პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო მოხელე vs. მეწარმე?
საჯარო მოხელე vs. მეწარმე?

(რე­მარ­კა: ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმ­პორტ-ექ­სპორ­ტის შე­ფარ­დე­ბით და რაც უფრო მე­ტია ექ­სპორ­ტი იმ­პორტზე, მით უფრო ძლი­ე­რია ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად. ამის მსგავ­სად, კერ­ძო სექ­ტო­რის დო­მი­ნი­რე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სა­ჯა­რო სექ­ტორ­ზე, ასე­ვე წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წარ­მა­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს.

სა­ქარ­თვე­ლოს 2015 სტა­ტის­ტი­კა:

იმ­პორ­ტი სამ­ჯერ მე­ტია ექ­სპორტზე

და­საქ­მე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ოთხჯერ ჭარ­ბო­ბენ კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს)

მი­ვე­სალ­მე­ბით და გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის 3/03/2016 წ გან­ცხა­დე­ბას: (https://www.youtube.com/watch?v=0dHOJVkNldA ), რო­მელ­შიც მან ვრცლად ისა­უბ­რა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ქცე­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე და დაგ­მო სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მხრი­დან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ზღვა­რის გა­და­მე­ტე­ბა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.

ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ბიზ­ნე­სი და მე­წარ­მე­ე­ბი იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს და ეს გა­და­სა­ხა­დე­ბი ავ­სებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს. ცხა­დია, რომ ამ ბი­უ­ჯე­ტი­დან იღე­ბენ ანა­ზღა­უ­რე­ბას სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ხე­ლე­ე­ბიც. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა ბიზ­ნე­სი, მით უფრო მეტს შე­მა­ტებს ის ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას, რაც, თა­ვის მხრივ მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნა­სა და მის მო­სახ­ლე­ო­ბას, მათ შო­რის იმა­ვე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­საც. ამი­ტომ, სა­ჯა­რო პი­რე­ბის­გან სა­მარ­თლი­ა­ნი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ხელ­შემ­წყო­ბი და კო­რექ­ტუ­ლი მიდ­გო­მა კერ­ძო ბიზ­ნეს სექ­ტო­რი­სა და ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ამო­სა­ვალ წერ­ტილს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც კერ­ძო მე­წარ­მე უფრთხილ­დე­ბა თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს, ანა­ლო­გი­უ­რად უნდა უფრთხილ­დე­ბო­დეს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე კერ­ძო მე­წარ­მეს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ამ დრომ­დე არ არ­სე­ბობს ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მხრი­დან გა­დაც­დო­მის ფაქ­ტებ­ზე დრო­ულ და ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს. მა­გა­ლი­თის­თვის, წარ­მო­გიდ­გენთ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ერთ-ერთი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­ტყო­ბი­ნე­ბას, სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მხრი­დან ზღვარსგა­და­მე­ტე­ბუ­ლი და ეჭ­ვის­შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის თა­ო­ბა­ზე, სრუ­ლი­ად არაფ­რისმთქმე­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა მოყ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის მხრი­დან.

კერ­ძოდ, შპს "ეი-ბი-სი ფარ­მა­ცია" (ფარ­მა­დე­პო)-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ნანა შა­ში­აშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის. რო­გორც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავ­და "გარ­და იმი­სა, რომ სა­ა­გენ­ტო უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ხე­ლოვ­ნუ­რად აფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში შე­მო­ტა­ნას, ის ასე­ვე უხე­შად ერე­ვა და სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ხელს უშ­ლის კომ­პა­ნი­ას კა­ნო­ნი­ე­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, სულ ახ­ლა­ხანს, მიმ­დი­ნა­რე წლის 20 ნო­ემ­ბრის ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და აფ­თი­ა­ქი­დან ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი, სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­პექ­ტი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ნანა შა­ში­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და მო­ცე­მულ და­ვა­ში სა­ა­გენ­ტოს, გა­ნა­ცხა­და, რომ "მათ სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში გა­და­ა­მოწ­მეს შპს ეი-ბი-სი ფარ­მა­ცია"-ს მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფა­სე­ბი, რო­მე­ლიც სხვა კომ­პა­ნი­ებ­თან შე­და­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ფას­ნა­მა­ტე­ბით." საქ­მე გვაქვს შემ­თხვე­ვას­თან, როცა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე მე­წარ­მის სა­ზი­ა­ნოდ და მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მიზ­ნით იყე­ნებს მის თა­ნამ­დე­ბობ­რივ დაშ­ვე­ბას გარ­კვე­ულ კო­მერ­ცი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან, da amaze Segnebulad avrcelebs araswor informacias რაც ცალ­სა­ხად, მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თვის პა­სუ­ხად კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მე­ტის უფ­რო­სი­სა­გან შემ­დე­გი ში­ნა­არ­სით: " რეპ­ლი­კა ნანა შა­ში­აშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი იქნა ზო­გა­დი ფრა­ზის სა­ხით და არ ყო­ფი­ლა მოყ­ვა­ნი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი, პრო­ცენ­ტე­ბი და ფას­თა სხვა­ო­ბე­ბი.....ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­კი­თხის შეს­წავ­ლით არ და­დას­ტურ­და ნანა შა­ში­აშ­ვი­ლის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გა­დაც­დო­მის ფაქ­ტი..."

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­და­წყვი­ტოს, არის თუ არა ეს წე­რი­ლი და მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის იმ ქმე­დე­ბა­სა და გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რის გა­მოც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მხა­რემ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა. თუ სა­კი­თხი ისევ იმა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც მო­ი­აზ­რე­ბა დამ­რღვე­ვი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, მა­შინ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი გარ­და­უ­ვა­ლია და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მო­ლო­დი­ნი არ უნდა გვქო­დეს. სა­ჯა­რო უწყე­ბის ასე­თი სქე­მა მოკ­ლე ჩარ­თვას თუ მო­ახ­დენს, რაც სა­ხე­ზეა ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში. სა­უ­ბა­რი ქვეყ­ნის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ზოგი მო­ხე­ლის ასე­თი და­ო­ბე­ბუ­ლი პოსტსაბ­ჭო­უ­რი მიდ­გო­მე­ბით, ამ ეტაპ­ზე, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ზედ­მე­ტია. და ბო­ლოს, სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში თუ არ ვი­თარ­დე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად ჩლუნ­გდე­ბი.

R

საჯარო მოხელე vs. მეწარმე?

საჯარო მოხელე vs. მეწარმე?

(რემარკა: ქვეყნის ეკონომიკური სტატუსი განისაზღვრება იმპორტ-ექსპორტის შეფარდებით და რაც უფრო მეტია ექსპორტი იმპორტზე, მით უფრო ძლიერია ქვეყანა ეკონომიკურად. ამის მსგავსად, კერძო სექტორის დომინირება დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საჯარო სექტორზე, ასევე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატების მაჩვენებელს.

საქართველოს 2015 სტატისტიკა:

იმპორტი სამჯერ მეტია ექსპორტზე

დასაქმებული მოსახლეობიდან საჯარო სამსახურებში მყოფი ადამიანები ოთხჯერ ჭარბობენ კერძო სექტორში დასაქმებულებს)

მივესალმებით და გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ მინისტრის 3/03/2016 წ განცხადებას: (https://www.youtube.com/watch?v=0dHOJVkNldA ), რომელშიც მან ვრცლად ისაუბრა საჯარო მოხელეების ქცევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე და დაგმო საჯარო მოხელეთა მხრიდან თავიანთი უფლებამოსილების ზღვარის გადამეტება და სამსახურეობრივი მდგომარეობის არაკეთილსინდისიერად გამოყენება.

ყველასთვის გასაგებია, რომ ბიზნესი და მეწარმეები იხდიან გადასახადებს და ეს გადასახადები ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს. ცხადია, რომ ამ ბიუჯეტიდან იღებენ ანაზღაურებას საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებიც. შესაბამისად, რაც უფრო მეტად განვითარდება ბიზნესი, მით უფრო მეტს შემატებს ის ქვეყნის ეკონომიკას, რაც, თავის მხრივ მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანასა და მის მოსახლეობას, მათ შორის იმავე საჯარო მოხელეებსაც. ამიტომ, საჯარო პირებისგან სამართლიანი, მიუკერძოებელი, ხელშემწყობი და კორექტული მიდგომა კერძო ბიზნეს სექტორისა და ამ სფეროს წარმომადგენლების მიმართ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. როგორც კერძო მეწარმე უფრთხილდება თავის მომხმარებელს, ანალოგიურად უნდა უფრთხილდებოდეს საჯარო მოხელე კერძო მეწარმეს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის მიუხედავად, ამ დრომდე არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც საჯარო მოხელეთა მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს. მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ კონკრეტულ შემთხვევას, როცა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის შეტყობინებას, საჯარო მოხელის მხრიდან ზღვარსგადამეტებული და ეჭვისშემცველი განცხადებების გაკეთების თაობაზე, სრულიად არაფრისმთქმელი და არაადეკვატური შეფასება მოყვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან.

კერძოდ, შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“ (ფარმადეპო)-ს წარმომადგენელმა 2015 წლის დეკემბერში მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ნანა შაშიაშვილის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე რეაგირებისათვის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავდა „გარდა იმისა, რომ სააგენტო უკვე რამდენიმე თვეა, ხელოვნურად აფერხებს საქართველოში მაღალხარისხიანი ევროპული მედიკამენტების შეღავათიან ფასებში შემოტანას, ის ასევე უხეშად ერევა და სხვადასხვა მეთოდებით ხელს უშლის კომპანიას კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. მაგალითისათვის, სულ ახლახანს, მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, სადაც განიხილებოდა აფთიაქიდან ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესების დარღვევის ფაქტი, სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ინპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა, რომელიც წარმოადგენდა მოცემულ დავაში სააგენტოს, განაცხადა, რომ „მათ სპეციალურ პროგრამაში გადაამოწმეს შპს ეი-ბი-სი ფარმაცია“-ს მიერ შემოტანილი მედიკამენტების თვითღირებულება და სარეალიზაციო ფასები, რომელიც სხვა კომპანიებთან შედარებით გამოირჩევა მაღალი ფასნამატებით.“ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როცა საჯარო მოხელე მეწარმის საზიანოდ და მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით იყენებს მის თანამდებობრივ დაშვებას გარკვეულ კომერციულ ინფორმაციასთან, da amaze Segnebulad avrcelebs araswor informacias რაც ცალსახად, მისი უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული მიმართვის პასუხად კომპანიამ მიიღო წერილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამეტის უფროსისაგან შემდეგი შინაარსით: „ რეპლიკა ნანა შაშიაშვილის მიერ გამოთქმული იქნა ზოგადი ფრაზის სახით და არ ყოფილა მოყვანილი კონკრეტული ციფრები, პროცენტები და ფასთა სხვაობები.....ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლით არ დადასტურდა ნანა შაშიაშვილის მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტი...“

დაინტერესებულმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს წერილი და მიღებული ზომები, ადეკვატური რეაგირება საჯარო მოხელის იმ ქმედებასა და განცხადებებზე, რის გამოც დაზარალებულმა მხარემ პროკურატურას მიმართა. თუ საკითხი ისევ იმავე დაწესებულების გადასაწყვეტია, რომლის შემადგენლობაშიც მოიაზრება დამრღვევი საჯარო მოხელე, მაშინ ინტერესთა კონფლიქტი გარდაუვალია და ადეკვატური რეაგირების მოლოდინი არ უნდა გვქოდეს. საჯარო უწყების ასეთი სქემა მოკლე ჩართვას თუ მოახდენს, რაც სახეზეა ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში. საუბარი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე, საჯარო ინსტიტუციების ზოგი მოხელის ასეთი დაობებული პოსტსაბჭოური მიდგომებით, ამ ეტაპზე, ალბათ, ძალიან ზედმეტია. და ბოლოს, სამწუხაროდ, თანამედროვეობაში თუ არ ვითარდები, აუცილებლად ჩლუნგდები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი