პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰყავს თუ არა "ოცნებას" ლენინელები და სტალინელები - უმრავლესობის წევრების მწვავე გამოხმაურება უსუფაშვილის განცხადებაზე
ჰყავს თუ არა "ოცნებას" ლენინელები და სტალინელები - უმრავლესობის წევრების მწვავე გამოხმაურება უსუფაშვილის განცხადებაზე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთ პრობ­ლე­მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი არც თუ ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლი და სტა­ლი­ნე­ლი წარ­მო­ად­გენს", უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი არც თუ ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლი თუ სტა­ლი­ნე­ლი მარ­თლა გვიქ­მნის პრობ­ლე­მას, იმი­ტომ რომ ბევ­რი მათი გან­ცხა­დე­ბა გვხვდე­ბა აქ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ამ სა­მი­ვე მცი­რე სა­კითხს გა­ვუმკლავ­დეთ სა­თა­ნა­დოდ" - დას­ძი­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში და კი­დევ ორ მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა რე­გი­ონ­სა და ზო­გა­დად ევ­რო­პა­ში შექ­მნი­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე "სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის ერთი ნა­წი­ლის მცდე­ლო­ბა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ერთ ნა­წილ­თან ჰქონ­დეს იმ ტი­პის შე­თან­ხმე­ბა, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი მი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­ულ და პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს".

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე დღეს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს. ვიცე-სპი­კერ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლე­ბი და სტა­ლი­ნე­ლე­ბი არ ჰყავს". მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ი­დან" ვე­რა­ნა­ი­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე.

"ძა­ლი­ან მკა­ფოდ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი­სად­მი, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლე­ბი და სტა­ლი­ნე­ლე­ბი არ ჰყავს. ვის გუ­ლის­ხმობ­და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ალ­ბათ, უნდა და­ა­კონ­კრე­ტოს. იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას არა­ვი­თა­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და ძა­ლი­ან ურ­ყე­ვი, ძა­ლი­ან მკა­ფიო მხარ­და­ჭე­რა აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის და კონ­კრე­ტუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის" - გა­ნა­ცხა­და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე კი ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბას: "ესღა გვაკ­ლდა, რომ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა დაგ­ვი­კომ­პლექ­ტოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­უ­ლი სია. უსუ­ფაშ­ვილ­მა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­პა­ტივ­ცემ­ლო ადა­მი­ან­მა, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" პარ­ტი­ულ სიას მი­ხე­დოს. რო­გორ­მე მო­ვაგ­ვა­რებთ ჩვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ულ სიას. მე არ ვიცი ვინ იგუ­ლის­ხმა უსუ­ფაშ­ვილ­მა ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა მე, ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან მო­სულს, მი­მაჩ­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფერს ცუდს ჩვენ "ოც­ნე­ბას", პარ­ტი­ას, მოძ­რა­ო­ბას არ ვუ­კე­თებთ. ამი­ტო­მაც ვინ იგუ­ლის­ხმა მან გან­ცხა­დე­ბა­ში ვერ გე­ტყვით. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლად იგუ­ლის­ხმა. არამ­გო­ნია, რომ მან მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი გვი­გუ­ლის­ხმა", - გა­ნა­ცხა­და ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "რეს­პუბ­ლი­კელ" დე­პუ­ტატ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს, მან თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი უსუ­ფაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა გა­ი­ზი­ა­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში არი­ან ლე­ნი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც, რუ­სე­თის მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც და სხვე­ბიც, მაგ­რამ ეს ევ­რო­პა­ში აღ­ქმუ­ლია რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია და გვიშ­ლის ხელს".

"ვფიქ­რობ, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე საქ­მი­ა­ნად არის გან­წყო­ბი­ლი. მან და­ა­სა­ხე­ლა ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­სა­წყვე­ტია. ეს იყო ნათ­ქვა­მი იმის­თვის, რომ აღ­მო­ი­ფხვრას ეს პრობ­ლე­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში არი­ან ლე­ნი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც, რუ­სე­თის მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც და სხვე­ბიც, მაგ­რამ ეს ევ­რო­პა­ში აღ­ქმუ­ლია, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია და გვიშ­ლის ხელს. ვი­საც რა უნდა ის უყ­ვარ­დეს. ეს დიდი პრობ­ლე­მა მა­ინც არ არის, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში არ არის ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ვი­საც რა უნდა ის უნდა უყ­ვარ­დეს. აღ­ქმუ­ლია, რომ თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არის ლე­ნი­ნე­ლი და სტა­ლი­ნე­ლი, მა­შინ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვფიქ­რობ, რომ სწო­რად და­სა­ხა უსუ­ფაშ­ვილ­მა ეს სა­კი­თხე­ბი და ეს გა­და­სა­წყვე­ტია", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ჰყავს თუ არა "ოცნებას" ლენინელები და სტალინელები - უმრავლესობის წევრების მწვავე გამოხმაურება უსუფაშვილის განცხადებაზე

ჰყავს თუ არა "ოცნებას" ლენინელები და სტალინელები - უმრავლესობის წევრების მწვავე გამოხმაურება უსუფაშვილის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შეიძლება ითქვას სკანდალურ განცხადებას, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის ერთ-ერთ პრობლემას "ქართული ოცნების" ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი წარმოადგენს", უმრავლესობის დეპუტატების გამოხმაურებები მოჰყვა:

"ქართული ოცნების" ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ" - დასძინა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში და კიდევ ორ მიზეზად დაასახელა რეგიონსა და ზოგადად ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე "სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, ევროპარლამენტში, "სახალხო პარტიის" წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეს იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს".

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე დღეს უმრავლესობის წევრებმა მწვავე კომენტარები გააკეთეს. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს". მისივე განმარტებით, "სახალხო პარტიიდან" ვერანაირი ინდივიდუალური განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.

"ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, "ქართულ ოცნება, დემოკრატიულ საქართველოს" ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს. ვის გულისხმობდა დავით უსუფაშვილი, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი დაბრკოლება არ ექნება ვიზალიბერალიზაციაზე და ძალიან ურყევი, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპარლამენტის და კონკრეტული დეპუტატების" - განაცხადა მანანა კობახიძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე კი ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას: "ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს "ქართული ოცნების" პარტიული სია. უსუფაშვილმა ჩემთვის ძალიან საპატივცემლო ადამიანმა, "რესპუბლიკური პარტიის" პარტიულ სიას მიხედოს. როგორმე მოვაგვარებთ ჩვენ "ქართული ოცნების" პარტიულ სიას. მე არ ვიცი ვინ იგულისხმა უსუფაშვილმა ამ შემთხვევაში, თუმცა მე, ომარ ნიშნიანიძეს ეროვნული მოძრაობიდან მოსულს, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არაფერს ცუდს ჩვენ "ოცნებას", პარტიას, მოძრაობას არ ვუკეთებთ. ამიტომაც ვინ იგულისხმა მან განცხადებაში ვერ გეტყვით. შეიძლება ვინმე კონკრეტულად იგულისხმა. არამგონია, რომ მან მე და ჩემი მეგობრები გვიგულისხმა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

რაც შეეხება "რესპუბლიკელ" დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს, მან თანაპარტიელი უსუფაშვილის მოსაზრება გაიზიარა და აღნიშნა, რომ "საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს".

"ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანად არის განწყობილი. მან დაასახელა ის პრობლემები, რომელიც გადასაწყვეტია. ეს იყო ნათქვამი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს. ვისაც რა უნდა ის უყვარდეს. ეს დიდი პრობლემა მაინც არ არის, მაგრამ ევროპაში არ არის ისეთი ვითარება, როდესაც ვისაც რა უნდა ის უნდა უყვარდეს. აღქმულია, რომ თუ "ქართულ ოცნებაში" არის ლენინელი და სტალინელი, მაშინ იქნება პრობლემა ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სწორად დასახა უსუფაშვილმა ეს საკითხები და ეს გადასაწყვეტია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."