სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ჯაზ-პიანისტი, რომელმაც ამერიკაში მოხევური მუსიკის მოტივები ააჟღერა
ქართველი ჯაზ-პიანისტი, რომელმაც ამერიკაში მოხევური მუსიკის მოტივები ააჟღერა

ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი, მო­ხე­ვუ­რი მუ­სი­კის მო­ტი­ვე­ბი ჯა­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე­ზე ჰარ­ლემ­ში, ჯა­ზის ნა­ცი­ო­ნა­ლურ მუ­ზე­უმ­ში ბერკლის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა გი­ორ­გი მი­ქა­ძემ ააჟ­ღე­რა. ეს კომ­პო­ზი­ცია კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯა­ზის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ატ­ვირ­თეს.

გი­ორ­გი მი­ქა­ძე კონ­ცერ­ტზე მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­იწ­ვია. ღო­ნის­ძი­ე­ბის კუ­რა­ტო­რი კი მისი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, ჯონ ბა­ტის­ტა იყო. ერ­თმა­ნე­თი მათ ბა­თუმ­ში, "ბლექ სი ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­ზე" გა­იც­ნეს. ჰარ­ლემ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა ცნო­ბილ­მა მუ­სი­კო­სებ­მაც მი­ი­ღეს, მათ შო­რის ავსრტა­ლი­ე­ლი ლინ­და ოჰ იყო. ქარ­თვე­ლი ჯაზ-პი­ა­ნის­ტი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას უამ­ბობს:

"ჩემი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, რა­საც ვწერ, არის ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის გავ­ლე­ნა. ალ­ბათ ამი­ტომ მოს­წონთ, რად­გან არ ჟღერს იმ აკორდში და ჰარ­მო­ნი­ა­ში, რაც სა­ერ­თოდ ჯა­ზის მუ­სი­კა­შია. როცა რა­ი­მეს გან­სხვა­ვე­ბულს ხე­და­ვენ, ეს მოს­წონთ და ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად ხვდე­ბი­ან. რაც მთა­ვა­რია, ეს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად უნდა იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი. გე­მოვ­ნე­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, ალ­ბათ თა­ვის როლი შე­ას­რუ­ლა სწავ­ლამ კონ­ვერ­სა­ტო­რი­ა­ში, შემ­დეგ იყო ოთხი წელი ბერკლი­ში, იქ მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ბევ­რი მომ­ცა. ნი­ჭი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი იყოს, მაგ­რამ მხო­ლოდ ნი­ჭით არა­ფე­რი არ გა­მო­დის.

ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ბერკლის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლი­დან და­ი­წყო, სა­დაც სას­წავ­ლე­ბელ­მა მთლი­ა­ნად და­ფა­რა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში 60 ათა­სი დო­ლა­რია. მისი ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ი­ღო. ერთ კვი­რა­ში 26 წლის გი­ორ­გი მი­ქა­ძე ნიუ-იორ­კის მუ­სი­კა­ლურ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას და­ამ­თავ­რებს და რო­გორც ამ­ბობს, იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მის სფე­რო­ში, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ექ­ნე­ბა მას­ტე­რის ხა­რის­ხი.

გი­ორ­გი მი­ქა­ძე: მე მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი ქვეყ­ნის, თუმ­ცა მე ამას აუ­ცი­ლებ­ლად ვუბ­რუ­ნებ იმ საქ­მით, რა­საც ვა­კე­თებ. ალ­ბათ ქარ­თულ საქ­მეს ვა­კე­თებ. ორი­ვე წინა და ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­ფი­ნას­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი ბერკლი­ში. ეს ძა­ლი­ან სწო­რი მიდ­გო­მაა და ეს უნდა გა­აგ­რძე­ლოს მთავ­რო­ბამ, რად­გან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმ შე­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი, თუ სრულ­ფა­ო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ამ გა­ნათ­ლე­ბით ჩვენ ცხოვ­რე­ბას წავ­მარ­თავთ.

ჩემი მი­ზა­ნია შევ­ქმნა რამე ისე­თი,რაც დარ­ჩე­ბა მო­მა­ვალ­ში. ყვე­ლა­ფე­რი ეძღვნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბი თუ ამე­რი­კა­ში. მთა­ვა­რია საქ­მე გა­ვა­კე­თო, ვცდი­ლობ, როცა ახალ­გაზ­რდებს ვხვდე­ბი ჩემი ემო­ცია გა­დავ­ცე, რომ ქვეყ­ნის­თვის რამე გა­ა­კე­თონ რად­გან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არის გა­ნათ­ლე­ბის მხრივ ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არ არ­სე­ბობს კად­რე­ბი ათწლედ­ში, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო არის ძა­ლი­ან სუს­ტი. ჩვენ რომ მოვ­დი­ვართ აქ სას­წავ­ლებ­ლად, უნდა ვე­ცა­დოთ ეს რომ ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლია, შე­ვი­ტა­ნოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ვამ­ბობთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი ვართ თუ იმუ­შა­ვა ყვე­ლა ქარ­თველ­მა, ჩვენ­ზე ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა არ იქ­ნე­ბა.

თა­ვად შე­უძ­ლია 48 სა­ა­თი გა­დაბ­მუ­ლად, ძი­ლის გა­რე­შე იმუ­შა­ოს. ექ­ვსი ჭიქა ყავა და მო­ტი­ვა­ცია - სამ კვი­რა­ში და­სას­რუ­ლე­ბელ პრო­ექტს ორ კვი­რა­ში ას­რუ­ლებს. მის მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­დე­ბა. სა­ზა­ფხუ­ლო ტური რო­მე­ლიც ბოკა-რა­ტო­ნი­დან, ფლო­რი­დი­დან იწყე­ბა და ევ­რო­პის 6 ქვე­ყა­ნა­ში გრძელ­დე­ბა 12 გრე­მის მფლო­ბელ ლი რი­ტე­ი­ნე­რის ჯაზ-ბენდთან ერ­თად. ივ­ნი­სის ბო­ლოს ლე­გენ­და­რულ დრა­მერ­თან ჯეკ დი­ჟო­ნეტ­თან ახალ პრო­ექ­ტზე, მიკ­რო­ტო­ნა­ლუ­რი მუ­სი­კის ალ­ბომ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. 26 წლის ჯაზ-პი­ა­ნის­ტის კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია გა­სულ წელს "ნიუ-პორ­ტის" ჯაზ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გი­ორ­გი მი­ქა­ძე ამ ფეს­ტი­ვალ­ში მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა 82 წლის ჯორჯ ვე­ინ­მა მი­იწ­ვია.

გი­ორ­გი მი­ქა­ძე: იქ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლო­ე­ბა შარ­შან. ამ ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი სა­ერ­თოდ არას­დროს ნახ­სე­ნე­ბი არ იყო მა­ნამ­დე. სა­ერ­თოდ კი ძა­ლი­ან კარგ მუ­სი­კო­სებ­საც არ აქვთ დაკ­რუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა იქ. რთუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია, მხო­ლოდ 5 გრე­მის მფლო­ბე­ლე­ბი და ასე­თი დო­ნის მუ­სი­კო­სე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ აფი­შა­ზე მხო­ლოდ ჩემი გვა­რი იყო უც­ნო­ბი.

წყა­რო: amerikiskhma.com

ქართველი ჯაზ-პიანისტი, რომელმაც ამერიკაში მოხევური მუსიკის მოტივები ააჟღერა

ქართველი ჯაზ-პიანისტი, რომელმაც ამერიკაში მოხევური მუსიკის მოტივები ააჟღერა

ქართული ხალხური, მოხევური მუსიკის მოტივები ჯაზის საერთაშორისო დღეზე ჰარლემში, ჯაზის ნაციონალურ მუზეუმში ბერკლის მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულმა გიორგი მიქაძემ ააჟღერა. ეს კომპოზიცია კონცერტის დასრულების შემდეგ ჯაზის ნაციონალური მუზეუმის ფეისბუქის გვერდზე ატვირთეს.

გიორგი მიქაძე კონცერტზე მუზეუმის ხელმძღვანელობამ მიიწვია. ღონისძიების კურატორი კი მისი ძველი მეგობარი, ჯონ ბატისტა იყო. ერთმანეთი მათ ბათუმში, "ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე" გაიცნეს. ჰარლემში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა სხვა ცნობილმა მუსიკოსებმაც მიიღეს, მათ შორის ავსრტალიელი ლინდა ოჰ იყო. ქართველი ჯაზ-პიანისტი წარმატების შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას უამბობს:

"ჩემი ძირითადი კომპოზიციები, რასაც ვწერ, არის ქართული ფოლკლორის გავლენა. ალბათ ამიტომ მოსწონთ, რადგან არ ჟღერს იმ აკორდში და ჰარმონიაში, რაც საერთოდ ჯაზის მუსიკაშია. როცა რაიმეს განსხვავებულს ხედავენ, ეს მოსწონთ და ძალიან დადებითად ხვდებიან. რაც მთავარია, ეს გემოვნებიანად უნდა იყოს გაკეთებული. გემოვნება თავისით არ მოდის, ალბათ თავის როლი შეასრულა სწავლამ კონვერსატორიაში, შემდეგ იყო ოთხი წელი ბერკლიში, იქ მიღებულმა გამოცდილებამ ბევრი მომცა. ნიჭიერი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მხოლოდ ნიჭით არაფერი არ გამოდის.

ამერიკული განათლების მიღება ბერკლის მუსიკალური სკოლიდან დაიწყო, სადაც სასწავლებელმა მთლიანად დაფარა სწავლის საფასური, რომელიც წელიწადში 60 ათასი დოლარია. მისი ცხოვრების ხარჯები საქართველოს ხელისუფლებამ გაიღო. ერთ კვირაში 26 წლის გიორგი მიქაძე ნიუ-იორკის მუსიკალურ კონსერვატორიას დაამთავრებს და როგორც ამბობს, იქნება პირველი ქართველი მის სფეროში, რომელსაც ოფიციალურად ექნება მასტერის ხარისხი.

გიორგი მიქაძე: მე მადლობელი ვარ ჩემი ქვეყნის, თუმცა მე ამას აუცილებლად ვუბრუნებ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ. ალბათ ქართულ საქმეს ვაკეთებ. ორივე წინა და ახალმა ხელისუფლებამ დააფინასნა ჩემი ცხოვრების ხარჯები ბერკლიში. ეს ძალიან სწორი მიდგომაა და ეს უნდა გააგრძელოს მთავრობამ, რადგან ჩვენი ქვეყანა იმ შეთხვევაში იქნება ძლიერი, თუ სრულფაოვანი განათლება გვექნება მიღებული და ამ განათლებით ჩვენ ცხოვრებას წავმართავთ.

ჩემი მიზანია შევქმნა რამე ისეთი,რაც დარჩება მომავალში. ყველაფერი ეძღვნება საქართველოს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ვიქნები თუ ამერიკაში. მთავარია საქმე გავაკეთო, ვცდილობ, როცა ახალგაზრდებს ვხვდები ჩემი ემოცია გადავცე, რომ ქვეყნისთვის რამე გააკეთონ რადგან ჩვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში არ არის განათლების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არ არსებობს კადრები ათწლედში, კონსერვატორიაში. განათლების სფერო არის ძალიან სუსტი. ჩვენ რომ მოვდივართ აქ სასწავლებლად, უნდა ვეცადოთ ეს რომ ამერიკული განათლების სისტემა, რომელიც წარმატებულია, შევიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ვამბობთ, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ თუ იმუშავა ყველა ქართველმა, ჩვენზე ძლიერი ქვეყანა არ იქნება.

თავად შეუძლია 48 საათი გადაბმულად, ძილის გარეშე იმუშაოს. ექვსი ჭიქა ყავა და მოტივაცია - სამ კვირაში დასასრულებელ პროექტს ორ კვირაში ასრულებს. მის მუსიკალურ კარიერაში უახლოეს პერიოდში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. საზაფხულო ტური რომელიც ბოკა-რატონიდან, ფლორიდიდან იწყება და ევროპის 6 ქვეყანაში გრძელდება 12 გრემის მფლობელ ლი რიტეინერის ჯაზ-ბენდთან ერთად. ივნისის ბოლოს ლეგენდარულ დრამერთან ჯეკ დიჟონეტთან ახალ პროექტზე, მიკროტონალური მუსიკის ალბომზე იწყებს მუშაობას. 26 წლის ჯაზ-პიანისტის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია გასულ წელს "ნიუ-პორტის" ჯაზ ფესტივალში მონაწილეობა. გიორგი მიქაძე ამ ფესტივალში მისმა დამფუძნებელმა 82 წლის ჯორჯ ვეინმა მიიწვია.

გიორგი მიქაძე: იქ მივიღე მონაწილოება შარშან. ამ ფესტივალზე ქართველი საერთოდ არასდროს ნახსენები არ იყო მანამდე. საერთოდ კი ძალიან კარგ მუსიკოსებსაც არ აქვთ დაკრული. ძალიან დიდი კონკურენციაა იქ. რთული და პრესტიჟული ფესტივალია, მხოლოდ 5 გრემის მფლობელები და ასეთი დონის მუსიკოსები მონაწილეობენ. ამ აფიშაზე მხოლოდ ჩემი გვარი იყო უცნობი.

წყარო: amerikiskhma.com

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება