პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ელეგანტური ქალის 10 ჩვევა
ელეგანტური ქალის 10 ჩვევა

ელე­გან­ტუ­რო­ბა ზო­გის­თვის თან­და­ყო­ლი­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, ზოგს კი ბევ­რი შრო­მა უწევს იმი­სათ­ვის, რომ ეს სტა­ტუ­სი და­იმ­სა­ხუ­როს. რაც მთა­ვა­რია, რამ­დე­ნი­მე ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ, ელე­გან­ტუ­რი ქა­ლის იმი­ჯი მო­ირ­გოთ და სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზე უკეთ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ. OK! სწო­რედ ამ ჩვე­ვებს გა­გაც­ნობთ:

1. სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რით უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეთ, რომ ზუს­ტად იცით, სა­დაც მი­დი­ხართ

სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა­ზე მუ­შა­ო­ბა და მისი "გა­მოს­წო­რე­ბა" სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. თა­ვა­დაც კარ­გად იცით, რო­გორ და­ა­ბი­ჯე­ბენ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ელე­გან­ტუ­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. ასე რომ, სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა სა­სირ­ცხვი­ლო და სა­სა­ცი­ლო, თუ სახ­ლში ცო­ტას წა­ი­ვარ­ჯი­შებთ და თქვენს ნა­ბი­ჯებს უფრო ჰა­ე­რო­ვანს, ლა­მაზ­სა და ქა­ლურს გახ­დით.

2. თუ რეპ­ლი­კას გა­გი­კე­თე­ბენ, ღი­მი­ლით უპა­სუ­ხეთ

ღი­მი­ლი არის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც ყვე­ლა რეპ­ლი­კას ერ­გე­ბა. რო­გო­რი მწა­რე, დამ­ცი­ნა­ვი და გა­მომ­წვე­ვიც არ უნდა იყოს თქვე­ნი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი კო­მენ­ტა­რი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ღი­მი­ლი მას "ნაფ­ლე­თე­ბად აქ­ცევს". მას­ში ყვე­ლა პა­სუ­ხია ჩა­ტე­უ­ლი, თა­ნაც ელე­გან­ტუ­რად.

3. ჩა­იც­ვით ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც თქვენ­ზე "სა­უბ­რობს"

სტი­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრავს ჩვენს იმიჯს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ის, რაც გაც­ვი­ათ, თქვენს ში­ნა­გან ბუ­ნე­ბა­ზეც უნდა სა­უბ­რობ­დეს და კარ­გად უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს თქვენს ხა­სი­ათს. ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ გრძნობთ, ვე­რა­სო­დეს გაქ­ცევთ ელე­გან­ტუ­რად.

4. არა­ვის მის­ცეთ უფ­ლე­ბა, თავი ვინ­მე­ზე ნაკ­ლე­ბად გაგ­რძნო­ბი­ნოთ

ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ გკი­ცხა­ვენ და გა­ქი­ლი­კე­ბენ, რომ სა­კუ­თა­რი ნაკ­ლე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი და­მა­ლონ. სწო­რედ ამი­ტომ, ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ვინ­მე შე­ეც­დე­ბა, გან­წყო­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ და არა­სა­სურ­ვე­ლი კომ­პლი­მენ­ტით, უსარ­გებ­ლო რჩე­ვით ან მწა­რე კო­მენ­ტა­რით შე­გამ­კოთ, მას სრუ­ლი სიმ­შვი­დით გა­და­უ­ხა­დეთ მად­ლო­ბა, უთხა­რით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ მის რჩე­ვებს და თემა შეც­ვა­ლეთ. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებთ, მი­ახ­ვედ­როთ, რომ მისი ღვარ­ძლი უად­გი­ლო და უმი­სა­მარ­თოა.

5. რო­დე­საც კომ­პლი­მენტს გე­უბ­ნე­ბი­ან, მად­ლო­ბა გა­და­ი­ხა­დეთ

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რო­დე­საც შე­გა­ქე­ბენ და ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით შე­გამ­კო­ბენ, კი არ უნდა შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ და უთხრათ რომ, მა­გა­ლი­თად, სი­გამ­ხდრე შავი კა­ბის "ბრა­ლია", არა­მედ უნდა გა­უ­ღი­მოთ, "შე­ი­ფე­როთ" და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დოთ. ელე­გან­ტუ­რი ქალ­ბა­ტო­ნებ­მა იცი­ან, რომ კომ­პლი­მენ­ტებს იმ­სა­ხუ­რე­ბენ!

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ელეგანტური ქალის 10 ჩვევა

ელეგანტური ქალის 10 ჩვევა

ელეგანტურობა ზოგისთვის თანდაყოლილი მახასიათებელია, ზოგს კი ბევრი შრომა უწევს იმისათვის, რომ ეს სტატუსი დაიმსახუროს. რაც მთავარია, რამდენიმე ჩვევის გამომუშავებით, ძალიან მარტივად შეძლებთ, ელეგანტური ქალის იმიჯი მოირგოთ და საკუთარი სილამაზე უკეთ წარმოაჩინოთ. OK! სწორედ ამ ჩვევებს გაგაცნობთ:

1. სიარულის მანერით უნდა გამოხატავდეთ, რომ ზუსტად იცით, სადაც მიდიხართ

სიარულის მანერაზე მუშაობა და მისი "გამოსწორება" სრულიად შესაძლებელია. თავადაც კარგად იცით, როგორ დააბიჯებენ თავდაჯერებული და ელეგანტური ქალბატონები. ასე რომ, სულაც არ იქნება სასირცხვილო და სასაცილო, თუ სახლში ცოტას წაივარჯიშებთ და თქვენს ნაბიჯებს უფრო ჰაეროვანს, ლამაზსა და ქალურს გახდით.

2. თუ რეპლიკას გაგიკეთებენ, ღიმილით უპასუხეთ

ღიმილი არის პასუხი, რომელიც ყველა რეპლიკას ერგება. როგორი მწარე, დამცინავი და გამომწვევიც არ უნდა იყოს თქვენი მისამართით გამოთქმული კომენტარი, თავდაჯერებული ღიმილი მას "ნაფლეთებად აქცევს". მასში ყველა პასუხია ჩატეული, თანაც ელეგანტურად.

3. ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც თქვენზე "საუბრობს"

სტილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს იმიჯს საზოგადოებაში. შესაბამისად, ის, რაც გაცვიათ, თქვენს შინაგან ბუნებაზეც უნდა საუბრობდეს და კარგად უნდა გამოხატავდეს თქვენს ხასიათს. ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად არ გრძნობთ, ვერასოდეს გაქცევთ ელეგანტურად.

4. არავის მისცეთ უფლება, თავი ვინმეზე ნაკლებად გაგრძნობინოთ

ადამიანები მხოლოდ იმიტომ გკიცხავენ და გაქილიკებენ, რომ საკუთარი ნაკლები და კომპლექსები დამალონ. სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ვინმე შეეცდება, განწყობა გაგიფუჭოთ და არასასურველი კომპლიმენტით, უსარგებლო რჩევით ან მწარე კომენტარით შეგამკოთ, მას სრული სიმშვიდით გადაუხადეთ მადლობა, უთხარით, რომ აუცილებლად გაითვალისწინებთ მის რჩევებს და თემა შეცვალეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, მიახვედროთ, რომ მისი ღვარძლი უადგილო და უმისამართოა.

5. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან, მადლობა გადაიხადეთ

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც შეგაქებენ და ლამაზი სიტყვებით შეგამკობენ, კი არ უნდა შეეწინააღმდეგოთ და უთხრათ რომ, მაგალითად, სიგამხდრე შავი კაბის "ბრალია", არამედ უნდა გაუღიმოთ, "შეიფეროთ" და ზრდილობიანი მადლობა გადაუხადოთ. ელეგანტური ქალბატონებმა იციან, რომ კომპლიმენტებს იმსახურებენ!

განაგრძეთ კითხვა

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები

ადელის "სირტუინის დიეტა" - როგორ დაიკლო მომღერალმა 22 კილოგრამი?

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"