სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საცობებია
 რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საცობებია

26 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გა­და­კეტვის გამო, მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე სა­ცო­ბე­ბია შექ­მნი­ლი. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი გამ­ზი­რის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე, ისე ვა­რა­ზის­ხევ­სა და ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თზე.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მოძ­რა­ო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ. "ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, გა­სუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - რო­გორც ქვე­ი­თე­ბი, ასე­ვე ეკი­პა­ჟე­ბი და ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად არე­გუ­ლი­რე­ბენ მოძ­რა­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მზა­დე­ბი­სა და ჩა­ტა­რე­ბის გამო შე­ი­ზღუ­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს, 00:30 სა­ა­თი­დან და­ი­კე­ტა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და ვარ­დე­ბის მო­ე­და­ნი. მოძ­რა­ო­ბა ასე­ვე შე­ი­ზღუ­და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მკვეთ ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე, კერ­ძოდ ალ. ჭავ­ჭა­ვა­ძის, მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძის, ბე­სი­კის, ლე­სია უკ­რა­ინ­კას, ჭი­ჭი­ნა­ძის, 9 აპ­რი­ლის, ფურ­ცე­ლა­ძის, უსა­ხე­ლოს, ჯორ­ჯა­ძის, ჭან­ტუ­რი­ას და მეს­ხი­ას ქუ­ჩებ­ზე.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ შე­მოვ­ლი­თი გზით - თა­ბუ­კაშ­ვი­ლი­სა და ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩებ­ზე. ჩა­მოთ­ვლილ ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებ­ზე მოძ­რა­ო­ბა 27 მა­ისს 12:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­დგე­ბა.

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საცობებია

 რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საცობებია

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, მიმდებარე ქუჩებზე საცობებია შექმნილი. ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია როგორც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მიმდებარე ქუჩებზე, ისე ვარაზისხევსა და ელბაქიძის აღმართზე.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოძრაობის დარეგულირებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ. "ყველა ქუჩაზე, სადაც მოძრაობა შეფერხებულია, გასულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - როგორც ქვეითები, ასევე ეკიპაჟები და ისინი მაქსიმალურად არეგულირებენ მოძრაობას", - განაცხადეს შსს-ში.

დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების გამო შეიზღუდა.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 00:30 საათიდან დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა ასევე შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

უწყების განმარტებით, ავტომანქანები მოძრაობენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია