პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს
რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სი საკ­მა­ოდ დარ­ღვე­უ­ლია - 150 პარ­ლა­მენ­ტა­რი­დან ქა­ლებს მხო­ლოდ 17 სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი ერ­გოთ...

რა გა­ნათ­ლე­ბა აქვთ ქარ­თველ პარ­ლა­მენ­ტარ ქა­ლებს, სად და რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფლნენ ისი­ნი, ამის გარ­კვე­ვას AMBEBI.GE შე­ე­ცა­და:

ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ის გაც­ნო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ფატი ხალ­ვა­შის პრო­ფე­სი­ამ მი­ი­პყრო. რო­გორც ირ­კვე­ვა, ფატი ხალ­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბა­თუ­მის ფი­ლი­ალ­ში ინ­ჟი­ნერ-ელექტრო­მე­ქა­ნი­კო­სის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ელექტრუ­ლი მან­ქა­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბა­საც და­ე­უფ­ლა.

იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­ი­საა კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი ქალი - ნანა ყე­ი­ნიშ­ვი­ლი. ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში, აგ­რო­ნო­მის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და - მისი სპე­ცი­ა­ლო­ბა კი მე­ხი­ლე­ო­ბა, მე­ბოსტნე­ო­ბა და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბაა.

პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ლო­გია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი. მან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბი­ო­ლო­გის სპე­ცი­ა­ლო­ბა შე­ის­წავ­ლა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სწავ­ლა სა­მარ­თალმცოდ­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო.

ქი­მი­კო­სია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი - ნინო გო­გუ­ა­ძე. მან გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო.

პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლოგ-დე­ფექ­ტო­ლო­გია პარ­ლა­მენ­ტის კი­დევ ერთი წევ­რი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე. ის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, თუმ­ცა მისი გა­ნათ­ლე­ბა ამით არ ამო­ი­წუ­რე­ბა. მაღ­რა­ძე ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლიც გახ­ლავთ, ამას­თან, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნის სტა­ტუ­სიც მი­ი­ღო.

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე. თავ­და­პირ­ვე­ლად კო­ბა­ხი­ძე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა, თუმ­ცა მა­ლე­ვე სწავ­ლა თბი­ლი­სის იუ­რი­დი­ულ ინ­სტი­ტუ­ტში იუ­რის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით გა­ნაგ­რძო.

პრო­ფე­სი­ით ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფი­ლო­ლო­გია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე. მან გა­ნათ­ლე­ბა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა.

თსუ-ში სა­მარ­თალმცოდ­ნის პრო­ფე­სი­ას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­აც ეუფ­ლე­ბო­და - ის სპე­ცი­ა­ლო­ბით იუ­რის­ტია. ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე დე­პუ­ტა­ტი მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლიც სწავ­ლობ­და.

იუ­რის­ტის დიპ­ლო­მი აქვს "რეს­პუბ­ლი­კელ" თა­მარ ხი­და­შელ­საც, რო­მელ­მაც გა­ნათ­ლე­ბა კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. ამას­თან, ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე, ესექ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და.

სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თინა ბო­კუ­ჩა­ვა­მაც. ის ფლე­თჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც დიპ­ლო­მა­ტი­ა­სა და სა­მარ­თალს და­ე­უფ­ლა.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლიც თსუ-ში და­ე­უფ­ლა იუ­რის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბას, სწავ­ლა პა­რიზ­ში გა­ნაგ­რძო, სა­დაც სა­ჯა­რო სა­მარ­თა­ლი შე­ის­წავ­ლა.

პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა თა­მარ კორ­ძა­ია, მან გა­ნათ­ლე­ბა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ალ­ში მი­ი­ღო.

სა­მარ­თალმცოდ­ნეა დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ სა­ჯა­ი­აც. და­ამ­თავ­რა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით. მა­გის­ტრა­ტუ­რის გა­სავ­ლე­ლად კი აშშ-ში ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ემ­გზავ­რა ერთი წლით.

პარ­ლა­მენ­ტში ორი ქალი დე­პუ­ტა­ტი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია - ანი მი­რო­ტა­ძე და ელი­სო ჩა­ფი­ძე, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელს სა­მარ­თალმცოდ­ნი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტის დიპ­ლო­მე­ბიც აქვს.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ე­ბის მქო­ნე ქალ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ერთი ექი­მი­ცაა - სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი და­რე­ჯან ჩხე­ტი­ა­ნი ექი­მის სპე­ცი­ა­ლო­ბას მოს­კო­ვის ი.სე­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ეუფ­ლე­ბო­და.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და რუსა შე­ლი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს

რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს

საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსი საკმაოდ დარღვეულია - 150 პარლამენტარიდან ქალებს მხოლოდ 17 სადეპუტატო მანდატი ერგოთ...

რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს, სად და რა პროფესიას დაეუფლნენ ისინი, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა:

ქალი დეპუტატების ბიოგრაფიის გაცნობისას განსაკუთრებული ყურადღება ფატი ხალვაშის პროფესიამ მიიპყრო. როგორც ირკვევა, ფატი ხალვაში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის ფაკულტეტზე სწავლობდა და ელექტრული მანქანების სპეციალობასაც დაეუფლა.

იშვიათი პროფესიისაა კიდევ ერთი დეპუტატი ქალი - ნანა ყეინიშვილი. ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, აგრონომის ფაკულტეტზე სწავლობდა - მისი სპეციალობა კი მეხილეობა, მებოსტნეობა და მევენახეობაა.

პროფესიით ბიოლოგია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხათუნა გოგორიშვილი. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგის სპეციალობა შეისწავლა, თუმცა მოგვიანებით, სწავლა სამართალმცოდნის ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.

ქიმიკოსია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი - ნინო გოგუაძე. მან განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

პროფესიით ფსიქოლოგ-დეფექტოლოგია პარლამენტის კიდევ ერთი წევრი გუგული მაღრაძე. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მისი განათლება ამით არ ამოიწურება. მაღრაძე ინგლისური ენის მასწავლებელიც გახლავთ, ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნის სტატუსიც მიიღო.

პროფესიით იურისტია ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. თავდაპირველად კობახიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის პროფესიას დაეუფლა, თუმცა მალევე სწავლა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში იურისტის სპეციალობით განაგრძო.

პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მან განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა.

თსუ-ში სამართალმცოდნის პროფესიას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც ეუფლებოდა - ის სპეციალობით იურისტია. ამავე უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე დეპუტატი მარიკა ვერულაშვილიც სწავლობდა.

იურისტის დიპლომი აქვს "რესპუბლიკელ" თამარ ხიდაშელსაც, რომელმაც განათლება კოლეგების მსგავსად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ამასთან, ის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, ესექსის უნივერსიტეტში სწავლობდა.

საზღვარგარეთ მიიღო განათლება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამაც. ის ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში სწავლობდა, სადაც დიპლომატიასა და სამართალს დაეუფლა.

ჩიორა თაქთაქიშვილიც თსუ-ში დაეუფლა იურისტის სპეციალობას, სწავლა პარიზში განაგრძო, სადაც საჯარო სამართალი შეისწავლა.

პროფესიით სამართალმცოდნეა თამარ კორძაია, მან განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მიიღო.

სამართალმცოდნეა დეპუტატი მარიამ საჯაიაც. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაციით. მაგისტრატურის გასავლელად კი აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაემგზავრა ერთი წლით.

პარლამენტში ორი ქალი დეპუტატი პროფესიით ჟურნალისტია - ანი მიროტაძე და ელისო ჩაფიძე, თუმცა ამ უკანასკნელს სამართალმცოდნისა და გერმანული ენის სპეციალისტის დიპლომებიც აქვს.

მრავალფეროვანი პროფესიების მქონე ქალ დეპუტატებს შორის ერთი ექიმიცაა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარეჯან ჩხეტიანი ექიმის სპეციალობას მოსკოვის ი.სეჩენკოს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ეუფლებოდა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა რუსა შელიამ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."