მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტი გახშირებული ავარიების მიზეზებზე: "პატრულმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი შუა ქალაქში რბოლის გამართვა"
ექსპერტი გახშირებული ავარიების მიზეზებზე: "პატრულმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი შუა ქალაქში რბოლის გამართვა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ, რო­მელ­მაც 27 წლის მო­ტო­ციკ­ლის­ტის თორ­ნი­კე სუ­ხი­აშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რა იმა­ზე, თუ რა სა­ბე­დის­წე­რო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ადეკ­ვა­ტუ­რად გა­ა­კონ­ტრო­ლონ მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა ისე, რომ არც დამ­რღვე­ვებს და­ე­მუქ­როს საფრ­თხე და არც სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს...

ექ­სპერ­ტე­ბი გაზ­რდი­ლი ავა­რი­ე­ბის რი­ცხვს სხვა­დას­ხვა მი­ზეზს უკავ­ში­რე­ბენ, მათ შო­რის საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას და არას­წორ საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. ექ­სპერტ ვა­სილ ურუ­შა­ძის თქმით კი, ზოგ­ჯერ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა პატ­რუ­ლის არა­ე­ფექ­ტუ­რი­ მუ­შა­ო­ბაც გახ­დეს:

"ყვე­ლა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­ით­ქმის­ ხოლ­მე მძღო­ლის მი­სა­მარ­თით, თუმ­ცა დიდ როლს თა­მა­შობს ინფ­რას­ტრუქ­ტუ­რაც, არას­წო­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი საგ­ზაო ნი­შა­ნი, გა­უ­მარ­თა­ვი შუქ­ნიშ­ნე­ბი, გზე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ მა­ნამ ვერ და­ვი­წყებთ­ ამ ყვე­ლაფ­რის პრე­ვენ­ცი­ას, სა­ნამ შსს-ს შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი არ მი­ი­ღე­ბენ ზო­მებს.

შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყოს პატ­რუ­ლის ზოგ­ჯერ არა­ე­ფექ­ტუ­რი­ მუ­შა­ო­ბა. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი,­ ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ახ­დე­ნენ საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცი­ას და ამის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ძა­ლი­ან და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­აა, იმის არ­ცოდ­ნა, თუ რო­გორ უნდა ებ­რძო­ლონ ისეთ მძღო­ლებს­, რომ­ლე­ბიც არ­ღვე­ვენ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, რო­გორ უნდა აღ­კვე­თონ დარ­ღვე­ვე­ბი. სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა დარ­ღვე­ვა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ტის მძღო­ლი­ თუ შე­ამ­ჩნია, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დევ­ნა და შუა ქა­ლაქ­ში რბო­ლის გა­მარ­თვა. არის ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქსე­ლი, რომ­ლი­თაც ერთი ეკი­პა­ჟი მე­ო­რეს გა­დას­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას და ასე უნდა ხდე­ბო­დეს სხვა ქუ­ჩა­ზე მისი გა­ჩე­რე­ბა და და­ჯა­რი­მე­ბა. ამის­თვის ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას ჰყავს მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბას სწო­რედ მათი მეშ­ვე­ო­ბით ახ­დე­ნენ.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას თით­ქმის არა აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, აღას­რუ­ლოს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნო­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, როცა მძღო­ლი რამ­დენ­ჯერ­მე არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს და პო­ლი­ცია არ ან ვერ ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას, დამ­რღვე­ვი და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა და მრავ­ლდე­ბა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი სრუ­ლი­ად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. ქა­ლა­ქის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა მთლი­ან კონ­ტროლ­ზე უნდა იყოს აყ­ვა­ნი­ლი, ასე­ვე უნდა იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რათა ის არ გახ­დეს ავ­ტოს­აგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.

უნდა და­ი­წყოს კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა, თუ რა­ტომ ხდე­ბა ასე. რო­დე­საც გვე­ცო­დი­ნე­ბა­, რა არის ამ ყვე­ლაფ­რის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, მხო­ლოდ მაშ­ინ შეგ­ვეძ­ლე­ბა, დავ­სა­ხოთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ვებ­რძო­ლოთ არა უკვე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო­ შემ­თხვე­ვებს, არა­მედ­ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ისი­ნი. ამ სფე­რო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი" - ამ­ბობს ურუ­შა­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია ვრცლად (თვითმხილ­ვე­ლი: "დიდი სის­წრა­ფით მის­დევ­და პატ­რუ­ლი...") "კვი­რის პა­ლიტ­რის" 4 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ექსპერტი გახშირებული ავარიების მიზეზებზე: "პატრულმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი შუა ქალაქში რბოლის გამართვა"

ექსპერტი გახშირებული ავარიების მიზეზებზე: "პატრულმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი შუა ქალაქში რბოლის გამართვა"

რამდენიმე დღის წინ თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელმაც 27 წლის მოტოციკლისტის თორნიკე სუხიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რამდენად მნიშვნელოვანია, სამართალდამცველებმა ადეკვატურად გააკონტროლონ მოძრაობის უსაფრთხოება ისე, რომ არც დამრღვევებს დაემუქროს საფრთხე და არც სხვა მოქალაქეებს...

ექსპერტები გაზრდილი ავარიების რიცხვს სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ, მათ შორის საგზაო წესების დარღვევას და არასწორ საგზაო ინფრასტრუქტურას. ექსპერტ ვასილ ურუშაძის თქმით კი, ზოგჯერ უბედური შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა პატ­რულის არაეფექტური­ მუშაობაც გახდეს:

"ყველა ასეთ შემთხვევაში ბრალდებები გამოითქმის­ ხოლმე მძღოლის მისამართით, თუმცა დიდ როლს თამაშობს ინფ­რასტრუქტურაც, არასწორად დაყენებული საგზაო ნიშანი, გაუმართავი შუქნიშნები, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ მანამ ვერ დავიწყებთ­ ამ ყველაფრის პრევენციას, სანამ შსს-ს შესაბამისი სტრუქტურები არ მიიღებენ ზომებს.

შეიძლება უბედური შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი იყოს პატ­რულის ზოგჯერ არაეფექტური­ მუშაობა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი,­ ფაქტობრივად, ვერ ახდენენ საგზაო წესების დარღვევის პრევენციას და ამის პირველი მიზეზი ძალიან დაბალი კომპეტენციაა, იმის არცოდნა, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ისეთ მძღოლებს­, რომლებიც არღვევენ მოძრაობის წესებს, როგორ უნდა აღკვეთონ დარ­ღვევები. საპატრულო ეკიპაჟმა დარღვევა და გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტის მძღოლი­ თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი დევნა და შუა ქალაქში რბოლის გამართვა. არის ვიდეოკამერებით აღჭურვილი ქსელი, რომლითაც ერთი ეკიპაჟი მეორეს გადასცემს ინფორმაციას და ასე უნდა ხდებოდეს სხვა ქუჩაზე მისი გაჩერება და დაჯარიმება. ამისთვის ევროპის ბევრ ქვეყანაში საპატრულო პოლიციას ჰყავს მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები და მათზე რეაგირებას სწორედ მათი მეშვეობით ახდენენ.

საპატრულო პოლიციას თითქმის არა აქვს იმის საშუალება, აღასრულოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონი. შესაბამისად, როცა მძღოლი რამდენჯერმე არღვევს მოძრაობის წესებს და პოლიცია არ ან ვერ ახდენს რეაგირებას, დამრღვევი დაუსჯელი რჩება და მრავლდება ისეთი შემთხვევები, როცა უსაფრთხოების წესები სრულიად უგულებელყოფილია. ქალაქის საგზაო მოძრაობა მთლიან კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, ასევე უნდა იყოს განვითარებული ინფრასტრუქტურა, რათა ის არ გახდეს ავტოს­აგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

უნდა დაიწყოს კომპლექსური კვლევა, თუ რატომ ხდება ასე. როდესაც გვეცოდინება­, რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ მაშ­ინ შეგვეძლება, დავსახოთ პრევენციული ღონისძიებები და ვებრძოლოთ არა უკვე მომხდარ ავტოსაგზაო­ შემთხვევებს, არამედ­ თავიდან ავიცილოთ ისინი. ამ სფეროში აუცილებელია სისტემური ცვლილებები" - ამბობს ურუშაძე "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

წაიკითხეთ სტატია ვრცლად (თვითმხილველი: "დიდი სისწრაფით მისდევდა პატრული...") "კვირის პალიტრის" 4 ივლისის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ