სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 წლის სარძლო ბავშვთა საავადმყოფოში - ხელვაჩაურის სოფელში მასობრივი მოწამვლის ფაქტის ახალი დეტალები
16 წლის სარძლო ბავშვთა საავადმყოფოში - ხელვაჩაურის სოფელში მასობრივი მოწამვლის ფაქტის ახალი დეტალები

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში სო­ფელ სა­ტე­ხი­ა­ში 24 ადა­მი­ა­ნის ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­ფიქ­სირ­და. გუ­შინ სა­ღა­მოს ვარ­შა­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი მე­ზღვა­უ­რი ვა­ჟის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იკ­რი­ბა, წვე­უ­ლე­ბა­ზე 16 წლის სარ­ძლო ოჯახ­თან ერ­თად იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. მე­ზღვა­უ­რი ნა­ოს­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მისი იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შეკ­რე­ბი­ლე­ბი კი სა­ბო­ლო­ოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვა­ნი სარ­ძლო და კი­დევ 10 მო­ზარ­დი ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი, კი­დევ 13 ადა­მი­ა­ნი კი ბა­თუ­მის ორ სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ სუფ­რა ბო­ლომ­დე გაშ­ლი­ლიც არ იყო, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა სტუმ­რებს ხა­ჭა­პუ­რი მი­არ­თვა, მათ შო­რის ხა­ჭა­პუ­რი ჭამა 9 თვის ბავ­შვმაც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზოგს ჩა­ე­ძი­ნა, ზოგს კი გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა ჰქონ­და. მე­ზობ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ გან­ზრახ მო­წამ­ვლის ვერ­სი­ა­ზეც თუმ­ცა, არ აკონ­კრე­ტე­ბენ ვის, ან რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და მო­ე­წამ­ლა ვარ­შა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

პე­დი­ატ­რი ხა­თუ­ნა კა­კა­ბა­ძე აცხა­დებს, რომ 9 თვი­დან 16 წლამ­დე პა­ცი­ენ­ტე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან, უტარ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ექი­მი არ აკონ­კრე­ტებს რამ გა­მო­იწ­ვია ბავ­შვე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცია:

"სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ შე­მო­იყ­ვა­ნა პა­ცი­ენ­ტი, შემ­დეგ კი თვით­დი­ნე­ბით კი­დევ 10 პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და ზო­გა­დი სი­სუს­ტით, ძი­ლი­ა­ნო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბი­თა და გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბით. პა­ცი­ენ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან მო­ნი­ტო­რის ქვეშ, სა­ჭი­რო­ე­ბენ დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბას. ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა და ვე­ლო­დე­ბით რე­ზულ­ტატს", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა კა­კა­ბა­ძემ.

აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ე­რით ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­მო­რი­ცხუ­ლია, მო­წამ­ვლა სა­ვა­რა­უ­დოდ, ქი­მი­ურ­მა ნივ­თი­ე­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო საკ­ვებ პრო­დუქტთან. კერ­ძოდ, ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნინო ნი­ჟა­რა­ძე ამ­ბობს, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე მყო­ფი 26 ადა­მი­ა­ნი­დან, ხა­ჭა­პუ­რი 24-მა მი­ირ­თვა, მათ შო­რის 9 თვის ბავ­შვმაც და ყვე­ლა მათ­გა­ნი, ვინც ეს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი ჭამა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა. თუ რო­მელ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და რო­გორ იყო ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხა­ჭა­პურ­თან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრში არ აკონ­კრე­ტე­ბენ:

"ერ­თა­დერ­თი რაც ამ ოც­და­ო­თხი­ვეს აკავ­ში­რებს არის ხა­ჭა­პუ­რის მირ­თმე­ვა. თუმ­ცა საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია არ ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, უნდა იყოს ინ­ტოქ­სი­კა­ცია შე­ნა­ერ­თის საკ­ვებ პრო­დუქ­ტში არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა იყო საკ­ვებ პრო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ნინო ნი­ჟა­რა­ძემ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. გუ­შინ სა­ღა­მოს შემ­დეგ ფაქ­ტზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რის გა­მოც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო დე­ტა­ლებს არ ასა­ჯა­რო­ებს.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

16 წლის სარძლო ბავშვთა საავადმყოფოში - ხელვაჩაურის სოფელში მასობრივი მოწამვლის ფაქტის ახალი დეტალები

16 წლის სარძლო ბავშვთა საავადმყოფოში - ხელვაჩაურის სოფელში მასობრივი მოწამვლის ფაქტის ახალი დეტალები

ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. გუშინ საღამოს ვარშანიძეების ოჯახი მეზღვაური ვაჟის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბა, წვეულებაზე 16 წლის სარძლო ოჯახთან ერთად იყო დაპატიჟებული. მეზღვაური ნაოსნობაში იმყოფება, მისი იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილები კი საბოლოოდ საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ. ინტოქსიკაციის შედეგად არასრულწლოვანი სარძლო და კიდევ 10 მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში არიან მოთავსებული, კიდევ 13 ადამიანი კი ბათუმის ორ სხვადასხვა კლინიკაში.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ჯერ სუფრა ბოლომდე გაშლილიც არ იყო, ოჯახის დიასახლისმა სტუმრებს ხაჭაპური მიართვა, მათ შორის ხაჭაპური ჭამა 9 თვის ბავშვმაც. მოგვიანებით ზოგს ჩაეძინა, ზოგს კი გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. მეზობლები საუბრობენ განზრახ მოწამვლის ვერსიაზეც თუმცა, არ აკონკრეტებენ ვის, ან რატომ შეიძლებოდა მოეწამლა ვარშანიძეების ოჯახში შეკრებილები.

პედიატრი ხათუნა კაკაბაძე აცხადებს, რომ 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმი არ აკონკრეტებს რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია:

"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა პაციენტი, შემდეგ კი თვითდინებით კიდევ 10 პაციენტი შემოვიდა ზოგადი სისუსტით, ძილიანობისკენ მიდრეკილებითა და გულის რევის შეგრძნებით. პაციენტები იმყოფებიან მონიტორის ქვეშ, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალობას. ტარდება შესაბამისი კვლევა და ველოდებით რეზულტატს", - აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ჰაერით ინტოქსიკაცია გამორიცხულია, მოწამვლა სავარაუდოდ, ქიმიურმა ნივთიერებამ გამოიწვია, რომელიც დაკავშირებული იყო საკვებ პროდუქტთან. კერძოდ, ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ წვეულებაზე მყოფი 26 ადამიანიდან, ხაჭაპური 24-მა მიირთვა, მათ შორის 9 თვის ბავშვმაც და ყველა მათგანი, ვინც ეს საკვები პროდუქტი ჭამა საავადმყოფოში აღმოჩნდა. თუ რომელ ქიმიურ ნივთიერებაზეა საუბარი და როგორ იყო ის დაკავშირებული ხაჭაპურთან საზოგადოებრივ ცენტრში არ აკონკრეტებენ:

"ერთადერთი რაც ამ ოცდაოთხივეს აკავშირებს არის ხაჭაპურის მირთმევა. თუმცა საკვებით ინტოქსიკაცია არ ფიქსირდება. სავარაუდოდ, უნდა იყოს ინტოქსიკაცია შენაერთის საკვებ პროდუქტში არსებობასთან დაკავშირებით. მიზეზებზე საუბარი არის ძალიან რთული, შესაძლებელია ქიმიური ნივთიერება იყო საკვებ პროდუქტთან დაკავშირებული", - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გუშინ საღამოს შემდეგ ფაქტზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს წინასწარი გამოკვლევები, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს არ ასაჯაროებს.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა