პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომარ ნიშნიანიძე - ხალხი ჩვენგან ითხოვდა, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი
ომარ ნიშნიანიძე - ხალხი ჩვენგან ითხოვდა, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ომარ ნიშ­ნი­ა­ძე აცხა­დებს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ტო­ვე­ბა უჭირს. რო­გორც ომარ ნიშ­ნი­ა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით მის­თვის პარ­ტი­ა­ში დარ­ჩე­ნა­ზე არც უარი უთ­ქვამთ, არც თან­ხმო­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ელო­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აქამ­დე არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი არ ყო­ფი­ლა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­იყ­ვა­ნა.

"ჩემი ში­ნა­გა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც იყო, რომ ქვე­ყა­ნას გა­დარ­ჩე­ნა სჭირ­დე­ბო­და და მე გავ­წევ­რი­ან­დი, ვიბ­რძო­ლე. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია არის ჩვე­ნი ხა­რა­კი­რი, უპი­ა­რო­ბა არის ჩვე­ნი ხა­რა­კი­რი და ამის შე­დე­გე­ბიც გვაქვს. მე მიმ­ძიმს ჩემი გუნ­დის და­ტო­ვე­ბა, მინ­და აქ დავ­რჩე და არ და­ვუთ­მო ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მა­ინც და მა­ინც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ქება-დი­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

მინ­და დავ­რჩე, მაგ­რამ თუ მე­ტყვი­ან - არ არის აქ შენი ად­გი­ლი, პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით არ გავ­ნა­წყენ­დე­ბი და ჩემს ად­გილს მოვ­ძებ­ნი. არც გა­ნათ­ლე­ბა მაკ­ლია, არც თავ­შე­კა­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ომარ ნიშ­ნი­ა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც მისი გა­მოს­ვლე­ბი იყო ხის­ტი, ის ამით მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნებს აჟ­ღე­რებ­და.

"რო­დე­საც ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ხის­ტი, სხვა­თა შო­რის ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა­მაც მი­თხრა, ცოტა ხის­ტი იყა­ვიო, ხის­ტი თუ ვი­ყა­ვი, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნას, მათ პო­ზი­ცი­ას ვახ­მო­ვა­ნებ­დი და არ მინ­დო­და ეს ელექ­ტო­რა­ტი და­მე­კარ­გა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის". ისი­ნი ნა­წა­მე­ბი, ნა­ცე­მი და ქო­ნე­ბა­წარ­თმე­უ­ლი ხალ­ხია და ჩვენ­გან ითხოვ­დნენ, არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით კო­ჰა­ბი­ტი­რე­ბუ­ლი და დე­და­ა­ტი­რე­ბულ­ნი. ეს იყო მათი მო­თხოვ­ნა და მე მათ აზრს ვახ­მო­ვა­ნებ­დი. მე არ მეშ­ლე­ბა, რო­გორ ვიყო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, წყნა­რი და მშვი­დი. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ტონ­საც და­ვუ­წევ, მაგ­რამ უნდა მი­თხრან გუნდში, აი, ომარ, ცოტა შე­ა­ნე­ლე, მა­შინ ასე იყო სა­ჭი­რო, ახლა ასეა", - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა.

რო­გორც ნიშ­ნი­ა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი მას ვერც ერ­თგუ­ლე­ბას და­უ­წუ­ნე­ბენ და ვერ პა­სი­უ­რო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"მე ვი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რი. მე არ ვარ მა­ჩან­ჩა­ლა. ენე­ბის ცოდ­ნა­ზე თუ არის ლა­პა­რა­კი, საყ­ველ­პუ­რო ინ­გლი­სუ­რი ვიცი, მაგ­რამ ვიცი სხვა ენე­ბი, რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით, უარ­საც ვერ მე­უბ­ნე­ბი­ან და არც ჰოს. გუ­ლიც არ მომ­დის", - გა­ნა­ცხა­და ომარ ნიშ­ნი­ა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შეხ­ვდე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს.

"სა­დაც მე­ტყვი­ან ვიყო, იქ ვიქ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წავა, მა­შინ მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გუნდში იხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ომარ ნიშნიანიძე - ხალხი ჩვენგან ითხოვდა, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი

ომარ ნიშნიანიძე - ხალხი ჩვენგან ითხოვდა, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დატოვება უჭირს. როგორც ომარ ნიშნიაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯერჯერობით მისთვის პარტიაში დარჩენაზე არც უარი უთქვამთ, არც თანხმობა და ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ელოდება.

მისივე თქმით, აქამდე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა.

"ჩემი შინაგანი გადაწყვეტილებაც იყო, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა და მე გავწევრიანდი, ვიბრძოლე. ყოველთვის ვამბობდი, რომ კოჰაბიტაცია არის ჩვენი ხარაკირი, უპიარობა არის ჩვენი ხარაკირი და ამის შედეგებიც გვაქვს. მე მიმძიმს ჩემი გუნდის დატოვება, მინდა აქ დავრჩე და არ დავუთმო ისეთ ადამიანებს, რომლებიც მაინც და მაინც "ნაციონალური მოძრაობის" ქება-დიდებით არიან დაკავებულები.

მინდა დავრჩე, მაგრამ თუ მეტყვიან - არ არის აქ შენი ადგილი, პატარა ბიჭივით არ გავნაწყენდები და ჩემს ადგილს მოვძებნი. არც განათლება მაკლია, არც თავშეკავება", - განაცხადა ომარ ნიშნიაძემ.

მისივე თქმით, როდესაც მისი გამოსვლები იყო ხისტი, ის ამით მოსახლეობის ერთი ნაწილის მოთხოვნებს აჟღერებდა.

"როდესაც ვიყავი ძალიან აქტიური და ხისტი, სხვათა შორის ბატონმა ბიძინამაც მითხრა, ცოტა ხისტი იყავიო, ხისტი თუ ვიყავი, ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას, მათ პოზიციას ვახმოვანებდი და არ მინდოდა ეს ელექტორატი დამეკარგა "ქართული ოცნებისთვის". ისინი ნაწამები, ნაცემი და ქონებაწართმეული ხალხია და ჩვენგან ითხოვდნენ, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი. ეს იყო მათი მოთხოვნა და მე მათ აზრს ვახმოვანებდი. მე არ მეშლება, როგორ ვიყო დიპლომატიური, წყნარი და მშვიდი. თუ საჭირო იქნება, ტონსაც დავუწევ, მაგრამ უნდა მითხრან გუნდში, აი, ომარ, ცოტა შეანელე, მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა ასეა", - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც ნიშნიაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" ლიდერები მას ვერც ერთგულებას დაუწუნებენ და ვერ პასიურობაში დაადანაშაულებენ.

"მე ვიყავი აქტიური. მე არ ვარ მაჩანჩალა. ენების ცოდნაზე თუ არის ლაპარაკი, საყველპურო ინგლისური ვიცი, მაგრამ ვიცი სხვა ენები, რუსული, გერმანული. ჯერჯერობით, უარსაც ვერ მეუბნებიან და არც ჰოს. გულიც არ მომდის", - განაცხადა ომარ ნიშნიაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში შეხვდება ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს.

"სადაც მეტყვიან ვიყო, იქ ვიქნები", - განაცხადა ნიშნიაძემ და აღნიშნა, რომ თუ "ქართული ოცნებიდან" წავა, მაშინ მას საზოგადოება თამაზ მეჭიაურის გუნდში იხილავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."