გადაცემაში "სელფი" მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა:
სცენაზე
თითქმის დედიშობილა დავდივარ სცენაზე. პატარა ფოთოლი მაქვს აფარებული. ჩემს პროფესიაში ყველაფერი მოსულა. ბოდიში და დედიშობილაც გავტანტალდები სცენაზე.
იმ მომენტში მე ჩემი თავი ხომ არ ვარ. უბრალოდ, ეს არ უნდა გადაგივიდეს ფორმაში.
ყველაფერი მთავრდება სცენაზე და კამერასთან, შუქები ქრება, გრიმს იშორებ და გადიხარ სცენიდან. მერე აღარ უნდა იყო დედიშობილა.
პირველი სიყვარული
სტუდენტობის დროს პირველად გავგიჟდი ერთ ადამიანზე. არ ვიტყვი სახელს და გვარს. დღეს ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ათი წელი გავიდა მას შემდეგ.
გავჭედე მასზე, გადავირიე, გავდებილდი, ბუშტებს ვბერავდი ცხვირიდან, დორბლი მდიოდა პირიდან. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული.
ჩემი კურსელი იყო. მსახიობი არ იყო. მე რაღაცები მოვუწყვე. ყვავილებით მუხლებზე დავეცი და ვუთხარი - მე შენ მიყვარხარ.
მეგონა, რომ მაშინვე მეტყოდა, შენზე ვგიჟდებიო. დავგეგმავდით ბავშვს, ქერა და ცისფერთვალება რომ ყოფილიყო. მაგრამ მითხრა, გაეთრიე აქედანო. ოღონდ ზრდილობიანი ფორმით.
ეს იყო ტრაგედია ჩემთვის. საშინლად განვიცდიდი.
დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან რთულად შემიყვარდება. სიტყვებს სხვა ძალა მიეცა. მენატრებისაც კი ვეღარ ვამბობ, თუ მონატრება საშინლად არ მომაწვა. წაიკითხეთ სრულად