მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს ვარშავის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი დაესწრება
ნატო-ს ვარშავის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი დაესწრება

ნატო-ს რი­გით 28-ე სა­მი­ტი დღეს გა­იხ­სნე­ბა. ეს ნატო-ს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი სა­მი­ტია, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 58 ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია, მათ შო­რის 28 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო და მონ­ტე­ნეგ­რო, ასე­ვე 26 პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა და გა­ე­რო-ს, ევ­რო­კავ­ში­რის, მსოფ­ლიო ბან­კი­სა ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი.

სა­მიტს ასე­ვე და­ეს­წრე­ბა 2 500-მდე ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ტი და მე­დი­ის 2 000 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ჩრდი­ა­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გის თა­ნახ­მად, სა­მი­ტი ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი­სა და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის ან­ჯეი დუ­დას მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით გა­იხ­სნე­ბა, რის შემ­დე­გაც შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თობ­ლივ ფო­ტოს გა­და­ი­ღე­ბენ.

ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რას პირ­ვე­ლად და­ეს­წრე­ბა მონ­ტე­ნეგ­რო, რო­მე­ლიც ალი­ან­სში ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს.

ვარ­შა­ვის სა­მი­ტის პირ­ველ დღეს და­გეგ­მი­ლია პა­რა­ლე­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვა, მათ შო­რის ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე.

სა­მი­ტის მე­ო­რე დღე და­ი­წყე­ბა ავ­ღა­ნე­თის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რით, რო­მელ­საც ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტიც და­ეს­წრე­ბა. აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ის ქვეყ­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

სა­მი­ტი დას­რულ­დე­ბა ნატო-უკ­რა­ი­ნის კო­მი­სი­ის სხდო­მით და შეხ­ვედ­რით უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს­თან.

გარ­და ამი­სა, 9 ივ­ლისს ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან კო­ლე­გებს 25 ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან, სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან.

ნატო-ს ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ალი­ან­სის შე­კა­ვე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ალი­ან­სის სა­ზღვრებ­თან სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხზე.

ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი და­ამ­ტკი­ცე­ბენ ეს­ტო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში, ლიტ­ვა­სა და პო­ლო­ნეთ­ში 4 მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი ბა­ტან­ლი­ო­ნის გან­ლა­გე­ბის გეგ­მას, ასე­ვე გა­დად­გა­მენ ნა­ბი­ჯებს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­სე­ბე­ბის კუ­თხით.

ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერაყ­ში ნატო-ს საწ­ვრთნე­ლი მი­სი­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე და ხმელ­თა­შუა ზღვის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ალი­ან­სის რო­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე ნატო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ავ­ღა­ნე­თის­თვის სამ­ხედ­რო და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თან, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

პირ­ვე­ლად, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სა­მი­ტი 1957 წელს გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ნატო-ს ვარშავის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი დაესწრება

ნატო-ს ვარშავის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი დაესწრება

ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი დღეს გაიხსნება. ეს ნატო-ს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში გაიმართება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.

სამიტს ასევე დაესწრება 2 500-მდე ოფიციალური დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი.

ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, სამიტი ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრება მონტენეგრო, რომელიც ალიანსში ჯერჯერობით დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

ვარშავის სამიტის პირველ დღეს დაგეგმილია პარალელური შეხვედრების გამართვა, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

სამიტის მეორე დღე დაიწყება ავღანეთის დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც ავღანეთის პრეზიდენტიც დაესწრება. აღნიშნულ შეხვედრაში, საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ.

სამიტი დასრულდება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომით და შეხვედრით უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან.

გარდა ამისა, 9 ივლისს ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს 25 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ნატო-ს ვარშავის სამიტზე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიის გაძლიერებისა და ალიანსის საზღვრებთან სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე.

ნატო-ს წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში 4 მრავალეროვნული ბატანლიონის განლაგების გეგმას, ასევე გადადგამენ ნაბიჯებს კიბერუსაფრთხოების სისტემის გაუმჯოსებების კუთხით.

ვარშავის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისიის გახანგრძლივებაზე და ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ალიანსის როლის გაფართოებაზე.

გარდა ამისა, ვარშავის სამიტზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

პირველად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 1957 წელს გაიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."