დუშეთში მცხოვრები 20 წლის სანდრო ლალიაშვილი რამოდენემი თვეა, რაც სარეკლამო სფეროშია ჩართული. სანდრომ კანის ლომების ფესტივალის კონკურსში კომპანია ABK-ს სახელით მიიღო მონაწილეობა და მეგობართან, მიხეილ თოდუასთან ერთად გამარჯვება მოიპოვა. ზაფხულში სანდრო კანში მიემგზავრება, სადაც მეწყვილესთან ერთად წარადგენს პროექტს.
სანდრო ლალიაშვილის თქმით, გრაფიკული დიზაინით 2012 წელს, ვებ გვერდის ლოგოპონდ.ცომ პოვნის შემდეგ დაინტერესდა.