საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ"
"ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ"

ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბი დღეს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­წე­სე­ბის სა­კი­თხზე ვერ შე­თან­ხმდნენ. ამის შე­სა­ხებ რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბრი­უ­სე­ლის კო­რეს­პონ­დენ­ტი რი­კარდ იოზ­ვა­კი "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ მიკ­რობ­ლოგ­ში წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 9 ივ­ნისს, ევ­რო­კავ­ში­რის იუს­ტი­ცი­ი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ღე­ბენ.

"ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მი­ზა­ნია, შე­ა­თან­ხმოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია 9 ივ­ნისს, იუს­ტი­ცი­ი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის სხდო­მა­ზე. უკ­რა­ი­ნის, კო­სო­ვო­სა და თურ­ქე­თის შე­სა­ხებ კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბენ", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კო­მი­ტეტს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­წე­სე­ბის სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე უნდა მი­ე­ღო.

გუ­შინ, ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტით მყოფ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ საბ­ჭოს სხდო­მა­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა იქ­ნე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლომ შე­ას­რუ­ლა ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია და მო­თხოვ­ნა".

"ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ"

"ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ"

ევროკავშირის ელჩები დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს.

მისი ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას 9 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.

"ევროკავშირის საბჭოს მიზანია, შეათანხმოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია 9 ივნისს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე. უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთის შესახებ კი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ამის შემდეგ მიიღებენ", - წერს ჟურნალისტი.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე უნდა მიეღო.

გუშინ, ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს სხდომაზე "საქართველოს საკითხის არსებითი განხილვა იქნება, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."