შვილის სწავლისა და მეცადინეობის პროცესი ყველაზე დიდი ”განსაცდელია” მშობლის ნერვული სისტემისთვის. რას ვიზამთ, გვინდა შვილებს განათლება მივცეთ და თავს არ ვზოგავთ, თუმცა რაც არ უნდა სანიმუშოდ მოვამზადოთ სასკოლო გაკვეთილები, ბავშვის თვალსაწიერისა და ზოგადი განათლებისთვის მაინც მეტია საჭირო. თუ ისეთი შვილი გყავთ, რომ გაკვეთილების მერე სიამოვნებით გადაქექავს დამატებით ლიტერატურას და კიდევ მეტს გაიგებს, ძალიან გაგიმართლათ.
მშობელთა უმეტესობას კი შვილი ცოდნის გასამდიდრებლად ნაირ-ნაირი ხერხის მოსინჯვა უწევს.
გამოსავალი ყოველთვის არსებობს - ცოდნა ისე უნდა გაიღრმავოს ბავშვმა, რომ სიტუაციამ სტანდარტული მეცადინეობის ფორმა არ მიიღოს. თუ სწავლების პროცესს უფრო გართობის სახე ექნება, ბავშვის დაინტერესებას უფრო ადვილად მოახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების არაერთ მეთოდი არსებობს, ცოდნის შეძენა კი წიგნის გარეშე მაინც შეუძლებელია.
მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგებმა ერთხმად აღიარეს თამაშით სწავლება ყველაზე ეფექტურ გზად, გამომცემლობებმაც აქტიურად დაიწყეს უმცროსი მკითხველისთვის განსხვავებული ფორმატის წიგნების შეთავაზება. როგორც წესი, ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა წიგნის ილუსტრაციებს ენიჭება. ვიზუალი, როგორც თვალსაჩინოება, ბავშვის აზროვნების არეალს აფართოებს და ცნობისმოყვარეობასაც მაქსიმალურად ზრდის. ხოლო როცა ილუსტრაციას სტიკერებიც ემატება, გამოცემა გართობა-თამაშის ფუნქციასაც იძენს.
სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა უმცროსი ასაკის მკითხველისთვის ახალი, განსხვავებული ფორმატის ენციკლოპედია გამოსცა. იგი თავისივე შესანახ ყუთთან ერთად გაიყიდება და 16 ტომისგან შედგება. თითოეულს ახლავს სტიკერები, რომლებიც ბავშვმა მითითებული ნუმერაციით უნდა ჩააკრას ალბომშიც და თითოეულ ტომშიც. უფრო დეტალურად გამოცემის შესახებ "პალიტრა L" -ის მთავარი რედაქტორი, ნინო დეკანოსიძე საუბრობს:
”ენციკლოპედია თავისი არსით კაცობრიობის ცოდნაა, წიგნად შეკრული, სისტემურად დალაგებული რაიმე ნიშნის მიხედვით - თემატურად, ანბანურად, დარგობრივად, პერსონებად და სხვა. მისი დანიშნულება კი ყოველ დროს ერთია - სწავლა, შემეცნება, ცოდნა.
გამომცემლობა განსაკუთრებული ნიშნით არჩევს ამ ჟანრის წიგნებს, წლების მანძილზე არაერთი სხვადასხვა სახის ვიზუალური სახის ენციკლოპედიური გამოცემები შევთავაზეთ მკითხველს.
„ჩემი პირველი ენციკლოპედია“ განკუთვნილია 8+ ასაკის ყმაწვილთათვის. ეს გახლავთ სრულიად ახლებური კონსტრუქციით აგებული წიგნების სერია, რომელიც ვიზუალურ მასალასა და სამეცნიერო ტექტებს ერთიან კონტექსტში განიხილავს...განაგრძეთ კითხვა