში გასამგზავრებლად შეკრებილიყო. დავით-ულუმ ერისთავებს განუცხადა, რომ ის აღარ აპირებდა მონღოლთა შეურაცხმყოფელი მითითებით ცხოვრებას, აღარ ეახლებოდა ყაენს. მეფეს, ერისთავებს შორის, მხარდაჭერა მხოლოდ სარგის ჯაყელმა ციხისჯვარელმა გამოუცხადა.

როდესაც დავით-ულუს დასასჯელად მონღოლური მხედრობა დაიძრა, სარგის ჯაყელმა მტრებს ხელში არ ჩაუგდო მეფე და დიდი პატივით გააცილა დასავლეთ საქართველოში, დავით-ნარინთან. ნარინმა სიხარულით მიიღო ბიძაშვილი. დავით-ულუ 1263 წლამდე დასავლეთ საქართველოში დარჩა. მათი ერთად მეფობის დროს მოიჭრა ბიზანტიური ტიპის ვერცხლის მონეტა, რომელიც "ორი დავითის მონეტის" სახელითაა ცნობილი.

დრამა. ვერცხლი. დავით VI ნარინი (1247-1293) და დავით VII ულუ (1247-1270)

Av. გამოსახულია ორი მეფე. მათ შორის ლაბარუმი. ქართული ზედწერილი: "მეფეთ მეფე დავით. დავით მეფე".

Rv. გამოსახულია ღვთისმშობელი. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "დედაი ღვთისაი".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს