მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად უსაფრთხოა თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა - შეფერხებული ტურიზმი და რეკომენდაციები ტურისტებს
რამდენად უსაფრთხოა თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა - შეფერხებული ტურიზმი და რეკომენდაციები ტურისტებს

ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­ში სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბის 40-მდე ტე­რაქ­ტი მოხ­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი იყო 29 ივ­ნისს სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტი, რო­მელ­საც ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 41 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შავ­და 239.

თურ­ქეთ­ში მომ­რავ­ლე­ბულ­მა ტე­რაქ­ტებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა ტუ­რიზ­მის სფე­როს. რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, თურ­ქეთ­ში და­სას­ვე­ნე­ლად წას­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ სწო­რედ გახ­ში­რე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის ფონ­ზე იკლო. გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და ქარ­თვე­ლე­ბის ერთ-ერთ საყ­ვა­რელ ტუ­რის­ტულ მარ­შრუტ­ზე - ეგ­ვიპ­ტე­შიც.

სა­ლო­მე გორ­გო­ძე, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი: "ზო­გა­დად თურ­ქეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში წას­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ იკლო, თუმ­ცა ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი გა­ჩე­რე­ბუ­ლი რა თქმა უნდა არ არის. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ში­შის მო­მენ­ტი. ბოლო პე­რი­ოდ­ში იმა­ტა ევ­რო­პა­ში წას­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, რად­გან ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ტუ­რე­ბი აღარ ღირს ისე­თი ძვი­რი, რო­გორც ადრე იყო. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პის მი­მარ­თაც ინ­ტე­რე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თით­ქმის ყვე­ლა ფრე­ნა სტამ­ბო­ლის გავ­ლი­თაა.

თიკო მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი: "ტე­რა­ქე­ბის ფონ­ზე თურ­ქეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში წას­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჩვენ­თან არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა ტე­რაქ­ტე­ბი, ამას სამ­წუ­ხა­როდ ვერ გა­ვექ­ცე­ვით და მა­ინ­ცდა­მა­ინც თურ­ქეთს რა­ტომ უნდა ემოქ­მე­და? ჩვენ ტუ­რე­ბი გვაქვს ან­ტა­ლი­ის რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც სა­ბედ­ნი­ე­როდ არ შე­ხე­ბია ტე­რაქ­ტე­ბი, ამი­ტო­მაც წას­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სტამ­ბოლ­ში წას­ვლას მა­ინც ერი­დე­ბი­ან".

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გან­წყო­ბას არ იზი­ა­რებს "ტე­რო­რიზ­მი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის" დი­რექ­ტო­რი ბად­რი ნა­ჭყე­ბია, რო­მე­ლიც ამ­ბობს რომ ამ ეტაპ­ზე თურ­ქეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

"მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ თურ­ქეთ­ში არ იმოგ­ზა­უ­რონ. მინ­და მივ­მარ­თო ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ეგ­ვიპ­ტის ტუ­რებს ჰყი­დი­ან და ხალ­ხს არ აფრ­თხი­ლე­ბენ რო­გორ სა­შიშ ზო­ნა­ში უშ­ვე­ბენ, გონს მო­დით და ხალ­ხი გა­აფრ­თხი­ლეთ! სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბაა და ჩვე­ნი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, ხალ­ხს არ მო­უ­წო­დებს არ წა­ვიდ­ნენ თურ­ქეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში", - ამ­ბობს ბად­რი ნა­ჭყე­ბია AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას, რო­გორც უწყე­ბა­შის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­მარ­ტეს, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც მო­უ­წო­დეს მო­ქა­ლა­ქე­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ თურ­ქეთ­ში თავ­შეყ­რი­სა და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან და და­ე­მორ­ჩი­ლონ ინ­სტრუქ­ცი­ებს, რაც თურ­ქე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს აქვთ გა­ცე­მუ­ლი თურ­ქეთ­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

"სტამ­ბოლ­ში ისე­ვე რო­გორც თურ­ქე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის დონე უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თურ­ქეთ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს თავი შე­ი­კა­ვონ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა­გან და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ ცხელ ხაზ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ქ. ან­კა­რა­ში (+90 312) 690-30-40), ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს ქ. სტამ­ბოლ­ში (+90 541) 818 44 00 და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს ქ. ტრა­პი­ზონ­ში (+90 541) 326-22-26" - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე სტამ­ბო­ლის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რამდენად უსაფრთხოა თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა - შეფერხებული ტურიზმი და რეკომენდაციები ტურისტებს

რამდენად უსაფრთხოა თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა - შეფერხებული ტურიზმი და რეკომენდაციები ტურისტებს

ბოლო 6 თვის განმავლობაში თურქეთში სხვადასხვა მასშტაბის 40-მდე ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო 29 ივნისს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი, რომელსაც ბოლო მონაცემებით 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 239.

თურქეთში მომრავლებულმა ტერაქტებმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სფეროს. როგორც ტურისტული კომპანიები აცხადებენ, თურქეთში დასასვენელად წასვლის მსურველთა რაოდენობამ სწორედ გახშირებული ტერაქტების ფონზე იკლო. გამგზავრების მსურველთა რაოდენობა შემცირდა ქართველების ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ  მარშრუტზე - ეგვიპტეშიც.

სალომე გორგოძე, ტურისტული კომპანიის მენეჯერი: "ზოგადად თურქეთსა და ეგვიპტეში წასვლის მსურველთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ტურისტების ნაკადი გაჩერებული რა თქმა უნდა არ არის. არსებობს გარკვეული შიშის მომენტი. ბოლო პერიოდში იმატა ევროპაში წასვლის მსურველთა რაოდენობამ, რადგან ევროპის ქვეყნების ტურები აღარ ღირს ისეთი ძვირი, როგორც ადრე იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ევროპის მიმართაც ინტერესი შეჩერებულია იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველა ფრენა სტამბოლის გავლითაა.

თიკო მარგალიტაშვილი, ტურისტული კომპანიის მენეჯერი: "ტერაქების ფონზე თურქეთსა და ეგვიპტეში წასვლის მსურველთა რაოდენობა ჩვენთან არ შემცირებულა, მთელ მსოფლიოში ხდება ტერაქტები, ამას სამწუხაროდ ვერ გავექცევით და მაინცდამაინც თურქეთს რატომ უნდა ემოქმედა? ჩვენ ტურები გვაქვს ანტალიის რეგიონში, რომელსაც საბედნიეროდ არ შეხებია ტერაქტები, ამიტომაც წასვლის მსურველთა რაოდენობა არ შემცირებულა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლში წასვლას მაინც ერიდებიან".

ტურისტული კომპანიების განწყობას არ იზიარებს "ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის" დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელიც ამბობს რომ ამ ეტაპზე თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა სერიოზული საფრთხის შემცველია.

"მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თურქეთში არ იმოგზაურონ. მინდა მივმართო ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ეგვიპტის ტურებს ჰყიდიან და ხალხს არ აფრთხილებენ როგორ საშიშ ზონაში უშვებენ, გონს მოდით და ხალხი გააფრთხილეთ! სერიოზული საშიშროებაა და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს განცხადებას, ხალხს არ მოუწოდებს არ წავიდნენ თურქეთსა და ეგვიპტეში", - ამბობს ბადრი ნაჭყებია AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, როგორც უწყებაშის პრესსამსახურში განგვიმარტეს, თურქეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რამდენიმე გაფრთხილება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთში თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ინსტრუქციებს, რაც თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ გაცემული თურქეთში მყოფი მოქალაქეებისთვის.

"სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასევე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში (+90 541) 326-22-26" - ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე სტამბოლის ტერაქტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი