პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეწერილი" მანქანების საქმეები - ვინ ვის ართმევდა ძვირადღირებულ ავტომობილებს ყოფილი ხელისუფლების დროს
"შეწერილი" მანქანების საქმეები - ვინ ვის ართმევდა ძვირადღირებულ ავტომობილებს ყოფილი ხელისუფლების დროს

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, პრო­კუ­რა­ტუ­რას ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა. უწყე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ჩი­ვა­რი ჩა­მორ­თმე­უ­ლი მან­ქა­ნე­ბის საქ­მე­ზეა შე­სუ­ლი, თუმ­ცა მომ­ჩი­ვან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დღემ­დე უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დენ ადა­მი­ანს და­უბ­რუნ­და 2012 წლამ­დე ჩა­მორ­თმე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი:

რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, 2012 წლი­დან ამ დრომ­დე უწყე­ბამ 1000-მდე სა­ჩი­ვარ-გან­ცხა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლა და 118 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­მორ­თმე­ვის პრო­ცეს­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.

კერ­ძოდ, 2010 წლის ივ­ნის­ში, შსს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის სარ­კის ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე თენ­გიზ ბურ­ჯა­ნა­ძე და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა კი, და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დას ხა­თუ­ნა სა­გა­ნე­ლი­ძეს, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 21 ათას დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი "ტო­ი­ო­ტა ავენ­სი­სი 1.8"-ისა და 47 197 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი "ჰი­უნ­დაი სო­ნა­ტა"-ს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­ჩუქ­რად გა­და­ცე­მა მოს­თხო­ვა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შეს­ყიდ­ვი­სა და დათ­მო­ბის შემ­დეგ, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და და და­კა­ვე­ბულს 50 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

ანა­ლო­გი­უ­რი სქე­მა გა­მოვ­ლინ­და მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ჭო­ხო­ნე­ლი­ძის შემ­თხვე­ვა­შიც: "2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, შსს-ს რა­ი­ო­ნუ­ლი სა­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხე-ტყის ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე და­მა­კა­ვეს და მა­ლე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩემი ძმა და­ი­ბა­რეს. რო­გორც ჩემ ძმას უთხრეს, თუ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა მინ­დო­და, ოჯახს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­ჩუქ­რად 47 000 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ჰი­უნ­დაი IX35" უნდა გა­და­ე­ცა. სხვა გზა არ მქონ­და, უნდა დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი - მან­ქა­ნა დავ­თმეთ, სა­ნაც­ვლოდ 5 000-ლა­რი­ა­ნი საპ­რო­ცე­სო გა­მი­ფორ­მეს. "მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში" საქ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი იყო ჩარ­თუ­ლი", - იხ­სე­ნებს გი­ორ­გი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "კო­დუ­ებს ამას არ შე­ვარ­ჩენ" - რო­გორ "შე­ა­წე­რა" სოდ-ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მენს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა

გა­მო­ძი­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა იყო და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის - ზაქ­რო ოდიშ­ვი­ლი­სა და გოჩა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც. შსს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვებს, მაგ­და ბაგ­რა­ტი­ონ­სა და მაია ბოც­ვა­ძეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ 34 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზე­რის" ყიდ­ვა და დათ­მო­ბა მოს­თხო­ვა. პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან 10 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­ფორმ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი თა­ვად სარ­გებ­ლობ­და. გა­მო­ძი­ე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტებს, თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს კი, პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­უბ­რუნ­დათ.

2012 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი, მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც არი­ან მხი­ლე­ბულ­ნი. კერ­ძოდ, საქ­მის მა­სა­ლებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2010 წლის 11 ივ­ნისს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე შპს "მა­თე­მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გელა ბარ­კა­ლა­ია და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­თხოვ­ნა წა­უ­ყე­ნა - თუ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბა სურ­და, 10 TOYOTA HILUX-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის უნდა ეჩუ­ქე­ბი­ნა.

გელა ბარ­კა­ლა­ია, ბიზ­ნეს­მე­ნი: "ჩემი მან­ქა­ნე­ბით ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი შს სა­მი­ნის­ტროს, კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი ორი წლის წინ შე­ვი­ტა­ნე, თუმ­ცა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დრო­ში გა­ი­წე­ლა.. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ეს მან­ქა­ნე­ბი ოდეს­მე და­მიბ­რუნ­დე­ბო­და. 2010 წლის 27 ივ­ლისს ჩემ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მას­ზე გა­ცე­მუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­თი­თე­ბით შპს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი"-სგან 443 223 ლა­რად 10 ერ­თე­უ­ლი "ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნა. ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­იც­ვა­ლა და 5000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და და­მე­კის­რა".

მსგავს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბამ შსს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რიც ამ­ხი­ლა, რო­მელ­მაც 2010 წლის დე­კემ­ბერ­ში, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი რე­ვაზ ფე­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი უწყე­ბა­ში და­ი­ბა­რა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ავ­ტო­მან­ქა­ნა "მერ­სე­დეს ბენც E320"-ს უკა­ნო­ნოდ დათ­მო­ბა აი­ძუ­ლა. მან­ქა­ნის დათ­მო­ბის შემ­დეგ რე­ვაზ ფე­რა­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და.

ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ში მხი­ლე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რიც, რო­მელ­მაც 2010 წლის 9 თე­ბერ­ვალს, თაღ­ლი­თო­ბი­სათ­ვის ბრალ­დე­ბულ გივი ღუ­ჭაშ­ვილს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნა გა­დას­ცა - გივი ჭუ­ღაშ­ვილს "ნი­სან მუ­რა­ნოს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის უსას­ყიდ­ლოდ უნდა გა­და­ე­ცა. ღუ­ჭაშ­ვილ­მა უსას­ყიდ­ლოდ გა­და­უ­ფორ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რომ­ლი­თაც სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ. სა­ნაც­ვლოდ მან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა მი­ი­ღო.

კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა შსს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ჯონი ოთა­რაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თაც, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, მო­ქა­ლა­ქე­ებს ქო­ნე­ბას უკა­ნო­ნოდ სის­ტე­მა­ტი­უ­რად არ­თმევ­დნენ. საქ­მე­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2008 წელს, შსს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში და­კა­ვე­ბულ ზუ­რაბ დო­ლა­კი­ძეს, გი­ორ­გი საყ­ვა­რე­ლი­ძეს, ალექ­სან­დრე ქარ­და­ვა­სა და გოშ­ქარ ჩა­ი­ლი­ევს ჯონი ოთა­რაშ­ვილ­მა "საქ­მის მოგ­ვა­რე­ბის" სა­ნაც­ვლოდ, პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ა/მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნა მოს­თხო­ვეს. ჯონი ოთა­რაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრში" და­ი­ბა­რა, სა­დაც მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რის - ვინ­მე ალექ­სან­დრე ობო­ლა­ძეს 315 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 9 ერ­თე­უ­ლი "ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი" და 30 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ტო­ი­ო­ტა კამ­რი" შე­ას­ყი­დი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალექ­სან­დრე ობო­ლა­ძემ თით­ქოს­და ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჩუ­ქა, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბაც გა­ფორმ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯონი ოთა­რაშ­ვილ­მა ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ყვე­ლა ფაქ­ტი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის­გან, ვა­სილ სა­ნო­ძის­გან მი­ი­ღო.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, სქე­მა­ში შსს-ს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ჯაბა მაღ­ლა­ფე­რი­ძეც იყო ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­მაც 2010 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი შავ­დი­ას 9900 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი "ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა იძუ­ლე­ბით შე­ას­ყი­დი­ნა, სა­ნაც­ვლოდ, გი­ორ­გი შავ­დი­ამ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო და­უბ­რუ­ნებს. 

რუსა შე­ლია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

"შეწერილი" მანქანების საქმეები - ვინ ვის ართმევდა ძვირადღირებულ ავტომობილებს ყოფილი ხელისუფლების დროს

"შეწერილი" მანქანების საქმეები - ვინ ვის ართმევდა ძვირადღირებულ ავტომობილებს ყოფილი ხელისუფლების დროს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, პროკურატურას ასეულობით ადამიანმა მიმართა. უწყებაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საჩივარი ჩამორთმეული მანქანების საქმეზეა შესული, თუმცა მომჩივანთა უმრავლესობა დღემდე უკმაყოფილოა, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა. AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენ ადამიანს დაუბრუნდა 2012 წლამდე ჩამორთმეული ავტომობილები:

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, 2012 წლიდან ამ დრომდე უწყებამ 1000-მდე საჩივარ-განცხადება განიხილა და 118 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ავტომობილების უკანონო ჩამორთმევის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი.

კერძოდ, 2010 წლის ივნისში, შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტზე თენგიზ ბურჯანაძე დააკავეს. პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი, დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 21 ათას დოლარად შეფასებული "ტოიოტა ავენსისი 1.8"-ისა და 47 197 ლარად შეფასებული "ჰიუნდაი სონატა"-ს სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემა მოსთხოვა. ავტომობილების შესყიდვისა და დათმობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და დაკავებულს 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანალოგიური სქემა გამოვლინდა მოქალაქე გიორგი ჭოხონელიძის შემთხვევაშიც: "2010 წლის ოქტომბერში, შსს-ს რაიონული სამართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დამაკავეს და მალევე, პროკურატურაში ჩემი ძმა დაიბარეს. როგორც ჩემ ძმას უთხრეს, თუ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მინდოდა, ოჯახს სახელმწიფოსთვის საჩუქრად 47 000 ლარად ღირებული ავტომანქანა "ჰიუნდაი IX35" უნდა გადაეცა. სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი - მანქანა დავთმეთ, სანაცვლოდ 5 000-ლარიანი საპროცესო გამიფორმეს. "მოლაპარაკებებში" საქმის ზედამხედველი, რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო ჩართული", - იხსენებს გიორგი ჭოხონელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: "კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა

გამოძიებით ირკვევა, რომ ანალოგიური ვითარება იყო დაკავებულების - ზაქრო ოდიშვილისა და გოჩა ნიკოლეიშვილის შემთხვევაშიც. შსს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრალდებულების ნათესავებს, მაგდა ბაგრატიონსა და მაია ბოცვაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 34 000 დოლარად შეფასებული "ტოიოტა ლენდკრუიზერის" ყიდვა და დათმობა მოსთხოვა. პირობის შესრულების შემდეგ, დაკავებულებთან 10 000-ლარიანი ჯარიმა გაფორმდა. აღნიშნული ავტომობილით პოლიციის მაღალჩინოსანი თავად სარგებლობდა. გამოძიება აღნიშნული სამი მაღალჩინოსნის ვინაობას არ აკონკრეტებს, თავად დაზარალებულებს კი, პროკურატურისა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდათ.

2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირებიც არიან მხილებულნი. კერძოდ, საქმის მასალებში ნათქვამია, რომ 2010 წლის 11 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს "მათემოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია დააკავეს, რომელსაც პატიმრობაში ყოფნისას პროკურატურამ მოთხოვნა წაუყენა - თუ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება სურდა, 10 TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფოსათვის უნდა ეჩუქებინა.

გელა ბარკალაია, ბიზნესმენი: "ჩემი მანქანებით ყოფილი ხელისუფლების დროინდელი შს სამინისტროს, კუდ-ის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაადგილდებოდნენ. პროკურატურაში სარჩელი ორი წლის წინ შევიტანე, თუმცა საქმის გამოძიება დროში გაიწელა.. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს მანქანები ოდესმე დამიბრუნდებოდა. 2010 წლის 27 ივლისს ჩემმა წარმომადგენელმა, მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი"-სგან 443 223 ლარად 10 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მარკის ავტომანქანა შეიძინა. ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემიდან მეორე დღესვე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა და 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დამეკისრა".

მსგავს დანაშაულებრივ ქმედებაში გამოძიებამ შსს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი პირიც ამხილა, რომელმაც 2010 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რევაზ ფერაძის ოჯახის წევრები უწყებაში დაიბარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ავტომანქანა "მერსედეს ბენც E320"-ს უკანონოდ დათმობა აიძულა. მანქანის დათმობის შემდეგ რევაზ ფერაძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ქონების ჩამორთმევაში მხილებულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირიც, რომელმაც 2010 წლის 9 თებერვალს, თაღლითობისათვის ბრალდებულ გივი ღუჭაშვილს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა გადასცა - გივი ჭუღაშვილს "ნისან მურანოს" მარკის ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა. ღუჭაშვილმა უსასყიდლოდ გადაუფორმა ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები სარგებლობდნენ. სანაცვლოდ მან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიიღო.

კიდევ ერთი შემთხვევა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილის სახელს უკავშირდება, რომლის ხელმძღვანელობითაც, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოქალაქეებს ქონებას უკანონოდ სისტემატიურად ართმევდნენ. საქმეში ნათქვამია, რომ 2008 წელს, შსს გენერალურ ინსპექციაში დაკავებულ ზურაბ დოლაკიძეს, გიორგი საყვარელიძეს, ალექსანდრე ქარდავასა და გოშქარ ჩაილიევს ჯონი ოთარაშვილმა "საქმის მოგვარების" სანაცვლოდ, პოლიციისათვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენა მოსთხოვეს. ჯონი ოთარაშვილმა ბრალდებულის ოჯახის წევრები "ტოიოტა ცენტრში" დაიბარა, სადაც მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ვინმე ალექსანდრე ობოლაძეს 315 000 ლარის ღირებულების 9 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსი" და 30 000 დოლარის ღირებულების "ტოიოტა კამრი" შეასყიდინა. მოგვიანებით, ალექსანდრე ობოლაძემ თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით ავტომობილები შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა, რის შემდეგაც ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ჯონი ოთარაშვილმა ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ შესაბამისი ბრძანება გენინსპექციის უფროსისგან, ვასილ სანოძისგან მიიღო.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სქემაში შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძეც იყო ჩართული, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ გიორგი შავდიას 9900 დოლარად ღირებული "ტოიოტა კოროლას" მარკის ავტომანქანა იძულებით შეასყიდინა, სანაცვლოდ, გიორგი შავდიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

ზემოთ აღნიშნულ ავტომობილებს, პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაუბრუნებს. 

რუსა შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ