კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მიქანაძე - ახალი სახე ქართულ ტელესივრცეში
 გიორგი მიქანაძე - ახალი სახე ქართულ ტელესივრცეში

სა­უ­ბა­რი სა­ი­დან და­ვი­წყო, არც კი ვიცი, რად­გა­ნაც მგო­ნი, არ არ­სე­ბობს სფე­რო, გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არ ჰქონ­დეს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ახა­ლი ტოქ­შო­უს, "360 გრა­დუ­სის" წამ­ყვან გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძე­ზე ვსა­უბ­რობ. გარ­და იმი­სა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა უწევს, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი და ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი. ტე­ლე­სივ­რცე­ში კი ის ახა­ლი სა­ხეა. მის მიერ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბით უფრო ახ­ლოს გა­იც­ნობთ და გი­ორ­გის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­საც კარ­გად ამო­იც­ნობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში რე­ლი­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი და რა­ტომ­ღაც სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, სად­მე პატ­რი­არ­ქი მე­ნა­ხა, შო­რი­დან მა­ინც მო­მეკ­რა მის­თვის თვა­ლი, მაგ­რამ ეს სურ­ვი­ლი მა­ში­ნაც მი­უწ­ვდო­მელ ოც­ნე­ბად მი­მაჩ­ნდა. ერთხელ ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვა­ზე გახ­ლდით, გი­ორ­გო­ბა დგე­ბო­და და გა­მო­ა­ცხა­დეს, პატ­რი­არ­ქი დღე­სას­წა­ულ­ზე "სა­მე­ბა­ში" იქ­ნე­ბაო. ჰოდა, პირ­ვე­ლად ასე მო­ვა­ხერ­ხე მისი ნახ­ვა, დამ­ლო­ცა კი­დეც. კარ­გა ხანს ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ოც­ნე­ბა ამიხ­და. მას მერე ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ ახალ­გაზ­რდულ პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი და იმ პე­რი­ოდ­ში პატ­რი­არ­ქთან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ხში­რად მი­წევ­და. ერთხელ პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გვქონ­და, რა­ღაც დარ­ცხვე­ნი­ლი ვი­ჯე­ქი, ხმას ვერ ვი­ღებ­დი, სა­ოც­რად ვღე­ლავ­დი. პატ­რი­არ­ქმა რომ და­მი­ნა­ხა, მომ­მარ­თა, - თუ ასე გა­აგ­რძე­ლე, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა, თა­მა­მად გა­მოთ­ქვი შენი აზ­რიო...

- თქვე­ნი ლექ­ტო­რო­ბა რამ გან­სა­ზღვრა?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას რა­ღაც ტეს­ტი იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რა­შიც არ­ცთუ ისე კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღე, მაგ­რამ მერე ვიბ­რძო­ლე, ის შე­დე­გი რომ გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. სწო­რედ მა­შინ, ჩემს ლექ­ტორს ისე მო­ვე­წო­ნე, რომ წლე­ბის მერე, როცა სა­მუ­შა­ოდ ილი­ას სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ვი­და და მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა, გა­ვახ­სენ­დი. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ჩა­ბა­რე­ბა­შიც და­მეხ­მა­რა, მეც წა­მიყ­ვა­ნა იქ. მერე საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი ერ­თად ავა­წყვეთ, სა­დაც მთე­ლი 7 წელი ვი­მუ­შა­ვე. ტრა­ბახ­ში არ ჩა­მით­ვა­ლოთ და საკ­მა­ოდ რე­ი­ტინ­გუ­ლი ლექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ ლექ­ტო­რი, რო­მელ­მაც იქ მი­მიყ­ვა­ნა, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს - ძა­ლი­ან ცუ­დად მო­ექ­ცნენ. გა­დავ­წყვი­ტე, გვერ­დით დავ­დგო­მო­დი და "ილი­ა­უ­ნი­დან" წა­მო­ვე­დი.

- პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყა­ვით?

- სკო­ლა­ში და­ბალ კლა­სებ­ში არც ისე კარ­გად ვსწავ­ლობ­დი მა­შინ, რო­დე­საც, ჩემი მე­გობ­რე­ბი, პირ­ველ კლას­ში "ფრი­ა­დებს" იღებ­დნენ. ჩემი პირ­ვე­ლი "ოთხი­ა­ნიც" მძი­მედ მახ­სოვს, რო­მე­ლიც მე კი არა, დე­დამ საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნა. ხომ ვამ­ბობ, მეშ­ვი­დე კლა­სამ­დე ცუ­დად ვსწავ­ლობ­დი, მო­უს­ვე­ნა­რიც ვი­ყა­ვი და გაკ­ვე­თილ­ზე ვხმა­უ­რობ­დი. ისე მოხ­და, რომ ჩემი არც ისე კარ­გი მოს­წრე­ბის გამო, სუს­ტი ბავ­შვე­ბის ჯგუფ­ში გა­და­მის­რო­ლეს, რაც დე­დამ ვე­ღარ აი­ტა­ნა და მას­წავ­ლე­ბელს სთხო­ვა, - გი­ორ­გის მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოძ­ვრეს და მალე აუ­ცი­ლებ­ლად იტყვით, რომ ამ კლას­ში შეც­დო­მით გა­და­იყ­ვა­ნე­თო. დედა ძლი­ე­რი ქა­ლია, თუმ­ცა მა­შინ მის სა­ხე­ზე ცრემ­ლი და­ვი­ნა­ხე, რა­მაც ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. - რა­ღაც უნდა შევ­ცვა­ლო-მეთ­ქი, ვთქვი და სწავ­ლას მო­ვუ­მა­ტე. უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­და­გოგ­მა გა­მი­მე­ტა, მისი მა­ინც მად­ლო­ბე­ლი ვარ, რად­გან იმ ადა­მი­ან­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში კვა­ლი და­ტო­ვა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ფოტო: მაქ­სი­მე ბაქ­რა­ძე

გიორგი მიქანაძე - ახალი სახე ქართულ ტელესივრცეში

 გიორგი მიქანაძე - ახალი სახე ქართულ ტელესივრცეში

საუბარი საიდან დავიწყო, არც კი ვიცი, რადგანაც მგონი, არ არსებობს სფერო, გამოცდილება რომ არ ჰქონდეს დაგროვებული. "პალიტრანიუსის" ახალი ტოქშოუს, "360 გრადუსის" წამყვან გიორგი მიქანაძეზე ვსაუბრობ. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტობა უწევს, პროფესიით ეკონომისტია, უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი და ასისტენტ-პროფესორი. ტელესივრცეში კი ის ახალი სახეა. მის მიერ მოთხრობილი ამბებით უფრო ახლოს გაიცნობთ და გიორგის პიროვნულ თვისებებსაც კარგად ამოიცნობთ.

- ბავშვობაში რელიგიური საკითხებით დავინტერესდი და რატომღაც სურვილი გამიჩნდა, სადმე პატრიარქი მენახა, შორიდან მაინც მომეკრა მისთვის თვალი, მაგრამ ეს სურვილი მაშინაც მიუწვდომელ ოცნებად მიმაჩნდა. ერთხელ ქაშუეთის ეკლესიაში ლოცვაზე გახლდით, გიორგობა დგებოდა და გამოაცხადეს, პატრიარქი დღესასწაულზე "სამებაში" იქნებაო. ჰოდა, პირველად ასე მოვახერხე მისი ნახვა, დამლოცა კიდეც. კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ ოცნება ამიხდა. მას მერე ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ახალგაზრდულ პროექტებზე ვმუშაობდი და იმ პერიოდში პატრიარქთან უშუალო კონტაქტი ხშირად მიწევდა. ერთხელ პროექტის პრეზენტაცია გვქონდა, რაღაც დარცხვენილი ვიჯექი, ხმას ვერ ვიღებდი, საოცრად ვღელავდი. პატრიარქმა რომ დამინახა, მომმართა, - თუ ასე გააგრძელე, არაფერი გამოგივა, თამამად გამოთქვი შენი აზრიო...

- თქვენი ლექტორობა რამ განსაზღვრა?

- უნივერსიტეტში სწავლისას რაღაც ტესტი იყო გასაკეთებელი, რაშიც არცთუ ისე კარგი შედეგი მივიღე, მაგრამ მერე ვიბრძოლე, ის შედეგი რომ გამეუმჯობესებინა. სწორედ მაშინ, ჩემს ლექტორს ისე მოვეწონე, რომ წლების მერე, როცა სამუშაოდ ილიას სახელობის უნივერსიტეტში გადავიდა და მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, გავახსენდი. მაგისტრატურაში ჩაბარებაშიც დამეხმარა, მეც წამიყვანა იქ. მერე საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიზნესის ფაკულტეტი ერთად ავაწყვეთ, სადაც მთელი 7 წელი ვიმუშავე. ტრაბახში არ ჩამითვალოთ და საკმაოდ რეიტინგული ლექტორი ვიყავი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ლექტორი, რომელმაც იქ მიმიყვანა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ძალიან ცუდად მოექცნენ. გადავწყვიტე, გვერდით დავდგომოდი და "ილიაუნიდან" წამოვედი.

- პატარაობიდანვე მიზანმიმართული იყავით?

- სკოლაში დაბალ კლასებში არც ისე კარგად ვსწავლობდი მაშინ, როდესაც, ჩემი მეგობრები, პირველ კლასში "ფრიადებს" იღებდნენ. ჩემი პირველი "ოთხიანიც" მძიმედ მახსოვს, რომელიც მე კი არა, დედამ საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა. ხომ ვამბობ, მეშვიდე კლასამდე ცუდად ვსწავლობდი, მოუსვენარიც ვიყავი და გაკვეთილზე ვხმაურობდი. ისე მოხდა, რომ ჩემი არც ისე კარგი მოსწრების გამო, სუსტი ბავშვების ჯგუფში გადამისროლეს, რაც დედამ ვეღარ აიტანა და მასწავლებელს სთხოვა, - გიორგის მიეცით საშუალება, სიტუაციიდან გამოძვრეს და მალე აუცილებლად იტყვით, რომ ამ კლასში შეცდომით გადაიყვანეთო. დედა ძლიერი ქალია, თუმცა მაშინ მის სახეზე ცრემლი დავინახე, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. - რაღაც უნდა შევცვალო-მეთქი, ვთქვი და სწავლას მოვუმატე. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ იმ პედაგოგმა გამიმეტა, მისი მაინც მადლობელი ვარ, რადგან იმ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში კვალი დატოვა  განაგრძეთ კითხვა

ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია