მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს - კომპანიამ აბონენტებს ტარიფები 24 თეთრამდე გაუძვირა
 "მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს - კომპანიამ აბონენტებს ტარიფები 24 თეთრამდე გაუძვირა

"მაგ­თი­კო­მის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის სტან­დარ­ტუ­ლი ტა­რი­ფის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქსე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წუთ­ში 24 თეთ­რი გახ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

გა­ზე­თი "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბი" ჯერ კი­დევ აპ­რი­ლის თვე­ში წერ­და, რომ კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მი" ტა­რი­ფე­ბის ზრდას გეგ­მავ­და. ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ამ სა­კუ­თარ მომ­ხმა­რებ­ლებს SMS შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ცნო, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია. რო­გორც შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვო­და, 27 აპ­რი­ლი­დან ტა­რი­ფე­ბი, ძი­რი­თა­დად "ბა­ნის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის იზ­რდე­ბო­და 14 თეთ­რით და წუ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 თეთ­რის ნაც­ვლად 24 თეთ­რი უნდა გახმდა­რი­ყო. თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბი შე­ე­ხო არა მხო­ლოდ "ბა­ნის" არა­მედ "მაგ­თის" აბო­ნენ­ტებ­საც. 27 აპ­რი­ლი­დან კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" აბო­ნენ­ტე­ბი წუთ­ში 24 თეთ­რად ისა­უბ­რე­ბენ, რო­გორც შიდა ქსელ­ში - "ბა­ნის", "მაგ­თის" და "ბა­ლის" აბო­ნენ­ტებ­თან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რირ მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქსე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც ჩანს, მას შემ­დეგ რაც "მაგ­თი­კომ­მა" ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დერ "კავ­კა­სუსონ­ლა­ინ­თან" და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ი­პო­ვა, ჩათ­ვა­ლა, რომ დროა მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის ბა­ზარ­ზე იაფი ტა­რი­ფე­ბის ხანა დას­რულ­დეს და 90-იანი წლე­ბის ტა­რი­ფებს უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ.

"მაგ­თი­კო­მი" 90-იან წლებ­შიც ფაქ­ტო­რი­ვად მო­ნო­პო­ლის­ტი იყო, დღე­საც იგი­ვე პო­ზი­ცი­ებს იბ­რუ­ნებს, მა­შინ 24-28 თეთ­რამ­დე მერ­ყე­ობ­და ერთი წუ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, დღე­საც იგი­ვე ტა­რი­ფებს ვუბ­რუნ­დე­ბით. ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბამ კომ­პა­ნი­ას კვლავ ტა­რი­ფე­ბის ზრდის­კენ უბიძ­გა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­და წუ­თობ­რი­ვი სა­უბ­რის გაძ­ვი­რე­ბი­სა, ასე­ვე გაძ­ვირ­და გარ­კვე­უ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი ტა­რი­ფე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ტა­რი­ფი "ზერო+" ამ­ჟა­მად მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თვე­ში 1 ლა­რია, ზა­რის წა­მო­წყე­ბა 7 თეთ­რს შე­ად­გენს, ხოლო შემ­დეგ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სა­უ­ბა­რი უფა­სოა, 27 აპ­რი­ლი­დან კი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა. ზა­რის წა­მო­წყე­ბა უკვე 10 თეთ­რი ეღი­რე­ბა, ხოლო ყო­ვე­ლი 10 წუ­თის შემ­დეგ აბო­ნენ­ტებს კიევ 10 თეთ­რი ჩა­მო­ეჭ­რე­ბათ, ანუ, თუკი აქამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7 თეთ­რს შე­ად­გენ­და, 24 აპ­რი­ლი­დან იგი 30 თეთ­რი ღირს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ: "რაც "შე­ღა­ვა­თით" გვა­ლა­პა­რა­კა, ორ­მა­გად იღებს უკან!" - "მაგ­თის" გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფე­ბი და აღ­შფო­თე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს - კომპანიამ აბონენტებს ტარიფები 24 თეთრამდე გაუძვირა

 "მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს - კომპანიამ აბონენტებს ტარიფები 24 თეთრამდე გაუძვირა

"მაგთიკომის" აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის ღირებულება, ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით, წუთში 24 თეთრი გახდა.

იხილეთ ვიდეო

გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ჯერ კიდევ აპრილის თვეში წერდა, რომ კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების ზრდას გეგმავდა. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს SMS შეტყობინების საფუძველზე ამცნო, თუმცა, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც შეტყობინებიდან ირკვევოდა, 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად "ბანის" აბონენტებისთვის იზრდებოდა 14 თეთრით და წუთის ღირებულება 10 თეთრის ნაცვლად 24 თეთრი უნდა გახმდარიყო. თუმცა, არსებული რეალობა უფრო განსხვავებული აღმოჩნდა. გაძვირებული ტარიფები შეეხო არა მხოლოდ "ბანის" არამედ "მაგთის" აბონენტებსაც. 27 აპრილიდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, როგორც შიდა ქსელში - "ბანის", "მაგთის" და "ბალის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერირ მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც "მაგთიკომმა" ოფიციალური შეთანხმება გააფორმა ინტერნეტპროვაიდერ "კავკასუსონლაინთან" და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა, ჩათვალა, რომ დროა მობილური ოპერატორების ბაზარზე იაფი ტარიფების ხანა დასრულდეს და 90-იანი წლების ტარიფებს უნდა დავუბრუნდეთ.

"მაგთიკომი" 90-იან წლებშიც ფაქტორივად მონოპოლისტი იყო, დღესაც იგივე პოზიციებს იბრუნებს, მაშინ 24-28 თეთრამდე მერყეობდა ერთი წუთის ღირებულება, დღესაც იგივე ტარიფებს ვუბრუნდებით. ბაზარზე კონკურენციის შემცირებამ კომპანიას კვლავ ტარიფების ზრდისკენ უბიძგა.

აღსანიშნავია, რომ გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდა გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც. მაგალითად, ტარიფი "ზერო+" ამჟამად მისი ღირებულება თვეში 1 ლარია, ზარის წამოწყება 7 თეთრს შეადგენს, ხოლო შემდეგ ნახევარი საათი საუბარი უფასოა, 27 აპრილიდან კი ღირებულება იზრდება. ზარის წამოწყება უკვე 10 თეთრი ეღირება, ხოლო ყოველი 10 წუთის შემდეგ აბონენტებს კიევ 10 თეთრი ჩამოეჭრებათ, ანუ, თუკი აქამდე ნახევარი საათის ღირებულება 7 თეთრს შეადგენდა, 24 აპრილიდან იგი 30 თეთრი ღირს განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ: "რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია