მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დალასში დემონსტრაციის დროს 11 პოლიციელი დაჭრეს, მათგან 4 - დაიღუპა
დალასში დემონსტრაციის დროს 11 პოლიციელი დაჭრეს, მათგან 4 - დაიღუპა

გუ­შინ ღა­მით ორმა სნა­ი­პერ­მა მი­ნე­სო­ტა­სა და ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში გა­მარ­თულ დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ორი შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ფი­ლან­დო კას­ტი­ლე მი­ნე­სო­ტა­ში, ხოლო ელ­ტონ სტერ­ლინ­გი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში მოკ­ლეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან სრო­ლის დროს 4 და­ლა­სე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა და 7 და­იჭ­რა. სნა­ი­პე­რე­ბი ამაღ­ლე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან ის­როდ­ნენ. აქ­ცი­ის დროს, რო­მე­ლიც არე­უ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, და­შავ­და კი­დევ შვი­დი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, ორი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

"დამ­ნაშ­ვე­ე­ბი ორ წერ­ტილ­ში იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ ორი­ვე მხრი­დან მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის დარ­ტყმა და მო­ეკ­ლათ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი", - აცხა­დებს და­ლა­სის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დე­ვიდ ბრა­უ­ნი.

ერთ-ერთ სნა­ი­პერ­თან პო­ლი­ცი­ამ ორ­მხრი­ვი სრო­ლა გა­ა­ჩა­ღა. მე­ო­რე სნა­ი­პე­რი კი, რო­მე­ლიც ქალი აღ­მოჩ­ნდა, და­ა­კა­ვეს. ქა­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­სას­რუ­ლი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია და აპი­რებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი მოკ­ლას. "ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი და­ბომ­ბი­ლია", - გა­ნა­ცხა­და მან. პო­ლი­ცი­ამ არ იცის, ყავ­დათ თუ არა მათ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nbcnews.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

დალასში დემონსტრაციის დროს 11 პოლიციელი დაჭრეს, მათგან 4 - დაიღუპა

დალასში დემონსტრაციის დროს 11 პოლიციელი დაჭრეს, მათგან 4 - დაიღუპა

გუშინ ღამით ორმა სნაიპერმა მინესოტასა და ლუიზიანაში გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. მოქალაქეები სამართალდამცავების მიერ ორი შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ფილანდო კასტილე მინესოტაში, ხოლო ელტონ სტერლინგი პოლიციელებმა ლუიზიანაში მოკლეს.

აქციის მონაწილეების მხრიდან სროლის დროს 4 დალასელი პოლიციელი დაიღუპა და 7 დაიჭრა. სნაიპერები ამაღლებული პოზიციებიდან ისროდნენ. აქციის დროს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, დაშავდა კიდევ შვიდი სამართალდამცავი, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"დამნაშვეები ორ წერტილში იყვნენ განლაგებული, რომ ორივე მხრიდან მიეყენებინათ პოლიციელებისთვის დარტყმა და მოეკლათ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი”, - აცხადებს დალასის პოლიციის წარმომადგენელი დევიდ ბრაუნი.

ერთ-ერთ სნაიპერთან პოლიციამ ორმხრივი სროლა გააჩაღა. მეორე სნაიპერი კი, რომელიც ქალი აღმოჩნდა, დააკავეს. ქალის განცხადებით, აღსასრული მოახლოებულია და აპირებს, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი მოკლას. "ირგვლივ ყველაფერი დაბომბილია", - განაცხადა მან. პოლიციამ არ იცის, ყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები, მიმდინარეობს გამოძიება.

მომზადებულია nbcnews.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა