სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერეს ხეობის მდგომარეობა სტიქიიდან 1 წლის შემდეგ - არსებობს თუ არა ტრაგედიის განმეორების საფრთხე?
ვერეს ხეობის მდგომარეობა სტიქიიდან 1 წლის შემდეგ - არსებობს თუ არა ტრაგედიის განმეორების საფრთხე?

13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ი­დან ერთი წლის შემ­დეგ, კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვე­ბი - არის თუ არა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე და რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ­ჟა­მად ხე­ო­ბა­ში.

Ambebi.ge-ს კი­თხვა­ზე, მოხ­სნი­ლია თუ არა რის­კე­ბი ვე­რეს ხე­ო­ბა­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გინ­და მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში რის­კის ზო­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც მოხ­და მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სახ­ლე­ბა და მე­რი­ის მიერ აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლია საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ზო­ნე­ბი, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­სად­გე­ნად და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს გვი­რა­ბე­ბის, ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს, ასე­ვე მდი­ნა­რე ვე­რეს კვლავ ადი­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ხე­ო­ბა და იქ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა. კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ივ­ნისს იხ­სნე­ბა ტენ­დე­რი და და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პო­ტის ფორ­მი­რე­ბა­ზე - ნა­პირ­დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. 2016 წელს მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში აშენ­დე­ბა ნა­ტან­დამ­ჭე­რი ცხა­უ­რე­ბი, რაც ძლი­ე­რი წვი­მი­სა და წყალ­დი­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვე­რეს ხე­ო­ბას და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­ი­ცავს. გარ­და ამი­სა, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, მდი­ნა­რე ვე­რეს აუზ­ში და­მონ­ტაჟ­და მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბი: ავ­ტო­მა­ტუ­რი ნა­ლექ მზო­მე­ბი, ავ­ტო­მა­ტუ­რი წყლის დო­ნის მზო­მე­ბი და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რე­ბი. შემ­დგომ­ში წყლის დო­ნის მკვეთ­რი მა­ტე­ბის ან კლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ტი­უ­ლად მოხ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის ცენ­ტრის­თვის მი­წო­დე­ბა და სა­თა­ნა­დო გაფრ­თხი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გზატ­კე­ცილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გამ­ტა­რი გვი­რა­ბე­ბის აღ­დგე­ნა-რე­კონ­სტრუქ­ცია. მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბის ნაც­ვლად (და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) აშენ­და ხიდი. სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­სა და მზი­უ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­კეთ­და ახა­ლი სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლი და წყა­ლამ­რი­დი ნა­გე­ბო­ბე­ბი" - გან­გვი­მარ­ტეს კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­ში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, თა­მარ ბაგ­რა­ტი­ას თქმით, ვე­რეს ხე­ო­ბა აყ­ვა­ნი­ლია უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია 5 სად­გუ­რი და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უხვი ნა­ლე­ქი მოვა და წყა­ლი მო­ი­მა­ტებს, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლე­ბი­დან მი­ი­ღებს ონ­ლა­ინ ინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­დას­ცემს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ზო­გი­ერთ ად­გი­ლას ისევ შენ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, რამ­დე­ნად დაშ­ვე­ბუ­ლია იმ ად­გი­ლებ­ში მშე­ნებ­ლო­ბა?

- ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის 100%-ით გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ის რის­კის ზონა გა­მოკ­ვე­თა, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი მშე­ნებ­ლო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. რის­კის ზო­ნი­დან გა­ა­სახ­ლეს მო­სახ­ლე­ო­ბაც და არა­ნა­ი­რი ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი არ არის.

გე­ო­ლოგ ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლის თქმით, 2015 წლის 13-14 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის გა­მომ­წვე­ვი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­მო­იკ­ვე­თა. "სტი­ქია გა­მო­იწ­ვია ბევ­რმა ფაქ­ტორ­მა, რომ­ლის ნა­წი­ლი ვი­თარ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო მე­ო­რე რი­გის ფაქ­ტო­რე­ბი იყო მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, რო­მელ­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­სუ­ლი უზარ­მა­ზა­რი ნა­ლე­ქი.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი ფაქ­ტო­რე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­მო­ფიტ­ვა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი მერ­ყე­ო­ბით - გა­ყინ­ვით და ა.შ. ამას გარ­და, ნაპ­რა­ლებ­ში, რო­მე­ლიც ძი­რი­თად ქან­ში გაჩ­ნდა, ჩა­სუ­ლი იყო ხის ფეს­ვე­ბი, რა­მაც კი­დევ უფრო გა­მო­იწ­ვია ამ ქა­ნე­ბის და­ნაპ­რა­ლი­ა­ნე­ბა. შემ­დეგ უკვე უშუ­ა­ლოდ მა­ი­სი-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში ეს გა­მო­ფი­ტუ­ლი გრუნ­ტი გა­ჯერ­და წყლით, წყა­ლი შე­ჩერ­და წყალ­გა­უმ­ტარ ფე­ნა­სა და გა­მო­ფი­ტულ გრუნტს შო­რის და მოხ­და ზედა ნა­წი­ლის დას­რი­ა­ლე­ბა ძი­რი­თად ქან­ზე. ამას გარ­და, იყო ძლი­ე­რი წვი­მა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ვე­რეს ხე­ო­ბა­ში წყალ­დი­დო­ბა, ამას და­ე­ა­მა­ტა 13 ივ­ნი­სის ღა­მეს მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბი, რის გა­მოც წყლის დო­ნემ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა, ანუ წყალ­დი­დო­ბა გა­და­იქ­ცა წყალ­მო­ვარ­დნად. ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა მი­ლი­ონ სა­მა­სი ათა­სი კუ­ბუ­რი მეტ­რი მი­წის მასა, რო­მე­ლიც მე­წყრის სა­ხით ჩა­ვი­და მდი­ნა­რე­ში და ამან კი­დევ უფრო გა­ზარ­და წყლის მო­ცუ­ლო­ბა. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, და­მა­ტე­ბით 20 000-მდე მორი მოხ­ვდა მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პოტ­ში, ამ­ხე­ლა მასა და­იძ­რა თბი­ლი­სის­კენ და მოხ­და ის, რაც მოხ­და.

- რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბო­და ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ვე­რეს ხე­ო­ბის­თვის ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვია, ხში­რად ხდე­ბა, უბ­რა­ლოდ სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბით, შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ ათ წე­ლი­წად­ში მოხ­დეს წყალ­დი­დო­ბა და ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ და­მან­გრე­ვე­ლი სიმ­ძლავ­რის მოვ­ლე­ნა. თუ ვლა­პა­რა­კობთ თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზე, აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მებ­ზე ანუ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გარ­კვე­უ­ლი ალ­ბა­თო­ბის პროგ­ნო­ზებ­ზე, ხოლო როცა უკვე გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნონ და სწრა­ფად გა­იყ­ვა­ნონ სტი­ქი­ის ზო­ნი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი.

- რამ­დე­ნად არის სტი­ქი­ის გა­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე?

- ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც შარ­შან იყო, ყო­ველ წელს არ ხდე­ბა. ზო­გა­დად, მდი­ნა­რე ვერე, მე­წყრუ­ლი კე­რე­ბით მდი­და­რია, მე­წყრის 50 ერ­თე­უ­ლი კე­რაა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სჭირ­დე­ბა შემ­ზა­დე­ბა, ისე რომ, ყო­ველ წელს და­იძ­რას დიდი მასა, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

A year since Tbilisi Flood: What has been done and risks that remain

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ვერეს ხეობის მდგომარეობა სტიქიიდან 1 წლის შემდეგ - არსებობს თუ არა ტრაგედიის განმეორების საფრთხე?

ვერეს ხეობის მდგომარეობა სტიქიიდან 1 წლის შემდეგ - არსებობს თუ არა ტრაგედიის განმეორების საფრთხე?

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ აქტუალურია კითხვები - არის თუ არა ვერეს ხეობაში სტიქიის განმეორების საფრთხე და რა მდგომარეობაა ამჟამად ხეობაში.

Ambebi.ge-ს კითხვაზე, მოხსნილია თუ არა რისკები ვერეს ხეობასა და მიმდებარე ტერიტორიებზე, კრიზისების მართვის საბჭოში განგვიცხადეს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგინდა მდინარე ვერეს ხეობაში რისკის ზონები, საიდანაც მოხდა მოსახლეობის გასახლება და მერიის მიერ აკრძალულია ყველანაირი სოციალური აქტივობა. მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილია საფრთხის შემცველი ზონები, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია.

დავინტერესდით, რა სამუშაოები ჩატარდა სტიქიის ზონაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და რამდენად აკმაყოფილებს გვირაბების, ხიდების მშენებლობის სტანდარტები უსაფრთხოების ნორმებს, ასევე მდინარე ვერეს კვლავ ადიდების შემთხვევაში, რამდენად დაცული იქნება ხეობა და იქ მცხოვრები მოსახლეობა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, "მიმდინარე წლის 13 ივნისს იხსნება ტენდერი და დაიწყება მუშაობა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე - ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე. 2016 წელს მდინარე ვერეს ხეობაში აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთხვევაში, ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს. გარდა ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, მდინარე ვერეს აუზში დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები: ავტომატური ნალექ მზომები, ავტომატური წყლის დონის მზომები და მეტეოროლოგიური სადგურები. შემდგომში წყლის დონის მკვეთრი მატების ან კლების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდება ინფორმაციის დამუშავების ცენტრისთვის მიწოდება და სათანადო გაფრთხილების მომზადება.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული გამტარი გვირაბების აღდგენა-რეკონსტრუქცია. მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბის ნაცვლად (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე) აშენდა ხიდი. სვანიძის ქუჩასა და მზიურის ტერიტორიაზე გაკეთდა ახალი სანიაღვრე ქსელი და წყალამრიდი ნაგებობები" - განგვიმარტეს კრიზისების მართვის საბჭოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას თქმით, ვერეს ხეობა აყვანილია უპრეცედენტო მონიტორინგის ქვეშ, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერეს ხეობაში დამონტაჟებულია 5 სადგური და იმ შემთხვევაში, თუ უხვი ნალექი მოვა და წყალი მოიმატებს, გარემოს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა წერტილებიდან მიიღებს ონლაინ ინფორმაციას და გადასცემს შესაბამის უწყებებს.

- ქალბატონო თამარ, ვერეს ხეობაში ზოგიერთ ადგილას ისევ შენდება საცხოვრებელი კორპუსები, რამდენად დაშვებულია იმ ადგილებში მშენებლობა?

- ექსტრემალური მოვლენების 100%-ით გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უწყებათაშორისი კომისიის დავალების შესაბამისად, ის რისკის ზონა გამოკვეთა, სადაც ნებისმიერი მშენებლობა აკრძალულია. რისკის ზონიდან გაასახლეს მოსახლეობაც და არანაირი ტიპის საქმიანობა დაშვებული არ არის.

გეოლოგ ლაშა სუხიშვილის თქმით, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი გამოიკვეთა. "სტიქია გამოიწვია ბევრმა ფაქტორმა, რომლის ნაწილი ვითარდებოდა წლების განმავლობაში, ხოლო მეორე რიგის ფაქტორები იყო მოკლევადიანი, რომელშიც იგულისხმება მოულოდნელად მოსული უზარმაზარი ნალექი.

გრძელვადიანი ფაქტორებიდან აღსანიშნავია გამოფიტვა, რაც გამოწვეულია ტემპერატურული მერყეობით - გაყინვით და ა.შ. ამას გარდა, ნაპრალებში, რომელიც ძირითად ქანში გაჩნდა, ჩასული იყო ხის ფესვები, რამაც კიდევ უფრო გამოიწვია ამ ქანების დანაპრალიანება. შემდეგ უკვე უშუალოდ მაისი-ივნისის პერიოდში ეს გამოფიტული გრუნტი გაჯერდა წყლით, წყალი შეჩერდა წყალგაუმტარ ფენასა და გამოფიტულ გრუნტს შორის და მოხდა ზედა ნაწილის დასრიალება ძირითად ქანზე. ამას გარდა, იყო ძლიერი წვიმა, რამაც გამოიწვია ვერეს ხეობაში წყალდიდობა, ამას დაეამატა 13 ივნისის ღამეს მოსული ნალექები, რის გამოც წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა, ანუ წყალდიდობა გადაიქცა წყალმოვარდნად. ყველაფერს დაემატა მილიონ სამასი ათასი კუბური მეტრი მიწის მასა, რომელიც მეწყრის სახით ჩავიდა მდინარეში და ამან კიდევ უფრო გაზარდა წყლის მოცულობა. ჩვენი შეფასებით, დამატებით 20 000-მდე მორი მოხვდა მდინარე ვერეს კალაპოტში, ამხელა მასა დაიძრა თბილისისკენ და მოხდა ის, რაც მოხდა.

- რამდენად შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?

- თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან ასეთი მოვლენები ვერეს ხეობისთვის ძალიან ჩვეულებრივია, ხშირად ხდება, უბრალოდ სხვადასხვა მასშტაბით, შეიძლება ყოველ ათ წელიწადში მოხდეს წყალდიდობა და ნახევარ საუკუნეში ერთხელ დამანგრეველი სიმძლავრის მოვლენა. თუ ვლაპარაკობთ თავიდან აცილებაზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს ადრეული შეტყობინების სისტემებზე ანუ კვლევაზე დაფუძნებულ გარკვეული ალბათობის პროგნოზებზე, ხოლო როცა უკვე გაფრთხილება გაცემული იქნება, სახელმწიფო სტრუქტურებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ და სწრაფად გაიყვანონ სტიქიის ზონიდან ადამიანები.

- რამდენად არის სტიქიის გამეორების საფრთხე?

- ასეთი კატასტროფული მოვლენა, რომელიც შარშან იყო, ყოველ წელს არ ხდება. ზოგადად, მდინარე ვერე, მეწყრული კერებით მდიდარია, მეწყრის 50 ერთეული კერაა, მაგრამ ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში სჭირდება შემზადება, ისე რომ, ყოველ წელს დაიძრას დიდი მასა, ეს შეუძლებელია.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

A year since Tbilisi Flood: What has been done and risks that remain

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი